ბოლნისის "სიონის" მთავარი მწვრთნელი საქართველოს თასის მეოთხედფინალში მოულოდნელობას არ გამორიცხავს
ბოლნისის "სიონი" უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, მაგრამ ახალმა ხელმძღვანელობამ მიზნად ევროთასებზე მოხვედრა დაისახა.

რადგან გუნდი საუკეთესო ექვსეულს მიღმა დარჩა, ევროპაში გასასვლელი ერთადერთი გზა საქართველოს თასის მოპოვება ან მინიმუმ ფინალში მოხვედრაა.

ამ კუთხით ბოლნისელებს არ გაუმართლათ: 6 მარტს გამართულმა წილისყრამ "სიონს" მეოთხედფინალში ქუთაისის "ტორპედო" შეახვედრა.

პირველი მატჩი 13 მარტს ქუთაისში შედგება, განმეორებითი შეხვედრა კი 10 აპრილს ბოლნისში.

რა შანსები აქვს "სიონს"? ამ კითხვით გუნდის მთავარ მწვრთნელს არმაზ ჯელაძეს მივმართეთ.

"ფაქტია, რომ ჩვენ შეგვხვდა საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელსაც ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ავარჯიშებს.

მოკლედ, მძიმე მეტოქეა და ცხადია, რომ ჩვენს წყვილში ფავორიტი ქუთაისის "ტორპედოა", მაგრამ პროგნოზისგან თავს შევიკავებ, რადგან სათასო დაპირისპირებაში ხშირია სიურპრიზები და ჩვენც ამის იმედი გვაქვს.

მე ვნახე მერვედფინალში "ტორპედოს" შეხვედრა "გაგრასთან" და დასკვნებიც გამოვიტანე. თასის ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლა წარმოუდგენლად არ მიმაჩნია.

მთავარია, პირველი მატჩი მისაღები შედეგით დავასრულოთ. ასეთ შემთხვევაში, განმეორებით მატჩში გამორიცხული არაფერი იქნება. რაც მთავარია, "ზუგდიდთან" სათასო დაპირისპირება ოპტიმალური შემადგენლობის დადგენასა და გუნდის შეთამაშებაში დაგვეხმარა.

ქუთაისელებთან პირველ შეხვედრამდე ჩემპიონატის მატჩიც უნდა ჩავატაროთ და ესეც დაგვეხმარება პროგრესში.

იმედია, "ტორპედოს" ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ", - ამბობს ჯელაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს თასის წილისყრა: წყვილი ზეექვსეულიდან და გურია-დინამო

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა