კლოპმა ჰუმელსი გააკრიტიკა, ვატცკეს გუნდი შემოელანძღა
"დორტმუნდმა" მეორე დერბიც წააგო და გასაკვირი არ არის, რომ "ბორუსიაში" საშინელი განწყობაა, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ საქმე აქამდე მივიდოდა. "შალკესთან" უპრინციპულესი დუელის წაგების შემდეგ (1:2), "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დაცვის ბურჯ მატს ჰუმელსს მისდგა.

"მატსი შესვენებამდე გაცილებით ადრე დაშავდა, მაგრამ არაფერი გვითხრა! ჰუმელსი სათადარიგოთა სკამთან უნდა მოსულიყო, უკანალი მინდორზე დაედო და ექიმისთვის უნდა ეხმო! ფაქტია, რომ "შალკემ" ჩვენს კართან რამდენიმე მომენტი შექმნა იმის გამო, რომ ტრავმირებული ჰუმელსი ხეირიანად ვეღარ დარბოდა. ასეთი თავგანწირვა უაზრობაა," - უთხრა კლოპმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს და შეგახსენებთ, რომ იურგენი თავის შეგირდებს ძალიან იშვიათად აკრიტიკებს ხოლმე. 11 მარტს გამოჩნდა, რამდენად სერიოზულია ჰუმელსის ტრავმა - მატსი ლაზარეთში რამდენიმე კვირას დაჰყოფს.

ამასთან, "შალკესთან" წაგებამ თავად კლოპსაც კრიტიკა დაატეხა. ექსპერტებმა იურგენს არჩევანი დაუწუნეს - თუ დერბის წაგება არ უნდოდა, მარკო როისი სკამზე არ უნდა დაესვაო. ამ ბრალდებაზე კლოპს ასეთი პასუხი აქვს: "როტაცია ჩემპიონთა ლიგის გამო მჭირდება და ცხადია, რომ ყოველთვის ყველა ვერ დამეთანხმება. მე ვამბობ, რომ "შალკესთან" ჩვენი პრობლემა დაცვის ხაზში მდგომარეობდა და არა მგონია, რომ როისს ეს პრობლემა აღმოეფხვრა!"

აქვე ვთქვათ, რომ "დორტმუნდის" ხელმძღვანელებმა, გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ და სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა "არენა აუფ შალკეს" ტრიბუნები თამაშის დამთავრებამდე დატოვეს - არადა, ადრე წასვლა არ სჩვევიათ. მოგვიანებით ვატცკემ თქვა, ვისაც დერბის მოგება უნდა, ფეხბურთი ისე არ უნდა ითამაშოს, როგორც ჩვენ პირველ ტაიმში ვითამაშეთო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბუნდესლიგა. XXV ტური: ომი "შალკემ" მოიგო [VIDEO]

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს