"ფლამენგომ" გუნდის ლეგენდა ზიკო დააფასა და სტადიონთან მისი ძეგლი დადგა
"ფლამენგომ" გუნდის ლეგენდა ზიკო დააფასა და სტადიონთან მისი ძეგლი დადგა. ზიკო, რომელიც მეორე დღეს 60 წლის გახდა, ძეგლის გახსნის ცერემონიას, რა თქმა უნდა, დაესწრო და შეკრებილი გულშემატკივრებისგან სიმღერა "უკეთესი, ვიდრე პელე" არაერთხელ მოისმინა.

"ფლამენგო" მამაჩემმა ბავშვობაში შემაყვარა და მას შემდეგ ეს კლუბი ჩემთვის მუდამ მეორე სახლი იყო. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და მხოლოდ კლუბსა და მის გულშემატკივრებზე ვფიქრობდი. ამ ძეგლის გამო ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. მადლობა, მადლობა, მადლობა... 60-ჯერ," – განაცხადა ზიკომ.

არტურ ანტუნეშ კოიმბრამ, იგივე ზიკომ, "ფლამენგოში" ჯამში 18 წელი გაატარა (1971-83 და 1985-89). შუალედში ბრაზილიელმა "უდინეზეში" იასპარეზა, კარიერა კი იაპონურ "კაშიმა ანთლერსში" დაასრულა. ბრაზილიის ნაკრებში ზიკომ 72 შეხვედრაში 52 გოლი გაიტანა და სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა.

60 წლის ვეტერანი კლუბის რამდენიმე რეკორდის მფლობელია, კერძოდ - ზიკო "ფლას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია (508 გოლი) როგორც ყველა ტურნირზე, ასევე ბრაზილიის ჩემპიონატშიც (135 გოლი. მეორეზე მყოფ ბებეტოს 41 გოლი აქვს). ის ოთხჯერ (1980, 1982, 1983, 1987) გახდა ბრაზილიის ჩემპიონი, მოიგო ლიბერტადორესის და საკონტინენტთაშორისო თასები (1981 წელს), შტატის (კარიოკა) ჩემპიონი 7-ჯერ გახდა, 2004 წელს ფიფამ ფეხბურთის ისტორიაში 100 საუკეთესო ფეხბურთელში შეიყვანა, 2010 წელს კი "უორლდ სოკერმა" ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო მოთამაშეს შორის დაასახელა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზიკო ერაყიდან წავიდა

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა