წინასწარი შეთანხმებით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მცველი ერთ წელს რიგის "სკონტოში" დაჰყოფს, შემდეგ კი ინგლისში გაემგზავრება
ლაშა დვალმა რიგის "სკონტოში" პირველი გოლი გაიტანა. ეს თურქულ შეკრებაზე მოხდა - ლატვიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი საკონტროლო შეხვედრაში ყაზახურ "ასტანას" დაუპირისპირდა.

თავიდან ლატვიელები დაწინაურდნენ, მაგრამ ყაზახებმა ანგარიში გაათანაბრეს. დვალმა სწორედ ამ დროს გაიტანა, "სკონტომ" ანგარიში წაიყვანა (2:1) და მერე ლატვიელებმა სულ გაილაღეს - 4:1.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მცველმა, რომელიც ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანია, შეუცვლელად ითამაშა. მოედანზე შეცვლაზე გამოჩნდა ლადო დათუნაშვილიც.

დვალი "რედინგის" ინტერესის სფეროშია, მაგრამ ინგლისური კლუბი კონტრაქტს ვერ უფორმებდა და ამიტომ ლატვიურ კლუბში გაუშვა.

თუმცა 18 წლის ქართველის განაცხადში შეყვანას ჯერ რიგელებიც ვერ ახერხებენ, რაზეც "ლელო" უკვე წერდა - ფინანსური პრობლემების გამო "სკონტო" ლატვიის ფედერაციისგან ლიცენზირების სერტიფიკატს ვერ იღებს და გამომდინარე აქედან, ვერც ტრანსფერებს არეგისტრირებს.

დვალი ამბობს, რომ ამ პრობლემას მალე მოევლება:

"გუნდის ხელმძღვანელობა ფინანსურ პრობლემებს აგვარებს. ამის შემდეგ გამიკეთებენ საცხოვრებელ და სამუშაო პასპორტს, კონტრაქტის გაფორმების უფლებას მივიღებ და ჩემპიონატის დაწყებამდე ოფიციალურად დამარეგისტრირებენ.

უკვე ერთი თვეა, რაც გუნდთან ერთად ვემზადები - ჯერ რიგაში, ახლა თურქეთში და ვარჯიშებით ძალიან კმაყოფილი ვარ. სერიოზული დატვირთვებია, ძალიან ბევრს გვარბენინებენ - მოსამზადებელ ეტაპზე ეს ბუნებრივიც არის.

მეორე მომენტია - აქამდე ასაკობრივ გუნდებში ვთამაშობდი და დიდებთან პირველად ვემზადები. დიდებში გადასვლა თავიდან ძნელი იყო, მაგრამ ყველაფერს შევეჩვიე.

გამიმართლა, რომ თამაზ პერტიასთან მოვხვდი. მოედანზე მკაცრი მწვრთნელია, მოედნის გარეთ - მეგობრული პიროვნებაა, ფეხბურთელთან მიდგომა არ ეშლება.

მიხარია, რომ "ასტანას" გავუტანე. თამაზ პერტია ძირითად შემადგენლობაში მათამაშებს და ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც მწვრთნელს იმედს უმართლებ".

და ყველაზე საინტერესო სიახლე: დვალი დააიმედეს, რომ "სკონტოში" ჩარიცხვის შემდეგ ხელშეკრულებას ინგლისური პრემიერლიგის "რედინგთან" გააფორმებს:

"ინგლისელები ელიან, როდის მიიღებს "სკონტო" ლიცენზიას, მე კი ევროკავშირის ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას და ამის შემდეგ კონტრაქტს გამიფორმებენ.

წინასწარი შეთანხმებით, 4-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება, საიდანაც ერთი წელი რიგაში ვიქნები, დანარჩენი სამი წელი კი - "რედინგში".

ყოველ შემთხვევაში, იმას გეუბნებით, რაც მითხრეს".

შეგახსენებთ, რომ "სკონტოში" კიდევ 2 ქართველია: 19 წლის ლევან ჭაჭიაშვილი და 26 წლის მარჯვენა მცველი ლადო დათუნაშვილი.

დვალის თქმით, ეს უკანასკნელიც კონტრაქტს იმავე პრობლემის გამო ვერ აწერს ხელს, თუმცა მისი საკითხიც გადაწყვეტილია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლაშა დვალი და რიგის "სკონტო": ლიცენზირების მოლოდინი

"სკონტოში" თამაზ პერტიას დანიშვნამ გამახარა - ლაშა დვალი ლატვიის ვიზას ელის

ლაშა დვალი: რიგის "სკონტოში" "რედინგის" რჩევით წავედი

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა