"სკა-ენერგიამ" რუსეთის პირველ დივიზიონში სტუმრად "პეტროტრესტი" 2:1 დაამარცხა და ამაში ქართველებმა წონადი წვლილი შეიტანეს

"სკა-ენერგიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალური დებიუტი წარმატებული გამოდგა გიორგი დარასელიასთვის - რუსეთის პირველ დივიზიონში მისმა ახალმა გუნდმა სტუმრად "პეტროტრესტი" 2:1 დაამარცხა და ამაში ქართველებმა წონადი წვლილი შეიტანეს.

მატჩის მე-12 წუთზე ანგარიში ოთარ მარცვალაძემ გაათანაბრა, ხოლო 54-ე წუთზე ლაშა სალუქვაძე საგოლე გადაცემის ავტორი გახდა.

"სკა-ენერგიას" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს სალუქვაძემ, მარცვალაძემ და გიორგი ნავალოვსკიმ; შოთა გრიგალაშვილსა და გოჩა ხოჯავას კი არ უთამაშიათ.

"სკა-ენერგიას" გენერალურმა დირექტორმა სერგეი ფელდმანმა ნამატჩევს დარასელია შეაქო:

"პირველი ტაიმი სუსტად ჩავატარეთ, მეორე ნახევარში კი გუნდი ეფექტურად გამოიყურებოდა, რაც დარასელიას მიერ შესვენებისას განხორციელებული კორექტივების დამსახურებაა.

შეხვედრის შემდეგ გასახდელში ჩავედი და გამარჯვება მწვრთნელებსა და ყველა ფეხბურთელს მივულოცე.

განსაკუთრებით გამახარა მარცვალაძის გოლმა. იგი საკონტროლო მატჩებში თავის გამოჩენას ვერ ახერხებდა, თუმცა მჯეროდა, რომ თავის სიტყვას ჩემპიონატში იტყოდა".

"სკა-ენერგია" რუსული პრემიერლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს. დღეისთვის ხაბაროვსკელები პლეი ოფის ზონაში არიან.

თურქეთის სუპერლიგაში შოთა არველაძის "ქაშიმფაშა" "მერსინს" ეწვია და ფრედ, 1:1 ეთამაშა.

"ქაშიმფაშა" ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.

უნგრეთის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა გიორგი ქვილითაიამ. მისმა "დიორი ეტომ" შინ 2:1 სძლია "შიოფოკს", ქართველი თავდამსხმელი კი თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო.

იტალიის სერია B-ში "ემპოლიმ" სტუმრად "ასკოლი" 2:1 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ირაკლი შეყილაძე სათადარიგო იყო, ლევან მჭედლიძე კი ტრავმის გამო კვლავ ვერ თამაშობს.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში "თურანი", რომლის ღირსებასაც ირაკლი ბერაია და დავით ჯანელიძე იცავენ, სტუმრად 0:4 განადგურდა "სუმგაითთან".

ორივე მათგანი სასტარტო შემადგენლობაში იყო. ბერაია 59-ე წუთზე შეცვალეს, ჯანელიძემ კი სრულად ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qartveli
ყიჩაღ დარასელია და ქართველო ბიჟებო მაგრამ გული მწყდება რომ ქართულ ჩემპიონატში ვერ გიყურებთ:(
maiko
ოთო, გენაცვალე, შენა!აი, რატომ მიყვარს ოთარ მარცვალაძე!
romani
ვულოცავთ დარასელიას და მის ქართველებს
romani
ყოჩაღ
romani
ვულოცავთ დარასელიას და მის ქართველებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა