კონტეს ფორმაციის "იუვენტუსისთვის" ფორმალური მატჩები არ არსებობს
"იუვენტუსი" მეოთხედფინალში რომ გავიდოდა, ეს გლაზგოში დაფიქსირებული 3:0-ის შემდეგაც ყველამ ვიცოდით. საინტერესო ის იყო, რა შემადგენლობით და როგორ ფეხბურთს ითამაშებდა ტურინული კლუბი უმოტივაციო საპასუხო შეხვედრაში.

საკმაოდ სახეცვლილი თერთმეტეულით "ბებერმა ქალბატონმა" ისევ გვასიამოვნა და ალესანდრო მატრისა და ფაბიო კვალიარელას გოლებით "სელტიკი" ტურინშიც დაამარცხა.

ამრიგად, 2006/07 წლების სეზონის შემდეგ "იუვე" პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. იტალიის ჩემპიონმა ამ სეზონში "ბარსელონას" დამამარცხებელ შოტლანდიურ გუნდს შანსი არ დაუტოვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შოტლანდიელებმა შეუტიეს, ტურინელებმა კი აქცენტი კონტრშეტევებზე გააკეთეს. შესაბამისად, ლოგიკურია ის, რომ "სელტიკმა" სხვადასხვა დროს ბურთის ფლობის 70-პროცენტიან მაჩვენებელს მიაღწია.

პირველი კარგი მომენტი გლაზგოელებს შეექმნათ: 22-ე წუთზე ჯო ლედლის დარტყმა ჯიჯი ბუფონის კარს მცირე მანძილით ასცდა. ზუსტად ორ წუთში "იუვემ" ანგარიში გახსნა: ფორსტერმა ფაბიო კვალიარელას დარტყმა კი მოიგერია, მაგრამ მატრის დარტყმულს ვეღარ გაუმკლავდა.

შოტლანდიელებს მალევე შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, როცა კრის კომონსის დარტყმის შემდეგ ჰუპერმა ბურთს ბუფონის მოძრაობის საწინააღმდეგო მხარეს შეუცვალა მიმართულება, მაგრამ ჯიჯიმ ამაზეც მოასწრო რეაქცია და ტურინელები გადაარჩინა.

ანტონიო კონტეს შეგირდები თავდაჯერებულები, მაგრამ საკმაოდ მოდუნებულები იყვნენ, რის გამოც გლაზგოელებს გატანა 35-ე წუთზეც შეეძლოთ, როცა სამარასის ჩაწოდებულს ჰუპერი ხეირიანად ვერ გამოეხმაურა.

მიუხედავად იმისა, რომ "სელტიკის" მეოთხედფინალში გასვლის არავის სჯეროდა, ტურინში ჩასული შოტლანდიელი ფანები თავიანთ გუნდს პირველიდან ბოლო წუთამდე მხურვალედ ქომაგობდნენ.

კვალიარელას გოლის შემდეგ, რომელმაც კონკრეტულად საპასუხო მატჩის ბედიც გადაწყვიტა, "იუვე" მხოლოდ მატჩის ჩამთავრებაზე ფიქრობდა.

"ვინც ფიქრობს, რომ იოლი მატჩი გვქონდა, ძალიან ცდება. გლაზგოელებმა თავიდან მედგრად შემოგვიტიეს და ანგარიში რომ გაეხსნათ, მართლა გაგვიჭირდებოდა. კარგია, რომ გადამწყვეტ მომენტებში ცივსისხლიანად ვიმოქმედეთ," - განაცხადა პირველი გოლის ავტორმა მატრიმ საფინალო სასტვენის შემდეგ.

"სელტიკსა" და "იუვენტუსს" შორის მთავარი განსხვავება თავდასხმაა. დღესაც ორივეს თანაბრად გვქონდა მომენტები - ტურინელებმა გამოიყენეს, ჩვენ - ვერა! ბუფონი უცხოპლანეტელია," - ეს შოტლანდიური გრანდის თავკაც ნეილ ლენონის სიტყვებია.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი

იუვენტუსი-სელტიკი 2:0 (3:0)

გოლები: 1:0 მატრი (24), 2:0 კვალიარელა (65)

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, მარონე, ბონუჩი - პადოინი, ვიდალი (67. ისლა), პირლო (69. ჯაკერინი), პოგბა, პელუზო (59. ასამოა) - კვალიარელა, მატრი.

სელტიკი (4-3-2-1): ფორსტერი - მეტიუსი (52. ფორესტი), ვილსონი, ვანიამა (46. ამბროუზი), ისაგირე - კაიალი, მალგრიუ, ლედლი - კომონსი (73. ნუიუი), სამარასი - ჰუპერი.

გაფრთხილება: პელუზო - ისაგირე

მაყურებელი: 39 011

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იუვენტუსი-სელტიკი 2:0 - განწირული შოტლანდიელები [VIDEO]

[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
"ვინისიუსი პროვოკატორია - ესაა დეგრადაციის დონე" - ყოფილი მსაჯი პრესტიანის დასჯის გამო აღშფოთებულია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა