"მანჩესტერმა" შესაძლოა, თავისი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი გაყიდოს
"რეალთან" შეხვედრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბანაკში ძალიან ბევრი რამ შეცვალა. სასტარტო შემადგენლობების გამოცხადებისთანავე ფეხბურთის გულშემატკივარს გაუკვირდებოდა, რომ მასში უეინ რუნის სახელი და გვარი ვერ ამოიკითხა.

"ტელეგრაფის" ცნობით, ალექს ფერგიუსონი უკმაყოფილოა 27 წლის ვარსკვლავის საქმისადმი დამოკიდებულებით და მზადაა, ზაფხულზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი 20 მილიონ ფუნტად გაყიდოს. მით უფრო, რომ "პარი სენ-ჟერმენის" ინტერესის შესახებ დიდი ხანია, ცნობილია. "გარდიანი" ასახელებს მეორე მოტივსაც: "ეშმაკებს" სახელფასო ფონდის შეკვეცა სურთ, რუნი კი გუნდში ყველაზე დიდ ანაზღაურებას იღებს. ბონუსების ჩათვლით, "იუნაიტედი" რუნის კვირაში 260 ათას ფუნტს (300 ათას ევრო) უხდის.

"ოლდ ტრეფორდიდან" მეგობრის შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდა "იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი მაიკლ ოუენიც. აი, რა თქვა 33 წლის ვეტერანმა skysports-თან ინტერვიუში: "რუნის კალიბრის ფეხბურთელისთვის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში ტაქტიკური მოსაზრებების გამო სათადარიგოთა სკამზე ჯდომა კბილებში დარტყმას ჰგავს. უეინს ორი გზა აქვს: ყურადღება არ მიაქციოს იმას, რაც მოხდა ან უთხრას მენეჯერს, რომ მის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება.

თუკი საშუალო გაქანების თავდამსხმელი ხართ, შესაძლოა, თქვენი არჩევანი პრემიერლიგისა და ორიოდე ევროპული კლუბით შემოიფარგლოს, მაგრამ როცა ლაპარაკია რუნიზე, ვინ შეიძლება მისით დაინტერესდეს? "რეალი", "ბარსელონა", "ბაიერნი", "მანჩესტერ სიტი", პსჟ - ეს კი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია".

იუნაიტედს მოგება დაუთვალეს

ბრიტანული "დეილი პოსტის" დათვლით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ უეფასგან 39 მლნ ევროს მიიღებს. შარშან, ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენის შემდეგ, მათმა შემოსავალმა 30,4 მილიონი შეადგინა. არადა, "ეშმაკებს" ფინალში გასვლის შემთხვევაში მარტო უეფასგან 56 მილიონის მიღება შეეძლოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინგლისური პრესა: უეინ რუნიმ შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს

კსტატი
ზუსტად 1 საათის წინ თქვა ფერგიუსონმა, სიტვას გაძლევთ რუნი შემდეგ სეზინიც მანჩესტერში დარჩებაო
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა