გერმანული გრანდის საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი მოხარული იქნება, თუკი 27 წლის ინგლისელი "ალიანს არენაზე" ამოჰყოფს თავს
მართალია, ასოციაციის თასის 1/4-ფინალში "ჩელსისთან" მატჩამდე ალექს ფერგიუსონმა უარყო "იუნაიტედიდან" უეინ რუნის წასვლის შესაძლებლობა, მაგრამ ინგლისური პრესა ამით არ კმაყოფილდება.

"რუნი "იუნაიტედში" იქნება მომდევნო სეზონშიც. პირობას გაძლევთ. ჩემსა და უეინს შორის ურთიერთობაში არანაირი ბზარი არ არის.

ხმები ამის შესახებ სრული აბსურდია. რუნი მიხვდა იმ მიზეზებს, რის გამოც "რეალთან" შეხვედრაში ძირითადში ვერ მოხვდა. ტაქტიკური თვალსაზრისით, ჩვენ გვქონდა უფლება, ასე მოვქცეულიყავით", - განაცხადა 71 წლის შოტლანდიელმა.

ცეცხლზე ნავთს ასხამს "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი, ვისი თქმითაც, ის არ გამორიცხავს მოვლენათა ამგვარ განვითარებას და მეტიც, მოხარული იქნება, თუკი 27 წლის ინგლისელი "ალიანს არენაზე" ამოჰყოფს თავს.

"ბედნიერი ვიქნები... არა, უბედნიერესი, თუკი რუნი "ბაიერნში" კარიერის გაგრძელებას გადაწყვეტს. ეს მხოლოდ ხმებია თუ სიმართლე, ამას მე ვერ გეტყვით", - განაცხადა "კაიზერმა".

აქვე გეტყვით, რომ წინა კვირაში "დეილი მეილი" რუნის 20 მილიონად "აფასებდა", ახლა კი 15 მილიონით "გააძვირა".

ჩვენი ინგლისელი კოლეგების ცნობით, რუნის გაყიდვა და ამით სახელფასო ფონდიდან სერიოზული თანხების გამოთავისუფლება "ოლდ ტრეფორდზე" კრიშტიანო რონალდოს დაბრუნებისთვის გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯი შეიძლება აღმოჩნდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა