ვიქტორ სანიკიძემ თავის გუნდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, თუმცა "სიენა" მაინც დიდი ანგარიშით დამარცხდა
ვიქტორ სანიკიძემ თავის გუნდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, თუმცა ამ ამბის უარყოფითი მხარე ისაა, რომ მისი გუნდი დიდი ანგარიშით დამარცხდა.

იტალიის მოქმედმა ჩემპიომა "რომას" უმასპინძლა და მოულოდნელად 24 ქულის სხვაობით - 70:94 განადგურდა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ვიქტორი სათადარიგო იყო და მოედანზე 20 წუთი დაჰყო. მან 7-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო, 13 ქულა მოაგროვა და ამას 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა.

სანიკიძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 17 შეადგინა, რაც კრისტიან კანგურის ანალოგიურ შედეგთან ერთად სიენელთაგან საუკეთესო იყო. კანგურმა 31 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. 36 წუთში 15 ქულა მოაგროვა სიენელთა ბომბარდირმა ბობი ბრაუნმა.

ამ გამარჯვებით "რომამ" "სიენას" ცხრილში მესამე ადგილი წაართვა. თუკი აქამდე ორივე ამ გუნდს ქულების თანაბარი ოდენობა ჰქონდა, ახლა რომაელები მესამეზე ერთპიროვნულად გამაგრდნენ.

მომდევნო ტურში, 17 მარტს, "სიენა" სტუმრად "კასერტას" ეთამაშება.

www.gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა