მადრიდის "რეალმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "მანჩესტერ იუნაიტედი" და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა
"დღეს უკეთესმა გუნდმა წააგო", - ეს სიტყვები სერ ალექს ფერგიუსონის არ გეგონოთ. მოხუცი სერი თურქი რეფერის, კუნიეთ ჩაკირის ბრიგადაზე იყო აღრენილი, ზემოთ მოყვანილი ფრაზა კი, არც მეტი, არც ნაკლები, ჟოზე მოურინიოსია.

"რეალის" მწვრთნელმა აღიარა, რომ მისი გუნდი არ იყო საუკეთესო "ოლდ ტრეფორდზე".

"და ამას წითელ ბარათთან დაკავშირებით სულაც არ ვამბობ", - დაამატა "განსაკუთრებულმა" ტელევიზიისთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში.

"სამეფო კლუბმა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების მთავარი დუელის შემობრუნება მას მერე შეძლო, რაც თურქმა არბიტრმა მასპინძლებს მოწინააღმდეგის ჩაწიხვლისთვის ნანი გაუძევა.

ამ თამაშში ნანი ყველაფრით შეეფერებოდა ანტიგმირის პერსონაჟს, თუმცა გაძევებით ჩაკირმა ალბათ მაინც გადაამლაშა. იმ დროისთვის, პირველი დაპირისპირების - 1:1-ის მერე, "იუნაიტედი" სერხიო რამოსის ავტოგოლის წყალობით იგებდა.

მაგრამ 10 კაცით დარჩენილმა ინგლისურმა გუნდმა ინიციატივა დაკარგა, მოურინიოს რისკიანმა ცვლილებამ კი სრულად გაამართლა.

მოედანზე შესულმა ლუკა მოდრიჩმა აუღებელი დაურტყა დავიდ დე ხეას, შემდეგ კი მოდრიჩი-იოზილი-იგუაინის შესანიშნავი კომბინაცია კრიშტიანო რონალდომ გადამწყვეტი გოლით დაასრულა.

რონალდოს ყოფილი კლუბის კარში გატანილი არ უზეიმია, ის 8 გოლით ლიგის ამ სეზონის ბომბარდირი გახდა.

თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ყველაფერი აქ მორჩა - ცდება, სწორედ ამის მერე იყო 10-კაციანი "მანჩესტერის" იერიში, რომელსაც დიეგო ლოპესის სამი დიდებული "სეივი" მოჰყვა - "რეალი" მეოთხედფინალშია. თუმცა ჟოზეს რევერანსს არ დავეთანხმებით - მაინც გვგონია, რომ 2-რაუნდიანი დაპირისპირება უკეთესმა გუნდმა მოიგო.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი

მანჩესტერი-რეალი 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ს. რამოსი (48 ს.კ.), 1:1 მოდრიჩი (66), 1:2 რონალდო (69)

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - რაფაელი (87. ვალენსია), ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - კერიკი, კლევერლი (73. რუნი) - ნანი, უელბეკი (81. ე. იანგი), გიგზი - ვან პერსი.

რეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - არბელოა (59. მოდრიჩი), ს. რამოსი, ვარანი, ფ. კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია (45. კაკა), იოზილი (71. პეპე), რონალდო - იგუაინი.

გაფრთხილება: ევრა, კერიკი - არბელოა, კაკა, პეპე

გაძევება: ნანი (57)

კუთხური: 9-12; ჯარიმა: 7-11; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 12-14 (9-11); ბურთის ფლობა: 37%-63%.

მაყურებელი: 75 700

Video

მანჩესტერ იუნაიტედი - რეალი 1:2

მატჩის შემდგომი კომენტარები:

ჟოზე მოურინიო: კარგად არ გვითამაშია, მაგრამ ფეხბურთი ასეთია

კრიშტაინო რონალდო: "რეალის" წარმატება მახარებს, "იუნაიტედის" გამო ვწუხვარ

სერხიო რამოსი: ვერ ვიტყვი, რომ "რეალი" თავისი თამაშით კმაყოფილია

მაიკ ფელანი: ჩვენი გუნდის კარგი თამაში, არბიტრის ერთმა გადაწყვეტილებამ გადახაზა

როი კინი: არბიტრი სწორად მოიქცა, ნანი რომ გააძევა

კაკა: "რეალმა" ჯერჯერობით ვერაფერს მიაღწია, ამიტომ არ უნდა მოვდუნდეთ

ლუკა მოდრიჩი: ძლივს არ მოვიგე "ოლდ ტრეფორდზე"?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

maniuuu
რა რეალის ფანებოო გადაგახიეთ ბურთი ნანის გაძევებამდეე და თქვენ კიდევ ხმას იხებთ. ვაი თქვენს პატრონს
zaza
რაო მანჩესტერის ფანებო კლატენბურგის დახმარებით რო იგებდით კარგი იყო? სამართალმა პური ჭამა
hala madrid!
ორი საუკეთესო გუნდი თამაშობდა...საუკეთესოდ და ბრწყინვალედ არცერთს უთამაშია ეს იყო სანახაობა სადც ყველაფერი მოხდა...ყვითელიც საკმარისი იქნებოდა ,თუმცა მსგავსი შემთვევისთVის მხოლოდ ამ მსაჯს არ გაუგდია ფეხბურთელი,ასე ბევრჯერ იყო,და როი კინს ვეთანხმები! ორივე იმსახურებდა გასვლას.სანტიაგო ბერნაბეუზე,რეალი ასჰკარა ლიდერი იყო,სულ რამდენიმე მომენტი შეექმნა მანჩესტერს და ერთი ძან არალოგიკური გოლი გაიტანეს,მადრიდელებს უბრალოდ არ გაუმართლათ თორე გაცილებით უფრო მეტი გოლის გატანა შეიძლებოდა,მაგრამ ბურთI კარებში აშკარად არ შედიოდა...ორივე იმსახურებდა,თუმცა საუკეთესო გავიდა...ბარსას ფანებო ძან მეცინება თქვენ კომენატრებზე,თქვენ ... საქმეს მიხედეთ..."განსაკუთრებულმა" არ იყო საწირო ბრწყალები,ის ყოველ ჯერზე ამტკიცებს რომ განსაკუთრებულია,თუნდაც კომენტარით!
croucha
რეალმა კი არ მოუგო მსაჯმა მოუგოოო,, რეალი რისი მომგები იყო :D
m.m.m.
გასაკვირია რუნი რატომ არ ათამაშა თავიდანვე. რისი იმედი ქონდა რიალი გოლს ვერ გაუტანდა თუ რა???
gaaagaaaa
ჰაააა მოუგე თუ არა რეალმა მანჩესტერს
gaaagaaaa
ააააჰჰააააააააა მოუგო თუ არა რეალმა მანჩესტერს.რეალ მადრიდდ
დაჩი
რას არ დაეთანხმები ავტორ,ჯერ საიდან მოიტანე რო ნანი ანტიგმირს შეეფერებოდაო?გოლი ხო არ იცი ვისი პასით გაიტანა მანჩემ?თუ იქ არ შეეძლო მოგება მანჩესტერს და მომენტები არ ქონდა?წინა თამაშის მერეც და ეხაც,აშკარად მიკორძებული სტატია.ეს არაა ლამაზი რბილად რო თვქვათ.
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა