5 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჭიდაობის ფედერაციის პრესკონფერენცია გაიმართა
5 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჭიდაობის ფედერაციის პრესკონფერენცია გაიმართა.

ჟურნალისტების შეკითხვებს მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ და ვეტერანმა და მოქმედმა მოჭიდავეებმა უპასუხეს.

პრესკონფერენციის თემა 19-24 მარტს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატი და 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობის შესაძლო ამოღება იყო.

ჭიდაობის ფედერაციამ სპეციალური მიმართვა შეიმუშავა, რომელსაც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს გაუგზავნის. მიმართვას 33 ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი აწერს ხელს.

ჭიდაობის ფედერაცია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებს საკითხის განხილვისას საქართველოს, როგორც სპორტის ამ სახეობაში მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეყნის მოსაზრების და მხარდაჭერის გათვალისწინებას სთხოვს.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიმართვა

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია შეშფოთებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი კომიტეტის განცხადებით, რომლის საფუძველზეც 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან შესაძლებელია ამოღებული იყოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა.

ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა სპორტის იმ ერთეულ სახეობათა რიცხვს განეკუთვნება, რომელიც მუდმივად შედიოდა ანტიკური და თანამედროვე ოლიმპიადების პროგრამაში.

განუზომელია სპორტის ამ სახეობების წვლილი ოლიმპიური თამაშების პოპულარიზაციის, ოლიმპიური ფასეულობებისა და ღირებულებების დამკვიდრების საქმეში. აქვე განვმარტავთ, რომ ის ნაკლოვანებები და შეცდომები, რომლებმაც წლების განმავლობაში თავი მოიყარა ჭიდაობაში, როგორც ოლიმპიური სპორტის სახეობაში, აღმოსაფხვრელია და იმედს ვიტოვებთ, რომ ჭიდაობის მსოფლიო საზოგადოება შეძლებს ამ სირთულეებთან გამკლავებასა და სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას.

მოგმართავთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებს, საკითხის განხილვისას გაითვალისწინოთ საქართველოს, როგორც სპორტის ამ სახეობაში მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეყნის ეროვნული ფედერაციის მოსაზრება და მხარდაჭერა.

სამინისტროს პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

სოკ-ი ჭიდაობის შენარჩუნებაზე ალაპარაკდა - რას მოგვიტანს 7 მარტი

niaz diasamidze
ძალიან კარგია რო თავისუფალ ჭიდაობას დიდი ყურადღება ექცევა მაგრამ რეგიონებში ტურნირების პრობლემაა ხანდახან წელწადში 1-ლაც არ იმარტება ხოლმე შეჯიბრება მე პირადად თავისუფალი სტილის მოჭიდავე ვარ და მოხარული ვიქნები თუ პატარა ყურადგებას მაინც მიაქცევთ რეგიონებს.
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა