დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა დონეცკის "შახტართან" გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დონეცკის "შახტართან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

5 მარტს კლოპის შეგირდებმა საშინაო შეხვედრაში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვეს (3:0) და მეოთხედფინალში გავიდნენ.

"რა თქმა უნდა, დღეს საკმაოდ დიადი ბრძოლის მოწმენი გავხდით. ჩვენი გუნდი პირველივე წუთებიდან შეტევაში წავიდა და ყველამ ნახა, როგორ შეგვიძლია თამაში.

ვიცოდით, რომ ჩვენი ამოცანა იოლად შესასრულებელი არ იყო და რომ მეტოქე აგრესიულად იმოქმედებდა და არაფერს დაგვითმობდა. თუმცა დღეს "ბორუსიამ" ითამაშა ისე, როგორც თავად სურდა და მიზანსაც მიაღწია.

მატჩის მეორე ნახევარში "შახტარმა" ბრჭყალები კიდევ ერთხელ გამოაჩინა, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლა მაინც მოვახერხეთ. საერთო ჯამში, ვფიქრობ, საკმაოდ სანახაობრივი მატჩი გამოგვივიდა.

რა შეიძლება ვთქვა მირჩა ლუჩესკუს ვარაუდზე, რომ წყვილში გამარჯვებული გუნდი ფინალში გავა? წინასწარმეტყველებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამიხარდება, თუკი ლუჩესკუ წინასწარმეტყველი აღმოჩნდება და მისი სიტყვები ახდება. თუმცა, ამ ტიპის წინასწარმეტყველებების არცთუ მაინცდამაინც მჯერა.

ახლა დაბეჯითებით შემდეგი შემიძლია ვთქვა: ყველა ის გუნდი, რომელიც შემდეგ ეტაპზე გავიდა, უძლიერესია.

დღეს გაირკვა, რომ მეოთხედფინალში ვითამაშებთ და ძალიან მახარებს ტურნირის ამ სტადიაზე მონაწილეობა. არ მიმაჩნია, რომ ფავორიტები ვართ, რადგან ტურნირში საკმაოდ ბევრი ძლიერი გუნდია, რომელთა ძლევაა საჭირო.

შევხედავთ, როგორ ითამაშებენ ჩვენი სავარაუდო მეტოქეები ხვალ. მატჩებს მომდევნო კვირაშიც ვნახავთ. ბედნიერი ვარ, რომ "ბორუსია" იმ რვა საუკეთესო კოლექტივს შორის მოხვდა, რომლებიც 1/4-ფინალში იასპარეზებენ.

ჩვენ მიერ ნაჩვენები შედეგი ისეთია, უკეთესს რომ ვერ ინატრებ. ასე რომ, ძალიან კმაყოფილი ვარ", - აქვეყნებს კლოპის ნათქვამს "შახტარის" ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:

დორტმუნდი-შახტარი 3:0: "დორტმუნდმა" მეტოქე ვერც კი იგრძნო [VIDEO]

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა