ბერძენ-რომაელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 19-24 მარტს თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გასაყვანი შემადგენლობა დაასახელა

19-24 მარტს თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გასაყვანი შემადგენლობა 11 მარტს ბერძენ-რომაელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამაც დაასახელა, თუმცა წინასწარვე გეტყვით, რომ გვარიანი სიურპრიზიც შემოგვთავაზა - კონტინენტის პირველობაზე ზუსტად იმ გუნდით ვიასპარეზებთ, რაც ლონდონის ოლიმპიადაზე გვყავდა.

ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), მანუჩარ ცხადაია (66), ზურაბ დათუნაშვილი (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96) და გურამ ფერსელიძე (120) - აი, ასეთია დარჩიას ძველ-ახალი ნაკრები.

შეგახსენებთ, რომ ამათგან ლაშხი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია, ცხადაია - მესამე პრიზიორი, გეგეშიძე და ფერსელიძე კი მეხუთეზე გავიდნენ.

ეს შემადგენლობა მით უფრო მოულოდნელია უნგრეთში, "ოქროს დიდ პრიზზე" ნაჩვენები შედეგის შემდეგ, თუმცა დარჩიამ მაშინ განაცხადა, რომ იქ წაგების მიუხედავად, ის მაინც ენდობოდა გეგეშიძესა და ჯაბიძეს, რადგან საგანგებო პროგრამით ამზადებდა ევროპის ჩემპიონატისთვის.

მწვრთნელის თქმით, მათ უნგრეთში ცოტა შეუფერებელ დროს მოუწიათ ასპარეზობა - ძალისმიერი შეკრებიდან პირდაპირ წავიდნენ საჭიდაოდ და ფორმაში ვერ იყვნენ, თუმცა კონტინენტის პირველობისთვის მოასწრებდნენ ამ ხარვეზის გამოსწორებას.

ასევე, ვიცოდით და მოსალოდნელიც იყო გოგიტაძის 55-ში დაწევა, თორემ მას წონის შეცვლა და 60-ში გადასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა. ამ წონაში დარჩიას გადაწყვეტილებაზე გავლენა იმან იქონია, რომ 55-ში ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ედნარ შავაძემ გაიმარჯვა.

საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ის და საქართველოს კიდევ ერთი მოქმედი ჩემპიონი რობერტ ქობლიაშვილი (84) საბოლოოდ დაუბრუნდნენ ახალგაზრდულ ნაკრებს, სადაც მნიშვნელოვანი სტარტები ელოდებათ. მით უფრო, ქობლიაშვილის საეროვნულე შანსები უნგრეთში წარუმატებელმა გამოსვლამაც შეამცირა.

ასევე, გაცხადებული იყო, რომ ლაშხიც დროებით ჭიდაობდა 66-ში, თორემ ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე კვლავაც 60-ში დადგებოდა - მას წონას არ აკლებინებენ იმის მიუხედავად, რომ ბევრს არ იკლებს.

მძიმე წონის ამბავიც გასაგებია - ახალგაზრდები ჯერ მზად არ არიან ამ დონეზე საჭიდაოდ და რაკი ფერსელიძემ ტრავმაც მოიშუშა, დისკვალიფიკაციის ამბავიც "ჰეფი ენდით" დასრულდა და უნგრეთშიც მეორეზე გავიდა. მასზე უარი ნამდვილად არ იყო სათქმელი.

აი, 66-ის ამბავი კი ნამდვილად მოულოდნელი სიურპრიზია! ცხადაიას ჯერ კიდევ ოლიმპიადამდე სურდა 74-ში გადასვლა, ხოლო თამაშების შემდეგ ეს ამბავი გადაწყვეტილი ჩანდა. ახლა ამ ნაბიჯით საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი საჩინო დავითაია (66) ამოვარდა სიიდან, რომელიც ორ ტურნირზე აჭიდავეს, რადგან სტარტი აკლდა.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთში ცხადაიამაც იასპარეზა და დათუნაშვილმაც, უფრო უკეთ კი ცხადაია გამოვიდა. სადღეისოდ მას მხოლოდ 4-იოდე კილოგრამი აქვს დასაკლები, რასაც სტარტამდე დარჩენილ დროში ნამდვილად მოასწრებს.

დარჩია ასეთ საჩოთირო ვითარებაში, რაც ნაკრების დაკომპლექტებას უკავშირდება, მედიასთან საუბარს ყოველთვის თავს არიდებს და 11 მარტსაც გამორთული ჰქონდა ტელეფონი. ეგ კი არა, არც სხვა მწვრთნელთა მობილურზე გვიპასუხა და მის აზრს ვერ გეტყვით, თუმცა აშკარაა, რომ აქცენტი გამოცდილებასა და შედეგზე გააკეთა.

მისი ამბავიც გასაგებია - ტურნირი შინ ტარდება და შედეგს ორმაგად მოსთხოვენ. ამას მოსალოდნელი საკადრო ცვლილებებიც ემატება, თუმცა მაინც გვეგონა, რომ უფრო მეტად წავიდოდა გუნდის გაახალგაზრდავებაზე.

ნაკრები დასკვნით შეკრებას ბორჯომში გადის, რომელიც 11 მარტს დაიწყეს. ეს შედარებით ხანმოკლე შეკრებაა იმის მიუხედავად, რომ ბერძენ-რომაელები ყველაზე გვიან - 23-24 მარტს ჭიდაობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქართველ "ბერძენ-რომაელთა" უნგრული წარმატება - "დიდმა პრიზმა" კარტები აგვირია

ქართველ "ბერძენ-რომაელთა" წარმატება უნგრეთში

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო