ვარშავის "ევროპის ღია თასზე" დიდსულოვნებით გამორჩეული ქართველი ძიუდოისტი ფეარ-პლეის სპეციალური სერთიფიკატით დააჯილდოვეს

ბექა ღვინიაშვილის (90) დიდსულოვან საქციელზე უკვე ვწერდით - ვარშავაში, "ევროპის ღია თასზე" ჭიდაობისას მეორე წრეში მის მეტოქეს, უნგრელ კრისტიან ტოტს ფეხი ეტკინა და იძულებული გახდა, პაექრობა შეეწყვიტა.

ღვინიაშვილი თანაგრძნობით მოეკიდა მეტოქის გასაჭირს - წამოდგომაშიც უშველა და ტატამიდან გასვლაშიც, რამაც პოლონელი მაყურებლის დიდი ოვაცია გამოიწვია.

თუმცა არა მხოლოდ მათი, რადგან ჩვენებური ფეარ-პლეის სპეციალური სერთიფიკატით დააჯილდოვეს.

"ჩვენ ხშირად ვამბობთ და ვამაყობთ იმით, რომ ძიუდო სპორტზე მეტია. ეს ძიუდოს ევროპული კავშირის დევიზია. დღეს ჩვენ სწორედ ასეთი თავგანწირვის ნამდვილი მაგალითი დავინახეთ ბექა ღვინიაშვილის საქციელში", - ნათქვამია ძიუდოს ევროპული კავშირის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ღვინიაშვილისთვის პოლონური ტურნირი, სპორტული თვალსაზრისით, წარუმატებელი გამოდგა - ნაადრევად დამარცხდა და უმედლოდ დარჩა, თუმცა სხვა კუთხით კი დიდი აღიარება მოუტანა.

მართალია, სპორტში მთავარი შედეგია, მაგრამ პიროვნული ურთიერთობები მაინც შეუდარებლად მაღლა დგას - სპორტში ჩემპიონობას ყოველთვის გადასძალავს ხოლმე ადამიანობაში ჩემპიონობა.

კეთილშობილ პიროვნებებს ყოველთვის აფასებენ მათი მედლების და ტიტულების მიუხედავად, ხოლო ამ თვისებების გარეშე ვერასოდეს გახდები დიდი სპორტსმენი, რაგინდ მაღალ წარმატებებსაც მიაღწიო სპორტში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ოქროთი დაწყებულ-დასრულებული ვარშავის ტურნირი [VIDEO]

Aleqsandre
ბექას ახალგაზრდებში და ჭაბუკებში ყველაფერი აქვს მოგებული. ანუ მიღწევები აქვს.მალე დიდებშიც მიაღწევს.
gia
ბატუმელ-ს. ნაღდი ქართველი კაცობა რა შუაშია?! გინახავს მისი ჭიდაობა და ერკვევი ძიუდოში? რაიმე შეურაცხმყოფელია იმის კონსტატაციაში, რომ ჯერ, სამწუხაროდ, მიღწევები არა აქვს?!
BATUMELI
არაფერი არ აკლი ამ ბიჭს! ყველაფერი აქვს! ცოტა დრო უნდა! ნაღდი ქართველი კაცია!
ანდრო
ამას რუისელი კაცი თუ გააკეთებდა,მაგარი ხარ გაიხარე.
gia
ამ ბიჭს, ისეთი მონაცემები აქვს, ძალიან სერიოზული წარმატებების მიღწევა შეუძლია - რაღაც აკლია, იღბალი? სხვანაირი მომზადება?...
zviadi
ნამდვილი რაინდის საქციელია. ასე იქცევიან ნაღდი კაცები. მიბაძოს სხვებმაც.
giorgi
ყოჩაღ ბექა მაგარი კაცი ხარ. შენთვის ოლიმპიური ჩემპიონობაც მალე მოგველოცოს.ყველაფერი წინ გაქვს დძმაო
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა