მამაკაცებმა მეორე წრეში დაასრულეს ურთიერთობის გარკვევა, ქალებმა კი სანახევროდ გაიარეს მესამე რაუნდი
ინდიან უელსის უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე მამაკაცებმა მეორე წრეში დაასრულეს ურთიერთობის გარკვევა, ქალებმა კი სანახევროდ გაიარეს მესამე რაუნდი.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა 19 მატჩამდე აიყვანა ამ სეზონში თავისი წაუგებელი სერია. იტალიელ ფაბიო ფონინსთან შეხვედრის დასაწყისი სწრაფ ფინალს მოასწავებდა - სერბმა პირველი 11 გეიმიდან ცხრა თავის სასარგებლოდ დაასრულა, მაგრამ შემდეგ უნებლიე შეცდომებს უმატა, რასაც მეორე სეტის წაგება მოჰყვა. ასე რომ, მატჩი, მოულოდნელად, მესამე სეტში გადავიდა, თუმცა იქ მსოფლიოს პირველი ნომერი გონს მოვიდა და ისევ დომინირებდა კორტზე. ნოვაკმა ორი უპასუხო ბრეიკით ლოგიკური შედეგი დააფიქსირა სეტშიც და მატჩშიც.

ვერც ენდი მარეი ჩაეტია ორ სეტში რუსი ევგენი დონსკოის წინააღმდეგ. შოტლანდიელმა პირველ პარტიაში ვერაფრით იპოვა თავისი თამაში, მაგრამ საწყის სეტში ამ გაუგებრობის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ენდიმ ინიციატივა მოიპოვა და მომდევნო გეიმებში საკუთარი მოწოდება აღარ დაუთმია, თავად კი მეორე და მესამე სეტებში ორ-ორი ბრეიკი მიითვალა. ასე რომ, მარეიმ თავიდან აიცილა ინდიან უელსში ზედიზედ მესამედ საწყის რაუნდებში გამოვარდნა.

რთული მატჩები ჰქონდათ ფავორიტებს ქალებს შორის. ასე მაგალითად, აგნიეშკა რადვანსკას ორსაათნახევარი დასჭირდა სორანა კირსტეას დასამარცხებლად. პოლონელი პირველ სეტს 5:4-ს იგებდა და ორი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ პარტია ტაი-ბრეიკზე დათმო. ამის შემდეგ აგნიეშკამ დიდი ხნით მოიპოვა ინიციატივა და მომდევნო 15 გეიმიდან 11 თავის სასარგებლოდ დაასრულა, მაგრამ 1:5-ზე კირსტეამ გაბრძოლება გადაწყვიტა და მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, თუმცა რადვანსკამ მაინც მოახერხა რუმინელის წინსვლის შეჩერება.

მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწია ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს მარია შარაპოვას. ესპანელი კარლა სუარეს ნავარო ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა რუსს და მხოლოდ 5:5-ზე მოდუნდა. მეორე სეტში შარაპოვას ნაკლები გართულება ჰქონდა და ორი ბრეიკით იოლად დაამარცხა მეტოქე.

როგორც ჩანს, წარსულს ჩაბარდა პეტრა კვიტოვას პრობლემები. ჩეხმა ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო და მეოთხე წრეში გააღწია. კვიტოვას მეშვიდე მსხვერპლი აღმოჩნდა უკრაინელი ლესია ცურენკო. პირველი სეტი ცურენკომ უშანსოდ წააგო; სამაგიეროდ, მეორე პარტიაში ღირსეული ბრძოლა გაუმართა კვიტოვას.

უკრაინელი ბოლო მომენტამდე ინარჩუნებდა თანაფარდობას - ორი ბრეიკი გააკეთა და კვიტოვას ცხრა ბრეიკ-პოინტიდან რვა მოიგერია, მაგრამ უკრაინელმა თამაშის მესამე სეტში გადაყვანა ვერ შეძლო, რადგან პეტრამ უკეთესად ითამაშა ტაი-ბრეიკი.

კაცები

II წრე

მერდი ფიში (აშშ, 32)-ბობი რეინოლდსი (აშშ) 6:3, 3:6, 6:4; მარინკო მატოშევიჩი (ავსტრა)-ხუან მონაკო (არგ, 14) 7:5, 6:0; კარლოს ბერლოკი (არგ)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 22) 6-3, 6:7(5), 6:3; გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 31)-მეტიუ ებდენი (ავსტრა) 6:4, 6:4; იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ)-მარტინ კლიჟანი (სლოვენ, 26) 7:6(5), 7:6(5); ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 11)-დანიელ ხიმენო ტრავერო (ესპ) 7:5, 6:1; კეი ნიშიკორი (იაპ, 16)-ფილიპ პეტცშნერი (გერ) 6:3, 6:2; ტომი ჰაასი (გერ, 19)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 6:3, 7:6; ბიორნ ფაუ (გერ)-ჟერემი შარდი (საფ, 25) 6:2, 2:6, 6:4; სემ კუერი (აშშ, 23)-ივო კარლოვიჩი (ხორ) 6:3, 6:4; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 7)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს) 6:3, 6:4; მარინ ჩილიჩი (ხორ, 12)-ალბერტ რამოსი (ესპ) 7:6(7), 6:2; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 8)-ჯეიმს ბლეიკი (აშშ) 7:6(6), 6:4 ; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-ევგენი დონსკოი (რუს) 5:7, 6:2, 6:2; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ფაბიო ფონინი (იტა) 6:0, 5:7, 6:2.

ქალები

III წრე

მარია კირილენკო (რუს, 13)-მელორი ბურდეტი (აშშ) 6:3, 4:6, 6:2; ლარა არუაბარენა-ვესინო (ესპ)-რობერტა ვინჩი (იტა, 14) 2:6, 6:4, 6:4; მარიონ ბარტოლი (საფ, 9)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) 6:4, 6:3; სარა ერანი (იტა, 6)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:3, 6:1; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 5)-ლესია ცურენკო (უკრ) 6:2, 7:6(5); მარია შარაპოვა (რუს, 2)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 25) 7:5, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-სორანა კირსტეა (რუმ, 27) 6:7(3), 6:3, 6:4; კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 19)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 12) 6:4, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინდიან უელსი: ჩემპიონმა მოგებით დაიწყო

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო