ოლიმპიადის პროგრამაში ჭიდაობის დატოვებას საქართველოს ეროვნული ფედერაციაც უერთდება
ოლიმპიადის პროგრამაში ჭიდაობის დატოვებას საქართველოს ეროვნული ფედერაციაც უერთდება, რომელმაც 5 მარტს საგანგებო განცხადებით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს.

მიმართვის ტექსტი საზოგადოებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ გააცნო, რასაც ქვემოთ იხილავთ.

განცხადებას თან ერთვის სახელოვან მოჭიდავეთა 33-კაციანი სია. რამდენიმემ - თავად კურტანიძემ, ოლიმპიურმა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა რომან რურუამ, მსოფლიოს ორგზის გამარჯვებულმა გურამ საღარაძემ, მსოფლიოს ჩემპიონებმა - მიხეილ სალაძემ და თემურ ყაზარაშვილმა, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა რევაზ მინდორაშვილმა და სხვებმა - სიმბოლურად იქვე, დარბაზშივე მოაწერა ხელი.

"დღევანდელი ჭიდაობა უმსგავსო სანახაობა გახდა. ეს ჭიდაობა კი არა, ახალგაზრდების შესაძლებლობების შეზღუდვაა, მაგრამ ამაში მოჭიდავეებს ბრალი არ მიუძღვით, ეს საერთაშორისო ფედერაციის დანაშაულია.

ასეთი ვითარება აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ჭიდაობა 60-70-იანი წლების დონეს უნდა დაუბრუნდეს, როცა სანახაობრივად ყველაზე ლამაზი იყო.

წესები აუცილებლად უნდა შეიცვალოს, თორემ ახლანდელმა რეალობამ კატასტროფამდე მიგვიყვანა" - განაცხადა რომან რურუამ, თუმცა მან ერთი საჩოთირო საკითხიც წამოჭრა.

მისი თქმით, დღეს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაში 220 ქვეყანაა გაწევრიანებული, ადრე კი მხოლოდ განვითარებული სახელმწიფოები, დაახლოებით 80-მდე ქვეყანა ჭიდაობდა.

მისი აზრით, გეოგრაფიის გაფართოების გასაზრდელად ასეთ არასაჭიდაო ქვეყნებს ხშირად ეხმარებოდნენ მედლების მოპოვებაში, რასაც დემოკრატიული პრინციპების დაცვით ხსნიდნენ...

თან დასძინა, ასეთი ფედერაციები ყოველთვის FILA-ს ბრმა მხარდამჭერები იყვნენ, ანუ უმრავლესობაში აღმოჩნდნენ, შედეგად კი ფეშქაშად განვითარების ცენტრებს იღებდნენო.

ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალი ნამდვილად დევს - გეოგრაფიის გაზრდა უსამართლობის გამამართლებელ მიზეზად მართლაც არაერთხელ გაგვიგონია, თუმცა სპორტის ამა თუ იმ სახეობის მასობრიობის გაზრდა არათუ ცუდი, მისასალმებელია - პოპულარიზაცია ნებისმიერი ფედერაციის უპირველესი მიზანი უნდა იყოს, ხოლო სამართლიანობის დაცვა - მათი მოვალეობა.

"რატომ მაინცდამაინც ჭიდაობა, რატომ დადგა საკითხი თამაშებიდან მისი ამოღების შესახებ? მინდა დავეთანხმო რომან რურუას, რომ ეს ყველაფერი წესების და რეგლამენტის შეცვლამ გამოიწვია.

დღევანდელი ჭიდაობა ლოდინის ჭიდაობაა, როცა სპორტსმენი კენჭისყრას ელოდება - ეს სამარცხვინოა.

მეტოქეს კი არ უნდა დაელოდო, შენკენ უნდა მოიყვანო და ილეთი გააკეთო, მაგრამ ახალი წესები არ იძლევა ამის საშუალებას, რასაც კორუფციაც დაემატა" - თქვა საღარაძემ.

"დღემდე ვერ მომინელებია, ოლიმპიადაზე რომ ვერ ვიჭიდავე და ამ გულისტკივილს ახალგაზრდებს ნუ გამოვაცდევინებთ", - აღნიშნა სალაძემ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ ამერიკელ ჟურნალისტთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც ამ თემაზე თურმე მასალას ამზადებდა საქართველოში და აინტერესებდა, როგორი იქნებოდა ჩვენი პოზიცია, ჭიდაობას თუ მართლა ამოიღებდნენ ოლიმპიადიდან.

სტუმარი ფრიად გაკვირვებული დარჩენილა იმის გაგებით, რომ გრანდიოზულ აშშ-ს თავისი ისტორიის მანძილზე 125 ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს, პატარა საქართველოს კი - 31. თევზაძემ გამოთქვა რწმენა, რომ ჭიდაობას დატოვებენ ოლიმპიურ ოჯახში.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, არსებული წესები ძირეულად მომავალი წლიდან შეიცვლება, თუმცა რეფორმების პაკეტს საერთაშორისო ფედერაცია აპრილის ბოლოს ყრილობაზე დადებს.

"მიმართვა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს

ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო!

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია შეშფოთებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის განცხადებით, რომლის საფუძველზეც, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან, შესაძლოა, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა ამოიღონ.

ჭიდაობა სპორტის იმ ერთეულ სახეობათაგანია, რომელიც მუდმივად შედიოდა ანტიკური და თანამედროვე ოლიმპიადების პროგრამაში.

განუზომელია სპორტის ამ სახეობის წვლილი ოლიმპიური თამაშების პოპულარიზაციის, ოლიმპიური ფასეულობებისა და ღირებულებების დამკვიდრების საქმეში.

აქვე განვმარტავთ, რომ წლების განმავლობაში ჭიდაობაში დაგროვებული ნაკლოვანებები და შეცდომები აღმოსაფხვრელია და, ვიმედოვნებთ, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია შეძლებს ამ სიძნელეებთან გამკლავებას და სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას.

მოგმართავთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებს, საკითხის განხილვისას გაითვალისწინოთ საქართველოს, როგორც სპორტის ამ სახეობაში მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეყნის ეროვნული ფედერაციის მოსაზრება და მხარდაჭერა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა