ჟენევაში კომპანია McLaren Automotive-მა გამართა ახალი ჰიბრიდული სუპერქარის, McLaren P1-ის პრეზენტაცია
ჟენევაში კომპანია McLaren Automotive-მა გამართა ახალი ჰიბრიდული სუპერქარის, McLaren P1-ის პრეზენტაცია. მასში მონაწილეობა მიიღო ფორმულა 1-ში "მაკლარენის" მექსიკელმა პილოტმა სერხიო პერესმა.

ავტომობილი, რომელიც "მაკლარენის" ინჟინრების მიერ არის შექმნილი, თავისი ჩქაროსნული და დინამიკური შესაძლებლობებით მაქსიმალურად არის მიახლოებული ფორმულა 1-თან და განკუთვნილია იმათთვის, ვინც ნამდვილად აფასებს სიჩქარეს და თან სოლიდური ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია, რადგან მანქანის ღირებულებაა - 866 ათასი ფუნტი სტერილინგი.

"მაკლარენის" შეფის, რონ დენისის თქმით, მანქანა შეზღუდული ტირაჟით გამოვა - 375 ეგზემპლარი.

პრეზენტაციისას სერხიო პერესმა აღნიშნა, რომ უკვე იჯდა ახალი მანქანის საჭესთან და ტრასაზე მისი მოქმედება მართლაც მოგაგონებთ ფორმულა 1-ის მანქანას; რონ დენისი კი ირწმუნება, რომ P1 - ყველაზე სწრაფი საგზაო მანქანაა მსოფლიოში, რომელიც მომავალში სიჩქარის ყველა რეკორდს მოხსნის.

McLaren P1-ის ჰიბრიდული ძრავა 900 ცხენის ძალას ანვითარებს და მანქანა აღჭურვილია უნიკალური აქტიური აეროდინამიკური ელემენტებით.

გარკვეულ სიჩქარეზე P1-ის კორპუსიდან ამოდის უკანა ფრთა, წინა საბურავების წინ კი ჩნდება ორი დეფლექტორი: ეს ელემენტები საგზაო სუპერქარს დაუჯერებელი დონის მოჭიდების ძალის მიღების საშუალებას აძლევს. გამოცხადებული მაქსიმალური სიჩქარეა - 349 კმ/სთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უფრთხილდით "მერსედესს"!

avtuko
ალბათ ფერარის ახალ მოდელს შეეძლება კონკურენციის გაწევა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა