ტურის ცენტრალურ მატჩში ბოლო დროის ერთმანეთისთვის ყველაზე პრინციპული მეტოქეები - შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროთა გუნდები შეხვდნენ
ტურის ცენტრალურ მატჩში ბოლო დროის ერთმანეთისთვის ყველაზე პრინციპული მეტოქეები - შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროთა გუნდები შეხვდნენ.

"შსს-აკადემიისა" და "არმიას" დაპირისპირება საინტერესოდ დაიწყო, მაგრამ მეორე ნახევარში გიორგოს კეცელიდისის გუნდმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.

ამ გუნდების წინა დაპირისპირება იანვარში, თასის გათამაშებაზე შედგა, რომელშიც აკადემიელებმა იოლად იმარჯვეს.

ამჯერად არმიელებმა მეტი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს, მაგრამ წარმატების მისაღწევად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი თავდაპირველად დაწინაურდა, მაგრამ "შსს-აკადემია" გუნდურად ათამაშდა და პირველი მეოთხედის ბოლოს წინ გავიდა - 15:14.

მეორე პერიოდმა თანაბრად ჩაიარა. წინ გაჭრილ შსს-ელებს არმიელებმა სწრაფი გარღვევები დაუპირისპირეს. ძირითადად ლაშა გამყრელიძე აქტიურობდა, რომელსაც პირველი ტაიმის შემდეგ 15 ქულა ჰქონდა. სწორედ მისი შედეგიანობის წყალობით "არმიამ" დიდი შესვენებისთვის ანგარიში გაათანაბრა - 33:33.

მესამე პერიოდიდან "შსს-აკადემიამ" უპირატესობა საბოლოოდ მოიპოვა. კირკ არჩიბეკს და დეონტა ვონს ფეხი მერაბ ბოქოლიშვილმა და ბენჯამინ რეიმონდმაც აუწყვეს.

შედეგად აკადემიელებმა მესამე პერიოდი 7 ქულით მოიგეს, ხოლო მეოთხე ათწუთეულში კეცელიდისის გუნდის უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია. თამაში ისე ჩამთავრდა, რომ "არმიას" წარმატების შანსი არ მისცემია.

"შსს-აკადემიაში" საუკეთესო შედეგი კირკ არჩიბეკმა დააფიქსირა - 21 ქულა და 16 მოხსნა. 20 ქულა მიითვალა დეონტა ვონმა, ხოლო მერაბ ბოქოლიშვილმა და ბენჯამინ რეიმონდმა შეხვედრა 11-11 ქულით დაასრულეს.

არმიელთაგან 18 ქულა და 7 პასი ჰქონდა გამყრელიძეს, ზვიად ბაბიაშვილმა 12 ქულა მოაგროვა, ხოლო ლაშა ფარღალავამ - 10.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

გეორგის კესელიდისი (შსს აკადემია): "ძალიან გახარებული ვარ ამ გამარჯვებით. ჩემთვის გამორჩეულად სასიამოვნოა არმიის წინააღდმეგ თამაში, რადგან ეს გუნდი ნამდვილ კალათბურთს თამაშობს და კიდევ უფრო მიხარია, როცა ამ თამაშში ვიმარჯვებ.

არმიას ძალიან კარგი მწვრთნელი და მოთამაშეები ჰყავს და მათ დიდ პატივს ვცემ. დღეს გიორგი გამყრელიძის გაჩერება ვერ მოვახერხეთ და ამან პრობლემები შეგვიქმნა. პირველ ნახევარში ბევრი საჯარიმო ვერ გამოვიყენეთ, თუმცა მეორე ტაიმში გამოვასწორეთ".

კოტე ტუღუში (არმია): "პირველ რიგში, მივულოცავ მეტოქეს ასეთ სერიოზულ თამაშში გამარჯვებას, დღევანდელი მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მადლობა გეორგოს კესელიდისს ამ სიტყვებითვის.შსს აკადემია ძალიან ძლიერი გუნდია,ყველაზე დალაგებულ კალათბურთს თამაშობს.

ვფიქრობ, მთავარი ფავორიტია და სწორედ მათი დამარცხება მოგვიწევს, თუ ჩემპიონობა გვინდა. დღეს ბევრი ვიშრომეთ, თუმცა შსს-ს ვერ მოვერიეთ. შეტევაში უფრო მეტი შეცდომა დავუშვით, ვიდრე დაცვაში. ამაზე მუშაობა მოგვიწევს".

ილია ლონდარიძე (შსს აკადემია): "ძალიან დიდი მადლობა არმიას დაძაბული და საინტერესო თამაშისთვის. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ".

ლაშა გამყრელიძე (არმია): "მივულოცავ მოწინააღმდეგეს. ვეთანხმები მწვრთნელს, რომ შსს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.

ყველაფერი გავაკეთეთ, ბოლომდე დავიხარჯეთ, თუმცა მესამე პერიოდიდან ძალიან ცუდად წაგვივიდა თავდასხმაში თამაში, დაცვაშიც შეცდომები დავუშვით და აკადემიის უპირატესობა ვეღარ შევამცირეთ".

შსს აკადემია - არმია 77:62

superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა