დაღონებული ხუან რომან რიკელმე და კარლოს ბიანკი
"ბოკა ხუნიორსმა" შინ ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო, ამჯერად ლიბერტადორესის თასზე. კარლოს ბიანკის მოსვლის შემდეგ, "ბოკამ" ყველა ტურნირზე 7 მატჩი ჩაატარა, აქედან მხოლოდ ორი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ოთხი წააგო.

არგენტინის ჩემპიონატში "უნიონთან" სენსაციური წაგების შემდეგ ("უნიონმა" 26-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა), ლიბერტადორესის თასის 6-გზის გამარჯვებულმა "ნასიონალს" უმასპინძლა და მოედანი კვლავ დამარცხებულმა დატოვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 37 წლის ანდრე სკოტიმ გაიტანა, რომელსაც საგოლე პასი ხუან ალბინმა მიაწოდა.

მეორე ტაიმში სტუმრებს კიდევ ერთი გამოცდილი წევრი, ალეხანდრო ლემბო გაუძევეს, მაგრამ რიკელმემ და კომპანიამ ვერც მეტოქის კაცნაკლულობით ისარგებლეს. საბოლოოდ, 0:1 და "ბოკას" მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა – ბიანკის გუნდი მესამე ადგილზეა და დარჩენილი სამი მატჩიდან ორი სტუმრად უწევს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "ბოკამ" ლიბერტადორესის თასზე ორივე საშინაო მატჩი წააგო (I ტურში "ტოლუკასთან"), ეს ფაქტი შესაძლოა კარგიც იყოს.

მოულოდნელად ვერ მოიგო "სან პაულომ". ნეი ფრანკოს შეგირდები სარანდის "არსენალთან" დიდ უპირატესობას ფლობდნენ და 45-ე წუთზე ჟადსონის მიერ გატანილი გოლის წყალობით დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა არგენტინელებმა მეორე ტაიმში მოუმატეს – 49-ე წუთზე დარიო ბენედეტომ პენალტი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ, ბურთს ძირითადად მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ "არსენალი" საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებდა. მოგება ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ მატჩი ფრედ დასრულდა.

ამავე ჯგუფში მესამე მატჩი მოიგო "ატლეტიკო მინეირომ". ბოლივიური "სტრონგესტის" წინააღმდეგ გოლები ჟომ და რონალდინიომ გაიტანეს. სხვათა შორის, ჟო და ბერნარდი ბომბარდირთა დავის ლიდერებში არიან, რონალდინიო კი სამი საგოლე პასით, ასისტენტებში ერთპიროვნულად ლიდერობს.

"სტრონგესტი" საკმაოდ კარგი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს და პროგნოზების მიუხედავად, ამ ჯგუფის აუტსაიდერი სულაც არ არის. ბოლივიელებს შინ ზედიზედ ორი მატჩი ელით ("სან პაულოსთან" და "ატლეტიკო მინეიროსთან"). ლა პასის ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, "სტრონგესტს" ორივე მატჩი მოგების საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

სათამაშო დღის ყველაზე უინტერესო მატჩი კი ასუნსიონში გაიმართა. პარაგვაის ერთ-ერთმა გრანდმა "სერო პორტენიომ" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. მასპინძლები არგენტინული წარმოშობის პარაგვალის, ხუან ფაბროს გოლით იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში, კოლუმბიელთა ერთადერთმა ლეგიონერმა, ასევე არგენტინელმა ომარ პერესმა ორი პენალტი გამოიყენა და "სანტა ფეს" პირველი გამარჯვება მოაპოვებინა.

ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი

I ჯგუფი. III ტური.

ბოკა-ნასიონალი 0:1

გოლი: 0:1 სკოტი (20).

გაძევება: ლემბო (74).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ნასიონალი 3 2 1 0 6-4 7

2. ტოლუკა 3 1 1 1 5-5 4

3. ბოკა 3 1 0 2 3-4 3

4. ბარსელონა 3 0 2 1 4-5 2

III ჯგუფი. III ტური

სან პაულო-არსენალი 1:1

გოლები: 1:0 ჟადსონი (45), 1:1 ბენედეტო (49-პენ).

ატლ. მინეირო-სტრონგესტი 2:1

გოლები: 1:0 ჟო (57), 2:0 რონალდინიო (73-პენ), 2:1 მელგარი (90).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ატლ. მინეირო 3 3 0 0 9-4 9

2. სან პაულო 3 1 1 1 4-4 4

3. სტრონგესტი 3 1 0 2 4-5 3

4. არსენალი 3 0 1 2 4-8 1

VI ჯგუფი. III ტური

სერო პორტენიო-სანტე ფე 1:2

გოლები: 1:0 ფაბრო (45), 1:1 ო. პერესი (59-პენ), 1:2 ო. პერესი (77-პენ).

გაძევება: ვ. მარტინესი (76. სერო პორტენიო).

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალ გარს. 3 2 1 0 3-1 7

2. სანტა ფე 3 1 2 0 4-3 5

3. დეპ. ტოლიმა 3 1 1 1 3-3 4

4. სერო პორტენიო 3 0 0 3 2-5 0

ბომბარდირები: 3 – ბარეირო (ოლიმპია), ბერნარდი (ატლეტიკო მინეირო), ვილიალობოსი (დეპორტეს იკიკე), ჟო (ატლეტიკო მინეირო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

/ლიბერტადორესის თასი: ბრაზილიელთა უიღბლო დღე

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა