მიხეილ კახიშვილის სურვილს, თავისი კავშირები საქართველოსთვის მოეხმარებინა, სფფ-სა და სპორტის სამინისტროში დაინტერესება არ მოჰყვა
30 წლის მიხეილ კახიშვილმა კიოლნის სპორტის უმაღლესი უნივერსიტეტის სრული კურსი დაასრულა და სპორტის მეცნიერის აკადემიური ხარისხი მიიღო.

დააფუძნა "კიოლნის" მოძრავი ფეხბურთის სკოლა, მუშაობდა ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლა NRV-ში, 2006-2011 წლებში - "კიოლნის" პირველ ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში. ახლა მე-5 გერმანული ლიგის საფეხბურთო კლუბ "ჰიურტის" მწვრთნელი გახლავთ.

შთამბეჭდავია ამ ახალგაზრდა კაცის სამწვრთნელო ლიცენზიებიც: გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის DFB- A ლიცენზია, ფიზმომზადებისა და ფიტნესის B ლიცენზია.

გერმანიაში გამგზავრებამდე ვარჯიშობდა თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიასა და "ვიტ ჯორჯიას" საბავშვო ჯგუფში, თამაშობდა თბილისის სკა-ში.

"გერმანიაში 2002 წელს გავემგზავრე. თავიდან სწავლის გაგრძელება მსურდა, მაგრამ ყოფილ ფეხბურთელს კიოლნის სპორტის უნივერსიტეტისკენ გამიწია გულმა და მისი სრული კურსი დავამთავრე.

პარალელურად, მწვრთნელობა დავიწყე და მას შემდეგ საკმაოდ დიდი გამოცდილებაც შევიძინე. ამას გარდა, დავაფუძნე "კიოლნის" მოძრავი ფეხბურთის სკოლა", - ამბობს კახიშვილი.

გერმანიის საფეხბურთო სკოლების პირობებზე ლეგენდები დადის. კახიშვილი გვიყვება, მათ შორის რა სახის განსხვავებებია:

"სკოლები კატეგორიებით განსხვავდება - არის ბუნდესლიგების და ჩვეულებრივი სკოლები. მათ შორის განსხვავება არც ისე დიდია. მაგალითად, ბუნდესლიგების სკოლებში მხოლოდ შერჩეული ბავშვები არიან.

კიოლნის სკოლა, სადაც მე ვმუშაობდი, პოპულარული სკოლების კატეგორიაში იყო. სწავლის ხარისხი და პირობებიც ყველგან გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს - სკოლები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ იმ პირობებით, რომ ბავშვები გაზარდონ.

კიოლნის ბავშვებს ბუნდესლიგის გუნდებისთვის ვამზადებდით და მხოლოდ შერჩეულ ბავშვებთან ვმუშაობდით".

- რა მინიმალურ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში საფეხბურთო სკოლა, რამდენი უნდა ჰქონდეს მოედანი, საშხაპე, გასახდელი?

- ბუნდესლიგის სკოლებს ბევრი კრიტერიუმი აქვთ დასაკმაყოფილებელი. მაგალითად - მოედნების რაოდენობა, ხარისხი, გასახდელები და ა.შ. დიდ ყურადღებას აქცევენ მწვრთნელთა ლიცენზიებს, არაკვალიფიკაციურებსა და ლიცენზიის არმქონეებს ბავშვებთან მუშაობის უფლებას არ აძლევენ.

ამ ყველაფერს ყოველწლიურად გერმანიის საფეხბურთო კავშირი ამოწმებს და ლიცენზიებსა და 1-დან 5-მდე ვარსკვლავს გასცემს. თუ გუნდი ბევრ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, პრობლემები დროულად უნდა გამოასწოროს, თორემ ლიცენზიას ვერ მიიღებს.

- რამხელა გადასახადებია გერმანულ სკოლებში და ვინ აფინანსებს მათ საქმიანობას?

- პირველი და მეორე ბუნდესლიგის სკოლებში წლიური გადასახადი 40-დან მაქსიმუმ 70 ევრომდეა. სკოლებს ძლიერი კომპანიები ასპონსორებენ და მათგან შემოსავლები აქვთ.

თქვენ წარმოიდგინეთ, სკოლები საკმაოდ დიდ შემოსავლებს იღებენ სატელევიზიო და სარეკლამო კონტრაქტებიდან: ყოველ შაბათ-კვირას საბავშვო გუნდების თამაშებს ტელევიზიით აშუქებენ. ასე რომ, პირველი და მეორე ბუნდესლიგის სკოლებს არ უჭირთ, ყველას კარგი პირობები აქვთ.

სხვა დანარჩენ სკოლებშიც კარგი პირობებია, მოედნები, მწვრთნელები, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა - ეს ჩვეულებრივი ამბავია. გადასახადებიც დაახლოებით იგივეა, მაგრამ ბუნდესლიგის გუნდების მსგავსი შემოსავლები არ გააჩნიათ და მწვრთნელებსაც შედარებით დაბალ ხელფასებს უხდიან, მაგრამ ეს შედარებით მცირე ხელფასებიც საკმაოდ მისაღებია და სხვებზე არანაკლებ მუშაობენ.

ამას გარდა, არსებობენ პრივატ-სკოლები და ინტერნატები, სადაც, რა თქმა უნდა, გადასახადი მეტია.

ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი ამბობს, რომ ქართული საფეხბურთო სამყაროს გულგრილობას წააწყდა:

"ვინტერესდები საქართველოში მიმდინარე ამბებით, მაგრამ სულ პირობებზე მესმის ლაპარაკი. გერმანული გადასახედიდან ვხედავ, რომ ბევრი რამ არის შესაცვლელი. ყველა დეტალზე საუბარი რომ დავიწყოთ, დღეს ვერ მოვრჩებით, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან დიდი განსხვავებაა.

ცხადია, სურვილი მაქვს, რომ ჩემი კავშირები საქართველოს მოვახმარო. რამდენიმე თვის წინათ ფეხბურთის ფედერაციასთან და სპორტის სამინისტროსთან კავშირის დამყარება ვცადე - მსურდა, ქართველ მწვრთნელებს კიოლნის უნივერსიტეტში კვალიფიკაციის ამაღლებაში დავხმარებოდი, რადგან ეს მსოფლიოში ცნობილი სასწავლებელია.

აგრეთვე, ვფიქრობდი ნაკრები გუნდების მომზადების დაგეგმვაში, შეკრებაზე გამგზავრებასა და სპარინგების მოწყობაშიც ხელის შეწყობას.

გარდა ამისა, ევროპაში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი მუშაობს, რომელთაც საქართველოში არ იცნობენ და მიმაჩნია, რომ მათ სამშობლოს დახმარება შეუძლიათ - წერილებში სწორედ ამაზე მივუთითებდი.

მაგრამ დაინტერესება არ ყოფილა. არ დავმალავ და ძალიან გაოცებული დავრჩი".

ჩვენი მხრივ, დავძენდით, რომ 2011 წელს დიასპორის საკითხების ძველმა სახელმწიფო მინისტრმა და ფეხბურთის ფედერაციამ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც, უცხოეთში ქართველი მოთამაშეები და მწვრთნელები უნდა მოეძებნათ და ქვეყნის სამსახურში ჩაეყენებინათ. ანალოგიურ დოკუმენტს 2012 წლის ბოლოს უკვე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან მოეწერა ხელი.

ცხადია, სურვილი დასაფასებელია და მუშაობაც მიდის - ყველაფერს ხაზს ნუ გადავუსვამთ, მაგრამ იმედია, ერთობლივი ძალებით უფრო მეტ ისეთ ადამიანს მოვძებნით, რომლებიც თავად ცდილობენ სამშობლოს სამსახურს. ვინ იცის, მათ შორის რამდენი საინტერესო მოთამაშე და მწვრთნელია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Mamuka
მიშკა ჟიგარი ხარ და მაგრად მიხარია კაცი ხარ ძმაოო
ჯიჯი
მიშას ნაირი ცპეციალისტები უნდა დაასაქმო და საქმესაც ეშელება,მაგრამ ეს საქარტველოა საზმაკაცო და სანათესავო ხო უნდა ამუსავონ
ლევანი
თუ საქართველოში სპორტის და კერძოდ ფეხბურთის განვითარება ვინმეს სურს, ისეთი ხალხი როგორიც ბატონი მიხეილია უნდა მოიწვიონ და შანსი მისცენ თავისი შესაძლებლობების, განათლების და გამოცდილების გამოვლენაში. მოკლედ რომ ვთქვათ ესეთ ხალხს უნდა ეძებდნენ.
ako
რა უნდა ეშველოს ამ ქვეყანას აღარც კი ვიცი. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, თუ ქართველთა მენტალიტეტი ამ კუთხით არ შეიცვალა, არაფერი არ გამოვა. რამდენიმე დღის წინ ლევან ყიფიანის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ის წერდა, რომ ამდენი სამეგობრო თუ მყავდა არც კი მეგონაო და ეს გაიგო მას შემდეგ, რაც მინისტრი გახდა. ხომ წარმოგიდგენიათ რას მოსთხოვდნენ ეს ე.წ. მეგობრები ლევანს? ალბათ დაასაქმს კიდეც ზოგიერთი მათგანი. აი ესაა შესაცვლელი და ყველაფერს ეშველება. გზა მხოლოდ პროფესიონალებს უნდა გაეხსნათ და არა ე.წ. მეგობარ - ძმაკაცებს.
VAK@LUK
martlac sayuradgeboa profesionalis da tanac qartvelis aseti warmateba ucxo qveyanashi unda gveamayebodes da yvelafers vaketebdet imistvis rom eseti adamianebi ar davkargot
sss
იქნებ ეხლა მაინც მოიცალონ ,ბავშთა ფეხბურთისათვის და მისცენ საშუალება ახალგაზრდა და განათლებულ მწვრთნელებს ,რომ დაეხმარონ ქართულ ფეხბურთს,თორემ რა დღეშია ფეხბურთი ყველა კარგად ვხედავთ,ჩაწყობები ,გადაკეთებული დაბადების მოწმებები,ასაკობრივ ნაკრებებში პროტექციონიზმი და ქრთამი,ეს ყველაფერი დამღუპველია ფეხბურთისათვის.
გიო
მიაქციეთ ყურადღება ასეთ ქართველებს! ქართული საზოგადოება კატეგორიულად მოითხოვს ამას!
k.t
ar dainteresdebodnen ra tkma unda konkurentebs rogorc ki xedaven kartvelebi imis magivrad gamoikenon aseti xalxis gamocdileba rogor chadziron imas cdiloben. dzalian samcuxaroaaa:((sanam aset midgomas ar moeshvebian araperi ar gveshveleba..
vep1963
აი სწორედ ამიტომაცაა ქარტული ფეხბურთი რომ არ ვითარდება.ვის სჭირდება ესეთი ხალხი ჩივაძეს -ხურცილავას ?თუ ფეხბურთის ფედერაციას?აბა ასეთი ხალხი რომ ჩამოვიდნენ ყველა ხომ გაიშიფრება.ჰოდა ვართ კიდევაც ნაგავში.და მიზეზებს სხვაგან ვეძებთ.
დუდუ
ეგ კაცი რო აქ დასაქმდეს, აქაური უვიცი და უნამუსო მწვრტნელები უცებ გამოჩნდებიან მის ფონზე სიცარიელეებად, რაც არიან სინამდვილეში. ჰოდა, არ უნდათ.
GIO-XIII
ქომაგმა სწორად აღნიშნა და სრულიად ვეთანხმები. მართალია მე თავად არ ვცხოვრობ საქართველოში, მაგრამ ყურადღებით ვადევნებ თვალყურს ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებს და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არაფერი არ იცვლება. და ვიდრე არ შევიცვლით აზროვნებას არც არაფერი შეიცვლება. ხომ არ შეიძლება საქართველო გადაყვეს ვიღაცეების ხუშტურებს, უვიცობას და არაპროფესიონალიზმს?
qomagi
ვინ უნდა დაინტერესედეს. სპორტის მინისტრია სულ არ აინტერსებს ესეთი რაღაცა, ზის თვაისთვის თბილად. პრემიებს ხო იწერენ რაც მთავარია. რა გააკეთა სასიკეთო სპორტისთვის იმის გარდა რომ თავისი მომხრეები და სამეგობრო შემოიკრიბა სამინისტროში და ასევე მანქანებე შემაოჯინა. რატო არ ინტერესდება ხალხი ამ ინფორმაციით რა ხდება იქ სპორტში. რატო არ ინტერსდება რასტო იწერს მინისტრი და თანხმლები პრემიებს. რასთან დაკავშირებით?
GIO-XII
ნამდვილად ასეა! სამწუხაროდ საქართველოს არ სჭირდება ადამიანები, რომლებიც ნამდვილი პროფესიონალები არიან. ყოველ შემთხვევაში ადამიანი რომელიც მოახერხებს უცხო ქვეყანაში ფეხის მოკიდებას და თავისი ცოდნის გამოყენებას, არა მგონია არ გამოადგეს თავის ქვეყანას.მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ აპოლიტიკური ადამიანების ადგილი საქართველოში არ არის! ასე რომ, ჩემო კეთილი ადამიანო, ჩემი რჩევა იქნება იმუშავე გერმანიაში.
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა