კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ეტაპს მექსიკამ უმასპინძლა
კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ეტაპს მექსიკამ უმასპინძლა. იმის გამო, რომ ამ ეტაპში მონაწილეობას არ იღებდა მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი სებასტიან ლოები, პირველობისთვის ყველა დაძაბულ ბრძოლას წინასწარმეტყველებდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა.

სანამ ლოები თანდათან მიდის კლასიკური რალიდან, ამასობაში ამ სერიაში ახალი ლიდერი იბადება სებასტიან ოჟიეს სახით. ეს ახალგაზრდა ფრანგი ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა ასპარეზზე, როცა "სიტროენში" ლოების თანაგუნდელი იყო. მთელ რიგ ეტაპებზე ის დიდ წინააღმდეგობას უწევდა თავის თანამემამულეს და რომ არა "სიტროენში" გამოყენებული გუნდური ტაქტიკა, ვინ იცის, იქნებ ჩემპიონის ტიტულზეც განეცხადებინა პრეტენზია.

როცა "ფოლკსვაგენმა" რალიში დაბრუნების შესახებ გამოაცხადა, იქვე გახდა ცნობილი, რომ გერმანელთა გუნდის პირველი პილოტი ოჟიე იქნებოდა. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ კავშირმა გაამართლა. "ფოლკსვაგენმა" და ოჟიემ თავიანთი ამბიციები წინა ეტაპზე დაადასტურეს, როცა შვედეთის თოვლიან გზებზე დაამარცხეს ლოები. ახლა კი მექსიკის ღორღიან გზებზე ჰქონდათ დებიუტი.

ოჟიემ სამივე დღე სტაბილურად იარა, ბოლოს ბონუსური სპეცმონაკვეთიც მოიგო და ამით ქულათა მაქსიმუმი ჩაიწერა აქტივში. სებასტიანმა სამ წუთზე მეტი მოუგო უახლოეს მდევარს, "სიტროენის" წევრ მიკო ჰირვონენს და ახლა გენერალურ კლასიფიკაციაში 31 ქულით გაასწრო ლოებს.

მექსიკის რალი

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, Volkswagen) – 4:30.27,000; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) - 4:33.55,900; 3. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) - 4:34.50,800; 4. დანიელ სორდო (ესპანეთი, Citroen) - 4:36.33,700; 5. ნასერ ალ-ატიია (ყატარი, Ford) - 4:39.01,600; 6. კრის ატკინსონი (ავსტრალია, Citroen) - 4:41.55,000; 7. კენ ბლოკი (აშშ, Ford) - 4:42.15,300; 8. ბენიტო გუერა (მექსიკა, Mitsubishi) - 4:43.16,800...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, Volkswagen) – 74 ქულა; 2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, Citroen) – 43; 3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) – 30; 4. დანიელ სორდო (ესპანეთი, Citroen) – 27; 5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, Ford) – 26; 6. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) – 25; 7. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, Volkswagen) - 15; 8. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, Ford) - 14...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: "ფოლკსვაგენმა" დაიწყო

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"