2020 წელს ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ჭიდაობის შესაძლო ამოღებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ) საბოლოო გადაწყვეტილებას სექტემბრის სესიაზე მიიღებს
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, 2020 წელს ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ჭიდაობის შესაძლო ამოღებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ჟაკ როგისგან საპასუხო წერილი მიიღო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ოლიმპიური კომიტეტიდან (სეოკ) აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ) საბოლოო გადაწყვეტილებას სექტემბრის სესიაზე მიიღებს.

"დამატებითი ინფორმაციის სახით გვსურს მოგახსენოთ, რომ სოკ-ი რეგულარულად სწავლობს ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეტანილ სპორტის სახეობებს, რათა საჭირო დონეზე დავაბალანსოთ თამაშების მიმართ გამოვლენილი ინტერესი და აქტუალურობა.

იზოლირებულად არც ერთი სახეობა არ განიხილება.

სოკ-ის აღმასკომის წინაშე დადგა ამოცანა, რათა მრავალმხრივ ფაქტორებზე დაყრდნობით, რეკომენდაცია გაეწია სპორტის 25 წამყვანი სახეობისთვის. მაგალითად, მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის შემუშავება სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებს შორის; საბრძოლო და სხვა სახეობებს შორის და ზოგადად, ობიექტურ საზომებზე დამყარებულ სახეობებსა და მსაჯობაზე დაფუძნებულ სახეობებს შორის.

ეს არასოდეს ყოფილა ადვილი გადასაწყვეტი. 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში 25 წამყვანი სახეობის რეკომენდირებით, სოკ-ის აღმასკომის წევრებმა ერთობლივი მოსაზრება წარმოადგინეს, რომელიც სპორტის ცალკეულ სახეობებში მათი, როგორც სპორტსმენების, ადმინისტრატორებისა და ოლიმპიელების მიერ წლების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება.

მართალია, ჭიდაობას მთელი რიგი ძლიერი მხარეები გააჩნია, მაგრამ ისტორია მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ასევე უნდა ვაღიაროთ აუცილებელი ცვლილებების საჭიროებაც. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ აღმასკომის რეკომენდაცია არ წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილებას.

ჭიდაობა, სპორტის დანარჩენ შვიდ სახეობასთან ერთად, შეეცდება, დაიმკვიდროს ადგილი 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.

მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს მაისში სანკტ-პეტერბურგში, სოკ-ის აღმასკომის სხდომაზე დაგეგმილ პრეზენტაციას.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სრული შემადგენლობით მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, როდესაც მისი წევრები სექტემბერში სოკ-ის სესიაზე შეიკრიბებიან", - ნათქვამია ჟაკ როგის წერილში.

14 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იმედს გამოთქვამს, რომ ჭიდაობა, როგორც ტრადიციული, ანტიკური ოლიმპიური თამაშებიდან მოყოლებული ერთ-ერთი ძირითადი სპორტული შეჯიბრი, ოლიმპიური სახეობების რიგში დარჩება.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:

ქართველი მოჭიდავეები საერთო პროტესტს შეუერთდნენ

პროტესტი ბულგარულად: ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჭიდაობის ოლიმპიადიდან ამოღებისთვის ოლიმპიური ოქრო უკან დააბრუნა

საქართველო ზარალდება - 2020 წლის ოლიმპიადაზე ჭიდაობა, ალბათ, არ იქნება!

daviti
აბსოლიტური მარაზმი იყო რაც ბოლო წლებია ჭიდაობაში ხდებოდა მარტინესის გადამკიდე მაგრამ,ოლიმპიადა სპორტის ამ სახეობის ამოღებით რომ ბევრს დაკარგავს ეს ფაკტია.ჩემი ნება რომ,იყოს აი ფეხბურთს ამოვიღებდი იმ ფორმით როგორიც დღესაა,არ შეიძლება სპორტის ყველა სახეობაში ეს ტურნირი უმაღლესი კატეგორიის,უპირველესი იყოს და ფეხბურთში კი მას ფაკტიურად ახალგაზრდული ნაკრების სტატუსის ქონდეს,ამას ბევრად ჯობია კლასიკურის ნაცვლად მინი ფეხბურთით იყოს წარმოდგენილი.
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა