ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 12 მარტს დამთავრდება მოჭადრაკე ქალთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც წრიული სისტემით 10 ნაკრები მონაწილეობს

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 12 მარტს დამთავრდება მოჭადრაკე ქალთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც წრიული სისტემით 10 ნაკრები მონაწილეობს.

11 მარტს ბოლოსწინა, მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს 3:1 მოუგო.

პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძე შავი ფიგურებით 61-ე სვლაზე ირინა ბულმაგას დანებდა, ბელა ხოტენაშვილმა ელენა კოსმას დასამარცხებლად 35 სვლა იკმარა, ნინო ხურციძემ ალინა ლამის 59-ე სვლაზე სძლია, ხოლო სალომე მელიამ კარმენ ვოიცუ-აგოდინსკის 41-ე სვლაზე გააჩერებინა საათი.

მე-8 ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა: ინდოეთი-რუსეთი 1.5:2.5 (ეიშა კარავადე-ვალენტინა გუნინა 0:1, რუთ რადმინი-ატალია პოგონინა 0.5:0.5, მერი გომესი-ლისა გალიამოვა 1:0, სვამინათან სოუმია-ელგა გირია 0:1), უკრაინა-აშშ 2.5:1.5 (კატერინა ლაგნო-ანა ზატონსკიხი 1:0, ირინა კრუში-ინა უშენინა 1:0, მარია მუზიჩუკი-საბინა ფოიშორი 0.5:0.5, ვიქტორია ნი-ნატალია ჟუკოვა 0:1), ყაზახეთი-საფრანგეთი 2.5:1.5, თურქეთი-ჩინეთი 0:4.

რვა ტურის შემდეგ: უკრაინა 15 (22,5), ჩინეთი 13 (23), რუსეთი 12 (22), საქართველო 10 (19), ინდოეთი 9 (16,5), აშშ 7 (13,5), ყაზახეთი 6 (14), რუმინეთი 5 (12,5), საფრანგეთი 2 (8,5), თურქეთი 1 (8).

12 მარტს, ბოლო ტურში ითამაშებენ: საქართველო-ყაზახეთი, საფრანგეთი-თურქეთი, აშშ-რუმინეთი, რუსეთი-უკრაინა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა