საქართველოს ნაკრების მეკარე შესაძლოა მალე ისევ "კრასნოდარის" შემადგენლობაში ვიხილოთ
"ზესტაფონთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ გორის "დილას" მთავარ მწვრთნელს ვალდას ივანაუსკასს ჰკითხეს, გავრცელდა ხმები, შესაძლოა, "დილაში" ნუკრი რევიშვილი ჩამოვიდესო.

"რევიშვილის ჩამოსვლაზე ინფორმაცია არ მაქვს და ვერაფერს გეტყვით", - ასეთი იყო გორელთა დამრიგებლის პასუხი.

თუმცა გერმანული ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტი" ყველა ტრანსფერს დროულად აღრიცხავს.

შაბათს კი ვებგვერდზე ნუკრი რევიშვილის საკლუბო გრაფაში გორის "დილა" ჩაიწერა, ამ კლუბის ჯამური ფასი კი 7,075 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

რუსეთის პრემიერლიგის "კრასნოდარის" მეკარის (რომლის მიახლოებითი სატრანსფერო ღირებულებაც 800 ათასი ევროა) დროებით საქართველოს ჩემპიონატში თამაში უდავოდ სენსაციური ამბავი იქნებოდა, გუნდისთვის კი - დიდი პლუსი.

თუმცა "დილაში" ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა გვითხრა, რომ გორელთა ინტერესის მიუხედავად, "კრასნოდარი" ქართველს არ უშვებს: რუსებს ერთ-ერთი მეკარე დაუშავდათ, გუნდის მთავარ მწვრთნელს სლავოლიუბ მუსლინს ქართველი მეკარე სჭირდება და შესაძლოა, რევიშვილი მალე ისევ "კრასნოდარის" შემადგენლობაში ვიხილოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნუკრი რევიშვილი: მეკარის უთამაშებლობა დაუშვებელია

ნუკრი რევიშვილი "კრასნოდარის" ძირითადი მეკარე აღარ იქნება

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა