ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ოლივერ კანი: "ბაიერნს" ჰეთ თრიკის შესრულება შეუძლია!

ოლივერ კანი: "ბაიერნს" ჰეთ თრიკის შესრულება შეუძლია!

ტიტანი აღიარებს, რომ ასეთი ძლევამოსილი რეკორდმაისტერი არასდროს უნახავს
"ბაიერნი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს 17-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ფაქტია, რომ "ვერცხლის სინს" დაიბრუნებს. ბავარიელები გერმანიის თასსაც უმიზნებენ - მეოთხედფინალში დორტმუნდის "ბორუსია" დაამარცხეს და წესით, ნახევარფინალში არც "ვოლფსბურგის" გაგდება უნდა გაუჭირდეთ. ამასთან, რეკორდმაისტერს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაშიც ფაქტობრივად განაღდებული აქვს, რადგან "არსენალს" ლონდონში 3:1 მოუგო.

ერთი სიტყვით, "ბაიერნი" ბრწყინვალე ფორმაშია და ჰეთ თრიკს უმიზნებს. მიუნხენელთა ლეგენდარული მეკარის, ოლივერ კანის აზრით, "ბაიერნის" ასეთი შემართება, პირველ რიგში, შარშან, "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგების დამსახურებაა.

"წარმომიდგენია, რას გრძნობდნენ ბაიერნელები ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, რომელიც საკუთარ მოედანზე წააგეს, მაგრამ ასეთ მტკივნეულ წაგებას უდიდესი მოტივაცია და ენერგიაც მოაქვს. გერმანიის თასზე, "დორტმუნდთან" შეხვედრაში მე სწორედ ეს ენერგია დავინახე. ასეთი შემართული, დამშეული, ცივსისხლიანი და შედეგზე ორიენტირებული "ბაიერნი" პირადად მე დიდი ხანია, აღარ მინახავს," - აცხადებს კანი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

43 წლის ოლის აზრით, უდიდესი მონდომების გარდა, "ბაიერნის" ასეთი დომინირება გუნდის მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის დამსახურებაცაა. "დონ იუპთან" ერთად, რომელსაც ზაფხულში ხოსეპ გვარდიოლა შეცვლის, კანის აზრით, "ბაიერნის" წარმატებებში ზაფხულში შეძენილ ფეხბურთელებს და რეკორდმაისტერის ახალ სპორტულ დირექტორ მათიას ზამერსაც ლომის წვლილი მიუძღვით.

"დანტემ "ბაიერნის" დაცვის ხაზი მაგრად გააძლიერა. პირადად მეც არ ველოდი, რომ ეს ბრაზილიელი მცველი ძირითადი შემადგენლობის მუდმივ წევრად ჩამოყალიბდებოდა და ფაქტია, რომ ახლა "ბაიერნის" დაცვის ბურჯი სწორედ დანტეა. შესანიშნავია ბასტიან შვაინშტაიგერისა და ხავი მარტინესის ტანდემიც ნახევარდაცვის ცენტრში. "ბაიერნს" სწორედ ასეთი საყრდენი აკლდა - მარტინესი ხშირად აკეთებს ისეთ ფოლებს, როგორებსაც თავის დროზე შტეფან ეფენბერგი აკეთებდა.

ერთი სიტყვით, "ბაიერნის" წარმატების უმთავრესი მიზეზი უკანა ხაზის სტაბილურობაა, წინა ხაზზე კი რეკორდმაისტერი შარშანაც შესანიშნავად იყო დაკომპლექტებული და ახლა ჰაინკესს მარიო მანჯუკიჩისა და კლაუდიო პისაროს სახით, უბრალოდ, მეტი ალტერნატივა აქვს," - ამბობს კანი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ "ბაიერნს" ჯერ არცერთი ტიტული არ მოუგია, ოლი აღიარებს, რომ ასეთი ძლევამოსილი "ბაიერნი" არასდროს (!) უნახავს: "ბაიერნში" 14 წელი ვითამაშე და ასეთი სახის დომინაცია არ მახსენდება. ყველაფერთან ერთად, შვაინშტაიგერი და ლამი ფეხბურთელისთვის საუკეთესო ასაკში შედიან და ვფიქრობ, რომ ამ გუნდმა უდიდეს წარმატებებს უნდა მიაღწიოს! ამ გუნდს ნამდვილად ხელეწიფება ჰეთ თრიკის შესრულება! "ბაიერნს" დღეს ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია," - დასძენს კანი ხსენებულ ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ოლივერ კანი: ახლანდელი "ბაიერნი" კლუბის ისტორიაში საუკეთესო გუნდია

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა