"გალათასარაის" ქართველმა უკანახაზელმა 32,32 წუთში 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 11 ქულა შეადგინა
საქართველოს ნაკრებისა და სტამბოლის "გალათასარაის" უკანახაზელი მანუჩარ მარკოიშვილი მოედანს დაუბრუნდა.

ქართველ უკანახაზელს ცხვირი ჰქონდა გატეხილი და წინა მატჩში, ევრთასზე, არ უთამაშია.

9 მარტს კი მანუჩარი მოედანზე გამოჩნდა და თავისი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

"გალათასარაიმ" თურქეთის ჩემპიონატის მორიგი მატჩი ანკარაში, "თედ კოლეჯთან" გამართა და 94:86 გაიმარჯვა.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32,32 წუთი გაატარა. მანუჩარმა 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 11 ქულა შეადგინა.

მარკოიშვილმა თავის გუნდში უმეტესი - 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მას ასევე 1 ჩაჭრა ჰქონდა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

სტამბოლელთა შორის 25 ქულით ბომბარდირი ენდერ არსლანი გახდა, ხოლო იამონტ გორდონმა 17 მიითვალა.

"გალათასარაის" 18 მოგების წილ 3 მარცხი აქვს და თურქეთის ჩემპიონატს ლიდერობს. მომდევნო მატჩს მარკოიშვილის გუნდი 16 მარტს, სტუმრად, "მერსინთან" გამართავს.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა