ინდიან უელსში ძალას იკრებს სეზონში პირველი მასტერსი; აგრეთვე, ქალებს შორის უმაღლესი კატეგორიის ტურნირი
ინდიან უელსში ძალას იკრებს სეზონში პირველი მასტერსი; აგრეთვე, ქალებს შორის უმაღლესი კატეგორიის ტურნირი.

ქალებმა უკვე დაასრულეს მეორე წრე. სწორედ ამ რაუნდიდან ჩაებნენ ბრძოლაში განთესილი ჩოგბურთელები, მათ შორის, მოქმედი ჩემპიონი, ბელორუსი ვიქტორია აზარენკა. მას პირველი მეტოქე სერიოზული ჰყავდა - სლოვაკი დანიელა ჰანტუხოვა, რომელსაც ბელორუსთან ურთიერთშეხვედრებში 2:1 მიჰყავდა ანგარიში.

ვიქტორიას არადამაჯერებელი სტარტი გამოუვიდა. დანიელა ძალიან აქტიურად თამაშობდა, აზარენკა კი ბევრ შეცდომას უშვებდა და 1:4 ჩამორჩა. თუმცა ბელორუსმა თანდათან გამოასწორა სიტუაცია და ინიციატივა მოიპოვა. ანგარიშის გასათანაბრებლად მას რამდენიმე თანაბარი გეიმის მოგება მოუწია; თან მეტოქე ეხმარებოდა გადამწყვეტ მომენტებში ორმაგი შეცდომებით. საბოლოოდ, აზარენკამ ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და სეტში გამარჯვება გამოსტაცა მეტოქეს - 6:4.

მეორე პარტია გაცილებით იოლად წარიმართა მსოფლიოს მეორე ნომრისთვის. ჰანტუხოვამ მხოლოდ სასტარტო გეიმის აღება მოახერხა, რის შემდეგაც ზედიზედ ექვსი გეიმი დათმო. საერთო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ პირველ სეტში 1:4-დან მოყოლებული, აზარენკამ 12 მომდევნო გეიმიდან 11 აიღო. მესამე წრეში აზარენკა შეხვდება კირსტენ ფლიპკენსს, რომელმაც რუმინელი მონიკა ნიკულესკუს შეჩერება შეძლო. ამ უკანასკნელმა სულ ახლახან აიღო ტიტული ბრაზილიის ფლორიანაპოლისში.

ჯერჯერობით ქალების ტურნირი სერიოზული სენსაციების გარეშე მიმდინარეობს. მეორე წრის შემდეგ სატურნირო ბადეს გამოეთიშა ცხრა განთესილი ჩოგბურთელი, ოღონდ მათ შორის რეალური ფავორიტი არ ყოფილა: ავსტრიელი ტამირა პაჩეკი (23), რუსები ანასტასია პავლიუჩენკოვა (26) და ეკატერინა მაკაროვა (17), ყაზახი იაროსლავა შვედოვა (31), ამერიკელები ვარვარა ლეპჩენკო (22) და სლოან სტივენსი (15), ტაივანელი სუ-ვეი ჰსიე (20), ჩეხი ლუსი საფაროვა (16) და სერბი ელენა იანკოვიჩი (18).

II წრე

მარია კირილენკო (რუს, 13)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 4:6, 6:4, 6:1; სორანა კირსტეა (რუმ, 27)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ) 4:6, 6:3, 6:1; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 5)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 6:4, 3:6, 6:3; სარა ერანი (იტა, 6)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ) 6:2, 3:6, 6:3; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 12)-სიმონა ჰალეპი (რუმ) 7:5, 7:6(3); მელორი ბურდეტი (აშშ)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია, 23) 7:6, 6:1; მარიონ ბარტოლი (საფ, 9)-შანელ სხეპერსი (ს. აფრ) 6:3, 6:3; კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 25)-სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპ) 6:1, 6:1; იოჰანა ლარსონი (შვედ)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 26) 7:5, 6:1; კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 19)-შაარ პეერი (ისრ) 6:7(2), 6:2, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-მარია სანჩესი (აშშ) 6:2, 6:1; ლესია ცურენკო (უკრ)-იაროსლავა შვედოვა (ყაზ, 31) 6:1, 3:6, 6:1; ლარა არუაბარენა-ვესინო (ესპ)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ, 22) 6:1, 6:4; მარია შარაპოვა (რუს, 2)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა) 6:2, 6:1; რობერტა ვინჩი (იტა, 14)-ქსენია პერვაკი (ყაზ) 6:3, 6:4; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 18) 0:6, 6:2, 7:5; ნადია პეტროვა (რუს, 10)-სტეფან ფოგელი (შვეიც) 6:2, 6:3; კირსტენ ფლიპკენსი (ბელ, 28)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 4:6, 6:4, 6:3; მონა ბარტელი (გერ, 24)-კიკი ბერტენსი (ჰოლ) 6:1, 6:4; ურსულა რადვანსკა (პოლ)-სლოან სტივენსი (აშშ, 15) 6:3, 6:4; იანინა ვიკმაიერი (ბელ, 30)-მირიანა ლუჩიჩი (ხორ) 3:6, 6:3, 6:2; ანა ივანოვიჩი (სერ, 11)-ტეილორ თაუნსენდი (აშშ) 6:1, 6:2; გარბინ მუგურუსა ბლანო (ესპ)-ეკატერინა მაკაროვა (რუს, 17) 6:3, 1:6, 6:4; სამანტა სტოსური (ავსტრა, 7)-მედისონ კისი (აშშ) 6:3, 6:4; იულია გორგესი (გერ, 21)-სოფია არვიდსონი (შვედ) 6:3, 6:3; ანჟელიკ კერბერი (გერ, 4)-ირინა-კამელია ბეგუ (რუმ) 6:3, 6:2; ჯეიმი ჰემპტონი (აშშ)-სუ-ვეი ჰსიე (ტაივ, 20) 6:3, 6:3; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 8)-ალიზ კორნე (საფ) 6:4, 3:6, 6:3; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 6:4, 6:1; მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 16) 6:2, 4:6, 6:2; ელენა ვესნინა (რუს, 29)-კიმიკო დატე (იაპ) 3:6, 7:5, 6:1; შუაი პენგი (ჩინ, 32)-ალექსანდრა დულგერუ (რუმ) 6:0, 4:6, 6:3.

ბარტოლიმ ნოვოტნა აირჩია

28 წლის ფრანგი ჩოგბურთელი მარიონ ბარტოლი უახლოეს პერიოდში დაიწყებს თანამშრომლობას ახალ მწვრთნელთან. ეს გახლავთ ლეგენდარული ჩეხი იანა ნოვოტნა. ბარტოლიმ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სურს ისეთ სპეციალისტთან მუშაობა, რომელიც თავად იყო ტოპ-ჩოგბურთელი.

იანა ნოვოტნამ პროფესიულ ტურში 24 ტურნირი მოიგო ერთეულთა თანრიგში, მათ შორის, 1998 წლის უიმბლდონი. წყვილთა თანრიგში იანას მოგებული აქვს "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირი და მსოფლიოს პირველი ჩოგანიც იყო.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ბარტოლიმ გამოაცხადა, რომ წყვეტს თანამშრომლობას თავის მამასთან - ვალტერ ბარტოლისთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინდიან უელსი: ელიტა სრული შემადგენლობით

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა