საქართველოს მორაგბეთა ნაკრების რეკორდსმენმა კაპიტანმა მოიხვეჭა ყველაზე მეტი, 85 ბორჯღალი (კეპი) და დადო შვიდი ლელო
ძვირფასო რაგბის გულშემატკივრებო! 9 მარტს ნაკრებიდან ვაცილებთ გამოჩენილ ქართველ მორაგბეს, ღვაწლმოსილ 9 ნომერსა და კაპიტანს, ერთა თასის ერთადერთ 5-გზის მფლობელს და სამი მსოფლიო თასის მონაწილეს ირაკლი აბუსერიძეს.

დაიბადა 1977 წლის 25 ნოემბერს, თბილისში. რაგბის თამაში "ყოჩებში" დაიწყო. დაოსტატდა ასკ-სა და "ლოკომოტივში". კარიერის უმეტესი წილი გაატარა საფრანგეთში, სადაც თამაშობდა "ორიაკში", "ორლეანსა" და "ოსერში".

"აბუმ" ნაკრებში 13 სეზონი (2000-12) გაატარა. მონაწილეობდა ერთა თასის 12 გათამაშებაში და 5-ჯერ გახდა ჩემპიონი. მოიხვეჭა ყველაზე მეტი, 85 ბორჯღალი (კეპი) და დადო შვიდი ლელო. სამ მსოფლიო თასზე (2003 ავსტრალია, 2007 საფრანგეთი, 2011 ახალი ზელანდია) 11 მატჩი გამართა.

ირაკლი 2007 წლიდან "ბორჯღალოსანთა" კაპიტანი იყო. მან გუნდს 38-ჯერ უყოჩა, რაც აგრეთვე რეკორდია. "აბუ" ნაკრებს 2 მსოფლიოზე (2007 და 2011) გაუძღვა.

ქართული რაგბის უამრავ გულშემატკივართან ერთად, საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის ირაკლი აბუსერიძეს ყველაფრისათვის, რაც მან ქართული რაგბისათვის და საქართველოსათვის გააკეთა; უსურვებს მას ჯანმრთელობასა და ბედნიერ, ხანგრძლივ სიცოცხლეს.

მადლობა, აბუ!

იმედია, რომ ქართული რაგბის ყველა ჭეშმარიტი გულშემატკივარი 9 მარტს მოვა მ. მესხის სახელობის სტადიონზე "ბორჯღალოსანთა" საგულშემატკივროდ და ღირსეულად გააცილებს ირაკლი აბუსერიძეს!

საქართველოს რაგბის კავშირი

rugby.ge

ასევე იხილეთ:

"ბორჯღალოსნებმა" განრისხებულ "ლომებთან" ბრძოლისთვის მზადება დაიწყეს

NIKA
მადლობა!
PARFIUMER
წარმატებები აბუ...
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა