9 მარტს, 14 საათზე, ბოლო წლების ყველაზე ხმაურიანი ქართული დერბი შედგება
9 მარტს, 14 საათზე, ბოლო წლების ყველაზე ხმაურიანი ქართული დერბი შედგება - ერთმანეთს ძალოვნები: "შსს აკადემია" და "არმია" დაუპირისპირდებიან.

სწორედ ამ შეხვედრაზე ილაპარაკეს მე-16 ტურის მატჩისშემდგომ პრესკონფერენციებზე.

მეტსაც გეტყვით, მწვრთნელებს შაბათის მატჩებისას გათვლები მე-17 ტურზე ჰქონდათ.

მაგალითად, შსს-ელთა ბერძენმა დამრიგებელმა გიორგიოს კეცელიდისმა დაასვენა ორი ლეგიონერი: კირკ არჩიბეკი და ჩად პრევიტი (მათ მანამდე ტრავმები ჰქონდათ და სტუ-სთან მოედანზე გამოყვანა არ გარისკა).

ასევე, პირველ ტაიმში არ ათამაშა სასტარტო გამთამაშებელი დეონტა ვონი... ნამატჩევს კი მომავალი მეტოქე, "არმია" ურთიერთშეხვედრის ფავორიტად შერაცხა.

თავის მხრივ, მე-16 ტურის ცენტრალურ მატჩში არმიელებმა "სოხუმს" დაძაბულ ბრძოლაში სძლიეს და ძალოვანთა მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა ყურადღება მოხსნებზე გაამახვილა: "სოხუმმა" ჩვენი ფარიდან ბურთი 18-ჯერ მოხსნა, რაც ძალიან ბევრია. შვიდ დღეში "შსს აკადემიასთან" გველის თამაში და ეს კომპონენტი უნდა გამოვასწოროთ, თორემ ძალიან გაგვიჭირდებაო.

კონკრეტულად რომელი გუნდი რის ხარჯზე ეცდება გამარჯვების მოპოვებას, შაბათს ვნახავთ, აქ კი მოგახსენებთ, რომ მე-16 ტურის საუკეთესო კალათბურთელად ცენტრალური მატჩის ბომბარდირი ლაშა ფარღალავა დასახელდა.

მან 25 წუთში 24 ქულა (10/7 ორქულიანი, 4/2 სამიანი, 4/4 საჯარიმო), 4 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა.

XVI ტური

არმია-სოხუმი 91:84

შსს აკადემია-სტუ 78:59

ოლიმპი-სამედიცინო 110:63

ქუთაისი-ბათუმი 82:73

რუსთავი-თსუ 86:68

რეკორდები

ქულა

41 - ლაშა კეშელავა (ბათუმი)

2-ქულ 5/11: 3-ქულ 10/15; საჯ 1/1

19.12.12 არმია-ბათუმი

მოხსნა

23 - კირკ არჩიბეკი (შსს)

(მეტოქ: 12; საკუთ: 11)

22.02.13 რუსთავი-შსს

პასი

12 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)

03.11.12 შსს-თსუ

12 - გიორგი გაფრინდაშვილი (სამედიცინო)

15.12.12 სამედიცინო-სტუ

12 - მალხაზ აბაიშვილი (რუსთავი)

04.02.13 რუსთავი-სტუ

12 - ზაურ ფაშაევი (ქუთაისი)

06.02.13 სამედიცინო-ქუთაისი

12 - გივი ბაქრაძე (თსუ)

23.02.13 თსუ-ოლიმპი

12 - ლაშა გამყრელიძე (არმია)

23.02.13 სტუ-არმია

ჩაჭრა

7 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)

17.11.12 სტუ-შსს აკადემია

დაფარება

8 - მილან ოლუიჩი (დინამო)

26.10.12 ბათუმი-დინამო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა