საქართველოს ნაკრებმა 3,5:0,5-თ გაიმარჯვა და გუნდური 7 ქულით ჩინელებთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს
ანა ზატონსკიხი უკრაინელი დიდოსტატია, არაერთხელ წარმატებით დაუცავს თავისი ქვეყნის სპორტული ღირსება.

რამდენიმე წელიწადია, ამერიკაში გადასახლდა და ახლა ოკეანისგაღმელთა სახელით გამოდის შეჯიბრებებზე. ასტანაში, მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატში, აშშ-ის ნაკრების პირველ დაფაზე თამაშობს.

7 მარტს, მე-5 ტურში მას თეთრი ფიგურებით ბელა ხოტენაშვილი დაუპირისპირდა (მწვრთნელთა შტაბმა ჩვენი გუნდის ლიდერი ნანა ძაგნიძე დაასვენა).

ქართველმა დიდოსტატმა დებიუტშივე მიაღწია პოზიციურ უპირატესობას, რაც ენდშპილში მატერიალურში გადაიზარდა და 44-ე სვლაზე ხოტენაშვილმა თავის გუნდს ქულა მოუტანა.

ნინო ხურციძემ მე-40 სვლაზე გააჩერებინა საათი თათევ აბრაჰამიანს, სალომე მელიამ შავი ფიგურებით ვიქტორია ნის დასამარცხებლად 37 სვლა იკმარა.

ირინა კრუში და ლელა ჯავახიშვილი 47-ე სვლაზე დაზავდნენ.

ამდენად, გაიმარჯვა საქართველოს ნაკრებმა - 3,5:0,5 და გუნდური 7 ქულით ჩინელებთან მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.

აზიელებმა 7 მარტს უკრაინელებთან 1:3 წააგეს (ცზიუ ვენძიუნი - კატერინა ლაგნო 0,5:0,5, ანა უშენინა - ჰუან ძიანი 1:0, თან ჟონი - მარია მუზიჩუკი 0,5:0,5, ნატალია ჟუკოვა - გუო ძი 1:0).

საფრანგეთი - რუსეთი 0,5:3,5 (სოფი მილე - ვალენტინა გუნინა 0:1, ალექსანდრა კოსტენიუკი - ანდა შაფრანსკა 1:0, სილვია კოლასი - ნატალია პოგონინა 0,5:0,5, ოლგა გირია - ნატაშა ბენგმეშბახი 1:0), ყაზახეთი - ინდოეთი 1:3 (გულისკან ნახბაიევა - ეიშა კარავადე 0,5:0,5, რუთ რადმინი - დინარა სადუაკასოვა 1:0, მადინა დავლეტბაიაევა - მერი გომესი 0:1, სვამინათან სოუმია - ჟანსაია აბდუმალიკი 0,5:0,5). თურქეთი - რუმინეთი 2:2 (ბეთულ ილდიზი - ირინა ბულმაგა 1:0, ელენა კოსმა - კუბრა ოზთურქი 0:1, კარდელენ კემხანი - ალინა ლამი 0:1, კარმენ ვოიცუ-იაგოდინსკი - სელენ სოპი 1:0).

ხუთი ტურის შემდეგ: რუსეთი (16), უკრაინა (13) - 9-9, ჩინეთი (13), საქართველო (13) - 7-7, ინდოეთი (10,5) - 6, რუმინეთი (8,5), აშშ (7,5) - 4-4, ყაზახეთი (7,5) - 2, თურქეთი (6), საფრანგეთი (5) - 1-1 ქულა.

მოჭადრაკეები 8 მარტს დაისვენებენ. 9 მარტს საქართველოს ნაკრებს მეტად პრინციპული შეხვედრა ელის რუსეთის გუნდთან. ამ პაექრობის შედეგზე ბევრად არის დამოკიდებული ჩვენების ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი.

ამიტომ, არც გვეეჭვება, რომ დღეს საქართველოს დელეგაციას დასასვენებლად არ ეცლება - მწვრთნელებიცა და მოჭადრაკეებიც გამარჯვების გზების საძიებლად არაფერს დაიშურებენ. ჩვენს უმთავრეს მეტოქეებს - უკრაინელებსა და ჩინელებს იოლი გასეირნება ელით, რადგან აუტსაიდერებს - ფრანგებსა და რუმინელებს დაუპირისპირდებიან და მოგების შანსს ხელიდან არ გაუშვებენ.

ინდოელები ამერიკელებს, ყაზახები კი თურქებს გაუწევენ მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

saqartvelo
წარმატებას გისურვებთ შვილებო!
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა