ქაიროს საერთაშორისო ტურნირი (25 ათასი დოლარი) ქართული დუელით დაიწყო
ქაიროს საერთაშორისო ტურნირი (25 ათასი დოლარი) ეგრევე ქართული დუელით დაიწყო - პირველ წრეში მე-8 ნომრად განთესილი სოფიო შაფათავა (280) სოფიო ქვაცაბაიას (380) დაუპირისპირდა. ისინი ხშირად ერთმანეთის მეწყვილეები არიან, ზედმიწევნით იცნობენ მეტოქის სუსტ მხარეებს. აქამდე ქვაცაბაია ლიდერობდა ურთიერთდაპირისპირებებში - 2:1. გუშინ კი შაფათავამ იმარჯვა, რომელიც თანამემამულეს რეიტინგში ზუსტად 100 საფეხურით უსწრებს - 6:4, 6:4. მე-4 ნომრად განთესილმა მაკა ჩახნაშვილმა (251) კი ძალზე იოლად დაამარცხა საკვალიფიკაციო ბადიდან გამოსული იტალიელი მარტინა დი ჯუზეპე (523) - 6:2, 6:0.

მერვედფინალშიც ქართულ დუელს ვიხილავთ, მაგრამ სოფიო შაფათავას მომავალი მეტოქე ნანული ფიფია (355) რუსეთის სახელით ასპარეზობს. I წრეში ფიფიამ "უაილდ ქარდით" მიწვეულ ეგვიპტელ მაი ელ კამაშს მოუგო - 6:3, 7:5. ეს ორი ჩოგბურთელი შარშან ზუსტად ამ ტურნირზე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ფიფიამ სამ სეტში იმარჯვა - 2:6, 7:5, 6:2. ასე რომ, შაფათავას შური აქვს საძიებელი. მაკა ჩახნაშვილს კი ისევ საკვალიფიკაციო ბადიდან გამოსული ჩოგბურთელი ერგო წილად - უკრაინელი ელიზავეტა აინჩუკი (787). მაკა 17 წლის იანჩუკს პირველად ეთამაშება.

წყვილთა ბადეში შაფათავასა და ქვაცაბაიას დუეტი მე-2 ნომრადაა განთესილი, ხოლო ჩახნაშვილი და იტალიელი კორინა დენტონი (152) - პირველ ნომრად. ეს წყვილი პირველი რაუნდისგან თავისუფალია.

ოქსანა კალაშნიკოვა სტამბოლის ტურნირზე (25 ათასი დოლარი) თამაშობს. წყვილებში ის და რუსი მარტა სიროტკინა (387) მე-3 ნომრად განთესეს. მათ პირველ წრეში ბულგარელები (დები ჰულია და ლიუტფია ველიევები) დაამარცხეს - 6:2, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა