მადრიდის "რეალის" ფორვარდმა მანჩესტერული მატჩის ემოციებზე ისაუბრა
მადრიდის "რეალის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში მეორე გოლი გაიტანა, თამაშის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს საღამო "ოლდ ტრეფორდზე" მისთვის განსაკუთრებული იყო.

5 მარტს, მანჩესტერში გამართულ შეხვედრაში სტუმრებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს და ორი მატჩის ჯამში მეოთხედფინალში გავიდნენ.

"უბრალოდ, მე ჩემი სამუშაო შევასრულე. "რეალმა" გაიმარჯვა, რასაც მთელ გუნდთან ერთად ვხარობ.

ამ თამაშშიც, ისევე, როგორც პირველ დაპირისპირებაში, მონდომება არ დაგვიკლია, მაგრამ ამ ყველაფრის გოლებში ასახვა არ გამოგვდიოდა.

ბედნიერი ვარ, რომ "ოლდ ტრეფორდზე" თამაშის საშუალება კვლავაც მომეცა, აქ ხომ ექვსი ლამაზი წელიწადი მაქვს გატარებული და ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებული იყო.

ეს ჩემი მეორე სახლია, სადაც უამრავი მეგობარი მყავს.

რაც შეეხება გატანილი გოლის არაღნიშვნას, ამით "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს ვეცი პატივი, რომელთაგან დავალებული ვარ. მახარებს "რეალის" წარმატება, თუმცა ვწუხვარ "იუნაიტედის" გამო.

ჩვენი ორივე მატჩი არაჩვეულებრივი გამოვიდა. სიტყვები არ მყოფნის მათ ასაღწერად. მე არ ვთამაშობდი ისე, როგორც ყოველთვის, თუმცა გოლის გატანა საშინაო შეხვედრაშიც შევძელი და აქაც.

საერთოდ, ეს უჩვეულო კვირა იყო - ორჯერ ვაჯობეთ "ბარსელონას" და ახლა "იუნაიტედს". ჩვენ აღმავლობის გზას ვადგავართ. ამავე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ ასპარეზობა და შევეცადოთ, მოვიგოთ ეს ტურნირი.

მინდა გამარჯვებებით, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ მიზნისკენ - ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ", - აქვეყნებს პორტუგალიელის ნათქვამს AS.

ასევე იხილეთ:

მანჩესტერი-რეალი 1:2: უკეთესის მარცხი "ოლდ ტრეფორდზე" [VIDEO]

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა