ფიბა-ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე "ევრობასკეტი 2013"-ის მონაწილეთა ახალი კლასიფიკაცია გამოქვეყნდა, სადაც გუნდები სიძლიერის მიხედვით არიან განლაგებულნი
ევროპელი ექსპერტების აზრით, საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურია.

ფიბა-ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველ 2 კვირაში ერთხელ ქვეყნდება "ევრობასკეტი 2013"-ის მონაწილეთა კლასიფიკაცია, სადაც გუნდები სიძლიერის მიხედვით არიან განლაგებულნი.

11 მარტს ევროპელი ექსპერტების კლასიფიკაციის მე-4 გამოცემა გამოქვეყნდა, სადაც საქართველო კვლავ მე-14 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ აქამდე შედგენილ ყველა კლასიფიკაციაში საქართველოს ნაკრები სწორედ მე-14 ადგილზე იყო.

მარცინ გორტატის ტრავმის გამო 2 საფეხურით დაქვეითდა და 21-ე ადგილზეა ჩვენი მეტოქე პოლონეთი, ხოლო დანარჩენ ოპონენტებს - ესპანეთს, სლოვენიას, ხორვატიას და ჩეხეთს - ადგილი არ შეუცვლიათ.

გთავაზობთ "ევრობასკეტი 2013"-ის მონაწილე 24 გუნდის კლასიფიკაციას და ჩვენი ოპონენტების შესახებ ექსპერტების მიერ გამოთქმულ შეფასებებს.

1. ესპანეთი (0)

"ესპანური არმადის" წარმომადგენლები ატლანტიკის ორივე მხარეს დამაჯერებლად ასპარეზობენ - განსაკუთრებით ევროპაში, სადაც დიდი შანსია, ევროლიგის ფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "რეალი" შეხვდნენ.

2. საფრანგეთი (0)

3. სლოვენია (0)

სლოვენიელებს რამდენიმე ისეთი გამოცდილი კალათბურთელი დაემატათ, რომლებსაც აქამდე ნაკრებში წლებია, არ უთამაშიათ. ეს მომენტი უფრო მეტად დამაჯერებელს ხდის მასპინძლების შანსებს, დაიკავონ საპრიზო ადგილი.

4. საბერძნეთი (0)

5. ლიტვა (+2)

6. მონტენეგრო (0)

7. რუსეთი (-2)

8. იტალია (0)

9. სერბეთი (+1)

10. თურქეთი (-1)

11. ხორვატია (0)

ხორვატია მომავლის გუნდია. ამ ნაკრებს ჰყავს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა დარიო სარიჩი, რომელიც ევროპაში უმაღლეს დონეზე თამაშს ნელ-ნელა ეგუება.

12. გერმანია (+1)

13. ისრაელი (-1)

14. საქართველო (0)

იტალიიდან თურქეთში გადასვლით მანუჩარ მარკოიშვილი ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში ითამაშებს. "გალათასარაი" თურქულ ლიგაში წარმატებით ასპარეზობს, რაც ქართველი ფორვარდისთვის საკმაოდ სასარგებლოა.

15. ბოსნია (0)

16. ფინეთი (0)

17. დიდი ბრიტანეთი (+1)

18. მაკედონია (-1)

19. უკრაინა (+2)

20. ლატვია (0)

21. პოლონეთი (-2)

ცოტა ხნის წინ მარცინ გორტატის მიერ ამერიკულ მედიაში გაკეთებული კომენტარები პოლონეთის ნაკრებში წყალს ამღვრევს. "ფინიქს სანსის" პოლონელმა ცენტრმა ტრავმა მიიღო და განაცხადა, რომ შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზე ეროვნულ გუნდში არ ითამაშოს. პრჟემისლავ კარნოვსკის გუნდისთვის ეს სერიოზული პრობლემაა.

22. შვედეთი (0)

23. ჩეხეთი (0)

"ნიმბრუკი", რომელშიც ჩეხეთის ნაკრების წევრთა უმეტესობა თამაშობს, როგორც ევროთასიდან, ასევე VTB-ის ლიგიდან გამოვარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკრების წევრები ზაფხულის სანაკრებო შეკრებას შედარებით ნაკლები სათამაშო პრაქტიკით შეხვდებიან.

24. ბელგია (0)

www.gbf.ge

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა