ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა გლაზგოს "სელტიკთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გლაზგოს "სელტიკთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ტურინელებმა შინ მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. შეგახსენებთ, პირველ მატჩში "ბებერმა ქალბატონმა" სტუმრად "სელტიკს" 3:0 სძლია.

"ჩემი გუნდი კვლავაც გამარჯვებებზეა დაგეშილი. შიმშილი აქამდე ვერ დავიკმაყოფილეთ, რადგან სუფრას ჯერ ახლა მივუჯექით.

გასულ სეზონში "სკუდეტო" კი მოვიგეთ, მაგრამ ვიმეორებ, ეს მხოლოდ ტრაპეზის დასაწყისი იყო.

ახლა კენჭისყრას დავუცდით, რათა გავიგოთ, ვის წინააღმდეგ მოგვიწევს ბრძოლა მომდევნო რაუნდში. იქამდე კი შიდა ჩემპიონატზე უნდა ვიზრუნოთ, რადგან სერია A-ში ბრძოლა გრძელდება", - აქვეყნებს კონტეს ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

"ჩვენს ადგილზე ყოფნას ნებისმიერი ინატრებდა, რადგან პირველივე მატჩის შემდეგ სამბურთიანი უპირატესობა გვქონდა.

სხვათა შორის, ბევრ ჩვენგანს ამ დონეზე გამოსვლის გამოცდილება არ ჰქონდა და ამის გამო, არც ისე იოლი იყო იმის გააზრება, თუ როგორ უნდა გვემოქმედა საპასუხო მატჩში", - თქვა კონტემ.

"ბებერი ქალბატონის" თავკაცი აღფრთოვანებული დარჩა შოტლანდიელი გულშემატკივრების საქციელით, რომლებიც ტურინში მთელი მატჩის განმავლობაში მხურვალედ ქომაგობდნენ "სელტიკს".

"ქედს ვიხრი "სელტიკის" გულშემატკივრების წინაშე, რომლებიც სიმღერითა და შეძახილებით თავიანთი გუნდის გამხნევებას მაშინაც კი არ წყვეტდნენ, როდესაც ანგარიში ჩვენ სასარგებლოდ 2:0 იყო.

ისინი სამაგალითონი არიან ყველასთვის", - აღნიშნა კონტემ.

ასევე იხილეთ:

იუვენტუსი-სელტიკი 2:0 - განწირული შოტლანდიელები [VIDEO]

ჯანლუიჯი ბუფონი: 1/4-ფინალში გასვლა მახარებს, მაგრამ "რეალის" მეშინია

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა