ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ტორნეო ფინალი. V ტური: "ბოკას" კრიზისი გრძელდება, "რივერი" კი ლიდერებშია

ტორნეო ფინალი. V ტური: "ბოკას" კრიზისი გრძელდება, "რივერი" კი ლიდერებშია

35 წლის დავიდ ტრეზეგეს გოლის გატანა დღესაც პატარა ბავშვივით უხარია
ტორნეო ფინალის მე-5 ტურს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. სან ხუანში "სან მარტინის" და "რასინგის" შეხვედრა 89-ე წუთზე ტრიბუნებზე მომხდარი არეულობის გამო შეწყდა. ამ დროისთვის სტუმრები 3:0-ს იგებდნენ და ეს ანგარიში ძალაში დარჩა.

ახალგაზრდა მწვრთნელის (32 წლის), ლუის სუბელდიას გუნდის მხრიდან გოლები იმ სამმა ფეხბურთელმა გაიტანა, რომელთა საერთო ასაკი 54 წელს შეადგენს. პირველ ტაიმში თავი ბრუნო სუკულინიმ (19 წლის) გამოიჩინა, მეორე ნახევარში კი ჯერ ლუსიანო ვიეტომ (19 წლის), შემდეგ კი როდრიგო დე პაულმა (18 წლის) გაიტანეს. დე პაულისთვის ეს ბურთი სადებიუტო იყო – თინეიჯერი ფეხბურთელი პროფესიონალებში სულ მე-5 შეხვედრას ატარებდა.

"რასინგმა" ამ მოგებით 7 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში წამოეწია "ბელგრანოს", რომელმაც სარეზერვო შემადგენლობით მოთამაშე "ველეს სარსფილდს" ბოლო წუთზე გატანილით მოუგო. "ველესს" ლიბერტადორესის თასზე "პენიაროლთან" უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდა და რიკარდო გარეკამ წამყვანი ფეხბურთელების დასვენება გადაწყვიტა.

სტუმრები ქულის მოპოვებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე 33 წლის მარტინ საპატა გამოეპარათ, რომელმაც "ბელგრანოს" გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ 1999 წლიდან მოყოლებული, ამ გუნდებმა ერთმანეთში 12 შეხვედრა გამართეს და ამ მატჩებში ფრე ჯერ არ დაფიქსირებულა.

ისევ ვერ მოიგო "ბოკა ხუნიორსმა" და პრიმერაში მოუგებელი სერია 4 მატჩამდე გაზარდა. "ატლეტიკო რაფაელა" ხუან ელუჩანსის პენალტით დაწინაურდა, 45-ე წუთზე კი 11-მეტრიანი მასპინძლების კარში დაინიშნა, მაგრამ სანტიაგო სილვამ ბურთი ხარიხას მოარტყა.

საბოლოოდ, კარლოს ბიანკის კრებული ნიკოლას ბლანდიმ იხსნა, რომელსაც საგოლე პასი ცვლილებაზე შემოსულმა სებასტიან პალასიოსმა გაუკეთა. ამ ფეხბურთელმა "ბოკაში" სულ მეორე მატჩი ჩაატარა და კვლავ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ისე, ბლანდის "ბოკაში" უკვე 9 გოლი დაუგროვა და აქედან 4 ბურთი მან "ატლეტიკო რაფაელას" კარში გაიტანა. აქვე დავამატოთ, რომ ამ შეხვედრაში ითამაშა ხუან სანჩეს მინიომ, რომელიც მოედანს 5-თვიანი უქმობის შემდეგ დაუბრუნდა.

"ლაბოკელთა" გულის გასახეთქად, მორიგი გამარჯვება მოიპოვა "რივერ პლეიტმა". ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა დავიდ ტრეზეგემ, მოგვიანებით კი თავი ლეონარდო პონსიომაც გამოიჩინა. მეორე ტაიმში "კოლონმა" გაიბრძოლა და ემანუელ ჟიგლიოტიმ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა რობერტო ნესტორ სენსინის შეგირდებმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს. მორიგი 3 ქულის აღების შემდეგ "რივერ პლეიტი" დროებით პირველ პოზიციაზე გადავიდა.

"მილიონერთა" ლიდერობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან რამდენიმე საათში თავისი მატჩი "ლანუსმა" ჩაატარა, თანაც გილერმო ბაროს შელოტოს გუნდის მეტოქე სარანდის "არსენალი" იყო, რომელმაც ასევე მეორე შემადგენლობით ითამაშა (14-ში "არსენალი" "სან პაულოს" ეთამაშება).

შეხვედრის საბოლოო ანგარიშმა შესაძლოა მცდარი წარმოდგენა შეგიქმნათ – "ლანუსმა" მინიმალური სხვაობით კი მოიგო, მაგრამ ანგარიში გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო (67-ე წუთზე სილვიო რომერომ პენალტი ვერ გამოიყენა). აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა სეზონში პირველი ბურთი გაუშვეს (გოლი 20 წლის მილტონ სელისმა გაიტანა), რითაც აგუსტინ მარჩეზინის მშრალი სერია 546 წუთზე შეწყდა.

"ნიუელს ოლდ ბოისმა" მეორე შემადგენლობითაც შეძლო "ესტუდიანტესის" დამარცხება. მასპინძელთა მხრიდან დუბლი დუვან საპატამ შეასრულა, ხერარდო მარტინოს გუნდში კი თავი რეზერვისტებმა გამოიჩინეს. შეხვედრის ბოლოსკენ მინდორზე იგნასიო სკოკო გამოვიდა, რომელსაც გოლის გასატანად 25 წუთიც ეყო. 27 წლის ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია – ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 10 შეხვედრაში სკოკომ 9 გოლი გაიტანა.

ტურის ბოლო შეხვედრა კი დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც გაჭირვებული "არხენტინოს ხუნიორსი" "კილმესთან" დამარცხდა. სტუმრებმა ამ მოგების წყალობით გასავარდნი ზონა დატოვეს და იქ "ინდეპენდიენტე" ჩააბრუნეს, რომელმაც, თავის მხრივ, საკუთარ მოედანზე "გოდოი კრუსთან" წააგო.

ბელგრანო-ველესი 1:0

გოლი: 1:0 მ. საპატა (90).

ინდეპენდიენტე-გოდოი კრუსი 0:1

გოლები: 0:1 ნ. კასტრო (57).

უნიონი-ოლ ბოისი 1:1

გოლები: 0:1 ბორგელიო (7), 1:1 კოსარო (53).

გაძევება: კორონელი (62. ოლ ბოისი).

ესტუდიანტესი-ნიუელსი 2:4

გოლები: 1:0 დ. საპატა (23-პენ), 1:1 კრუსადო (44), 2:1 დ. საპატა (47), 2:2 ფ. მუნიოსი (58), 2:3 ვ. ფიგეროა (63), 2:4 სკოკო (84-პენ).

გაძევება: შუნკე (83. ესტუდიანტესი).

სან ლორენსო-ტიგრე 0:1

გოლი: 0:1 ბოტა (29-პენ).

რივერი-კოლონი 2:1

გოლები: 1:0 ტრეზეგე (12), 2:0 პონსიო (34), 2:1 ჟიგლიოტი (75).

ატლ. რაფაელა-ბოკა 1:1

გოლები: 1:0 ელუჩანსი (27), 1:1 ბლანდი (83).

ლანუსი-არსენალი 2:1

გოლები: 1:0 ი. ბლანკო (27), 2:0 სილვიო რომერო (41), 2:1 სელისი (83).

არ. ხუნიორსი-კილმესი 1:3

გოლები: 0:1 სებასტიან რომერო (33), 0:2 ვ. ოლივერა (55), 1:2 მ. მარტინესი (65), 1:3 მანსილია (77).

გაძევება: კობო (72. კილმესი).

სან მარტინი-რასინგი 0:3

გოლები: 0:1 ბ. სუკულინი (25), 0:2 ვიეტო (58), 0:3 დე პაული (79).

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 4 – ჟიგლიოტი (კოლონი), სილვიო რომერო (ლანუსი), სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი), დ. საპატა (ესტუდიანტესი); 3 – აუმადა (ოლ ბოისი), ლუნა (რივერ პლეიტი), მანსილია (კილმესი), პერეს გარსია (ტიგრე).

სარელეგაციო ცხრილი:

თ ქ საშ.

14. არ. ხუნიორსი 100 123 1.230

15. სან ლორენსო 100 123 1.230

16. ატლ. ღაფაელა 62 76 1.226

17. კილმესი 24 29 1.208

18. ინდეპენდიენტე 100 113 1.130

19. სან მარტინი 62 68 1.097

20. უნიონი 62 62 1.000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტორნეო ფინალი. IV ტური: სასწაული "ბომბონერაზე"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა