6 მარტს საქართველოს ქალთა ნაკრები ინდოელ მოჭადრაკეებს დაუპირისპირდება
ვაჟთა საერთაშორისო ოსტატი სოფი მილე (2401) ქალებში საფრანგეთის ჩემპიონი კი არის, მაგრამ იმ მოჭადრაკეთა რიცხვს არ მიეკუთვნება, რომლის დამარცხებაც საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერ ნანა ძაგნიძეს (2554) გაუჭირდება.

არადა, მეტოქის რამდენიმე უხეში შეცდომა რომ არა, არავინ იცის, 5 მარტს ასტანაში მოჭადრაკე ქალთა მე-4 გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ტურში მათი შეხვედრა როგორ დამთავრდებოდა.

თეთრებით ფრანგი თამაშობდა. მას შემდეგ, რაც მე-17 და მე-18 სვლებზე ძაგნიძემ უზუსტოდ ითამაშა, ჩვენებურმა უარესი პოზიცია მიიღო. მილემ ამ უპირატესობის რეალიზება ვერ შეძლო; მეტიც 21-ე, 22-ე და 23-ე სვლებზე თავად უხეში შეცდომები და პარტიის გადარჩენაც ვეღარ შეძლო.

შუა თამაშში ორმხრივი შეცდომებით იყო აღსავსე მე-2 დაფაზე ლელა ჯავახიშვილისა და საფრანგეთში გათხოვილი ქართველი დიდოსტატის - ნინო მაისურაძის პაექრობა, თუმცა ჯავახიშვილმა დებიუტში მიღებული უპირატესობის რეალიზება შეძლო და 38-ე სვლაზე ფრანგებთან დაპირისპირებაში მეორე ქულა მოუტანა საქართველოს ნაკრებს.

სალომე მელია თეთრი ფიგურებით ნატაშა ბენმეშბახთან ორთაბრძოლისას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა ინიციატივას, მაგრამ მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევას 86 სვლა მაინც მოანდომა - 3:0.

ჩვენი გუნდისთვის მე-4 ქულა ნინო ხურციძეს უნდა მოეტანა, რადგან შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანდა, რომ ნინოს 58-ე სვლისთვის მოსაგები პოზიცია ჰქონდა, თანაც გამსვლელი პაიკით, მაგრამ ორი უზუსტო სვლით მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება მისცა და 77-ე სვლაზე დაზავდნენ.

ესეც დაკარგული ნახევარი ქულა. განვლილ სამ ტურში ჩვენმა მოჭადრაკეებმა 3,5 ქულა "გაასაჩუქრეს". ცოტა ზედმეტი გულუხვობა ხომ არ არის?!

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება (3,5:0,5) კი იზეიმა, მაგრამ საერთო გუნდურ ჩათვლაში მთავარ მეტოქეებს - ჩინეთსა და რუსეთს ორ-ორი, უკრაინას კი ქულით ჩამორჩება.

ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო ტურებში ქართველი მოჭადრაკეები მეტი შემართებით იბრძოლებენ და დანაკარგის ანაზღაურებას შეძლებენ. მით უმეტეს, რომ რუსებთან და უკრაინელებთან დუელი წინ აქვთ.

შეჯიბრების რეიტინგფავორიტმა უკრაინამ 5 მარტს რის ვაი-ვაგლახით მოუგო მასპინძლებს - 2,5:1,5 (გულისკან ნახბაიევა - კატერინა ლაგნო 0:1, ანა უშენინა - გულმირა დაულეტოვა 0,5:0,5, მადინა დავლეტბაიევა - ნატალია ჟუკოვა 0:1, ინა იანოვსკა-გაპონენკო - ჟანსაია აბდუმალიკი 0:1).

ჩინეთი - აშშ 3,5:0,5 (ცზიუ ვენძიუნი - ანა ზატონსკიხი 1:0, ირინა კრუში - ჰუან ძიანი 0,5:0,5, თან ჟონი - თათევ აბრაჰამიანი 1:0, საბინა ფოიშორი - შენ იანი 0:1), თურქეთი - რუსეთი 0:4 (ბეთულ ილდიზი - ალექსანდრა კოსტენიუკი 0:1, ნატალია გუნინა - კუბრა ოზთურქი 1:0, კარდელენ კემხანი - ალისა გალიამოვა 0:1, ოლგა გირია - კემილ კაია 1:0). რუმინეთი - ინდოეთი 2:2 (ადელა ქრისტინა ფოიშორი - ეიშა კარავადე 0,5:0,5, ნიშა მოჰოტა - ირინა ბულმაგა 0:1, ელენა კოსმა - მერი გომესი 0,5:0,5, სვამინათან სოუმია - ალინა ლამი 1:0).

სამი ტურის შემდეგ: რუსეთი (საერთო მონაგარი 10,5), ჩინეთი (10) - 6-6, უკრაინა - 5 (7,5), საქართველო - 4 (7,5), ინდოეთი (5,5), აშშ (5) - 3-3, რუმინეთი - 2 (4,5), ყაზახეთი - 1 (4,5), თურქეთი (2,5), საფრანგეთი (2,5) - 0 ქულა.

6 მარტს მე-4 ტურში ითამაშებენ: ინდოეთი - საქართველო, აშშ - საფრანგეთი, რუსეთი - ჩინეთი, უკრაინა - თურქეთი, რუმინეთი - ყაზახეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა