კალიფორნიის ქალაქ ინდიან უელსში დაიწყო სუპერტურნირი, რომლის საერთო საპრიზო ფონდია 9.5 მილიონი დოლარი
კალიფორნიის ქალაქ ინდიან უელსში დაიწყო გაერთიანებული სუპერტურნირი, რომლის საერთო საპრიზო ფონდია 9.5 მილიონი დოლარი. სწორედ ინდიან უელსში იხსნება "მასტერსი 1000"-ის სერია მამაკაცებს შორის და Premier Mandatory-ის სერია ქალებში. ამ ტურნირს, ისევე როგორც მის შემდეგ გასამართ მაიამის ჩემპიონატს ორი კვირა უკავია ATP-სა და WTA-ის კალენდარში. აქ, "დიდი სლემის" ჩემპიონატების მსგავსად, ტიტულამდე შვიდი რაუნდია გასავლელი, თუმცა ინდიან უელსში და მაიამიში სატურნირო ბადეში მონაწილეთა რიცხვია 96 და არა 128, რადგან 32 განთესილი ბრძოლას მეორე წრიდან დაიწყებს.

პირველები ბრძოლაში ქალები ჩაებმებიან. Premier Mandatory-ის ხმამაღალი სტატუსი ნებიმიერ ტოპ-მოთამაშეს ავალდებულებს ამ ტურნირზე გამოსვლას, მაგრამ კალიფორნიაში არ დაირღვა მრავალწლიანი უსიამოვნო ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ინდიან უელსში ვერ ვხედავთ XXI საუკუნის ორი უძლიერეს ამერიკელ ჩოგბურთელს - ვენუს და სერენა უილიამსს. უმცროსმა სერენამ, რომელიც ამჟამად მსოფლიოს პირველი ჩოგანია, ინდიან უელსში ორჯერ გაიმარჯვა - 1999 და 2001 წლებში. 12 წლის წინ, მისმა მეორე ტრიუმფმა სერიოზული კონფლიქტი წარმოშვა, რომელიც დღემდე არ მოგვარებულა. მაშინ დებ უილიამსებს ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ უნდა ეთამაშათ, მაგრამ ვენუსმა ტრავმა მოიმიზეზა და კორტზე არ გავიდა. მეორე ნახევარფინალში კიმ კლაისტერმა და მარტინა ჰინგისმა დიდი ბრძოლა გამართეს. ფინალში სერენა უილიამსი დაღლილი ბელგიელის ფონზე მხნედ გამოიყურებოდა და გაიმარჯვა. თანამემამულის ტრიუმფის მიუხედავად, ამერიკელმა გულშემატკივრებმა ობსტრუქცია მოუწყვეს დებ უილიამსებსა და მათ მამას რიჩარდს, რადგან ამ სამეულის მოქმედება არასპორტულად მიიჩნიეს. საპასუხოდ, უილიამსების ოჯახი დღემდე ბოიკოტს უცხადებს ტურნირს, რეიტინგში ქულებისა და საპრიზო თანხების დაკარგვის მიუხედავად.

დები უილიამსებით არ ამოიწურება იმ ჩოგბურთელების სია, რომლებიც ინდიან უელსში არ ითამაშებენ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო კალიფორნიაში არ ჩავიდნენ ჩინელი ნა ლი (მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი), ესტონელი კაია კანეპი (34), გერმანელი საბინ ლისიცკი (36), კანადელი ალექსანდრა ვოზნიაკი (42), ქართველი ანა ტატიშვილი (54), ჩეხი პეტრა ჩეტკოვსკა (57). კვალიფიკაციის გავლის შემდეგ გამოიტანა განაცხადი ტურნირიდან იტალიელმა კამილა ჯორჯიმ (74) და მის ნაცვლად ძირითად ბადეში მოხვდა ე. წ. "ლაკი ლუზერი", შვეიცარიელი სტეფანი ფოგელი.

სერენა უილიამსის არყოფნაში, ტურნირზე პირველ ორ ნომრად არიან განთესილები ბელარუსი ვიქტორია აზარენკა და რუსი მარია შარაპოვა. წილისყრამ ნაკლებად გაუმართლა რუს ჩოგბურთელს, რადგან სატურნირო ბადეში მის მხარეს მოხვდნენ ჩოგბურთელები, რომლებსაც კარგი ტემპი აქვთ აკრეფილი: ჩეხმა პეტრა კვიტოვამ (5) ცოტა ხნის წინ მოიგო დუბაის ტურნირი, იტალიელმა სარა ერანიმ (6) გასულ კვირას აკაპულკოში იმარჯვა, პოლონელ აგნიეშკა რადვანსკას (3) კი წელს უკვე ორი ტიტული აქვს მოპოვებული - ოკლენდსა და სიდნეიში. ვიქტორია აზარენკას მხარეს ელიტის მოთამაშეები არიან - დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი (8), გერმანელი ანჟელიკ კერბერი (4) და ავსტრალიალი სამანტა სტოსური (7). მათ წელს ჯერ არც ერთი ტიტული არ აქვთ მოპოვებული, თუმცა მათ გამოცდილებასა და ოსტატობაში ეჭვი არავის ეპარება.

თამაშები რვა კორტზე გაიმართება, დილის სესიის დაწყების დროა 11 საათი (სხვაობა თბილისთან 12 საათია). ტურნირმააიღო სტარტი, მაგრამ ტელეტრანსლიაციები პარასკევიდან დაიწყება. მრავალრიცხოვანი საყვედურების მიუხედავად, ორგანიზატორები ტრადიციას არ ღალატობენ და პირველი წრის მატჩების ხილვა მხოლოდ სტადიონზეა შესაძლებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ანა ტატიშვილი განახლებულ რეიტინგში ოთხი საფეხურით დაქვეითდა

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა