დენის უაიზი ფეხბურთში დაბრუნებაზე ფიქრობს, მაგრამ ამ ეტაპზე მისი უმთავრესი საზრუნავი ოჯახია
რამდენიმე დღის წინ "სანმა" დენის უაიზთან ინტერვიუ შემოგვთავაზა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ. უაიზს ყოველთვის გაიხსენებენ, როგორც ერთგულ ფეხბურთელს, რომელმაც "სტემფორდ ბრიჯზე" 11 წელი გაატარა (1990/2001) და ორჯერ მოიგო ინგლისის თასი. "უიმბლდონიდან" 1,6 მილიონ ფუნტად ნაყიდი გარემარბი ლონდონში ცენტრალურ ნახევარმცველად გარდაისახა.

ალექს ფერგიუსონმა მის თამაშს საინტერესო შეფასება მისცა, შეუძლია ცარიელ ოთახშიც კი იბრძოლოსო. მიუხედავად ყველაფრისა, "ჩელსიში" კლაუდიო რანიერის მისვლის შემდეგ მას გუნდიდან წასვლა მოუხდა. "ლესტერში", "მილუოლში" (მოთამაშე მწვრთნელი), "საუთჰემპტონსა" და "ქოვენთრიში" თამაშის შემდეგ ის სამწვრთნელო საქმეს შეუდგა და "სუინდონსა" და "ლიდსში" იმუშავა. შემდეგ ის "ნიუკასლის" აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ საქმე არსად არ აეწყო, რადგან ყველაზე მეტ დროს ოჯახს უთმობდა. ამჟამად ის British Airways Football Legends Invitational-ის ტრადიციული საფეხბურთო ტურნირისთვის ემზადება, რომელიც 7-8 ივნისს კუნძულ ბარბადოსზე გაიმართება.

- ბარბადოსზე რობერტო დი მატეოსა და ჯანფრანკო ძოლასთან ერთად აპირებთ თამაშს. როგორ აღიქვამთ ამ ტურნირს, როგორც უბრალო გასართობს?

- უკვე მითამაშია ამ ტურნირზე. ამჯერადაც რობერტომ და ჯანფრანკომ გადამაწყვეტინეს მასში მონაწილეობა, იმის მიუხედავად, რომ მსგავსი შეჯიბრებები არასოდეს მიზიდავდა. წინა წელს მშვენიერი დრო გავატარე, თანაც, თამაშს სრული სერიოზულობით მოვეკიდეთ. ვისიამოვნე გოლფით, ზღვით და რესტორნებით, მაგრამ ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან" 3:4-ით წაგებამ გული დამწყვიტა. არადა, როგორ მინდოდა, ისინი გამემწარებინა.

მსგავს ტურნირებზე გამარჯვებაც სასიხარულოა. ჩვენ ფეხბურთელები ვართ და გამარჯვებულის ხასიათი ჩვენში ზის. მე და ჯანფრანკო ძველებურად სწრაფები აღარ ვართ, აი, გუს პოიეტი კი ახლაც ითამაშებდა საკლუბო დონეზე.

- ესე იგი, კიდევ ერთხელ სიამოვნებით ჩაიცვით ბუცები?

- დიახ, კარგად ვთამაშობდით, მაგრამ "იუნაიტედთან" მომეჩვენა, რომ მეტოქეები ჩვენზე ახალგაზრდები იყვნენ. მადლობა მინდა ვუთხრა ბარბადოსელებს, ისინი სტუმართმოყვარეები იყვნენ და ყველაფერში გვეხმარებოდნენ.

- "ნიუკასლიდან" წასვლის შემდეგ ტელევიზიაში იშვიათად ჩანხართ. ამჟამად რას საქმიანობთ?

- ოჯახს ვუვლი. კონკრეტულად, ჩემს შვილს ჰენრის ვაქცევ მაქსიმალურ ყურადღებას. ის 13 წლისაა და პირველ სერიოზულ ნაბიჯებს დგამს "ქუინზ პარკის" აკადემიაში. ოჯახი ჩემთვის უპირველესი პრიორიტეტია. როცა ვმუშაობდი, ბევრი მოგზაურობა მიწევდა. განსაკუთრებით ეს "ლიდსის" პერიოდს ეხება.

დეივ ბესეტთან ("ლიდსში" მისი ასისტენტი. რედ) საუბრისას მივხვდი, რომ პაუზა მჭირდებოდა. მან მითხრა, რომ შვილებთან სეირნობისთვის მხოლოდ მაშინ მოიცალა, როცა ისინი 30 წლისანი იყვნენ. მე არ მინდოდა, მსგავსი რამ მომხდარიყო. ფეხბურთში დაბრუნებაზე ხშირად ვფიქრობ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ღირებული პროექტი იქნება.

- 2000 წელს ინგლისის თასის მოგების შემდეგ მის მისაღებად თქვენს შვილთან ერთად წახვედით. მაშინ ამან ბევრის ყურადღება მიიპყრო.

- ჩემთვის ეს განსაკუთრებული მომენტი იყო ცხოვრებაში, მაგრამ ასე მხოლოდ მე არ მოვქცეულვარ. პოიეტი ორ შვილთან ერთად იყო, ლებეფი და დი მატეოც ასე მოიქცნენ. როგორც კაპიტანი, ძალიან ამაყი ვიყავი, რომ თასზე ვიმარჯვეთ.

- ამის გარდა, კარიერიდან რას გაიხსენებდით?

- კარგი მოსაგონარი ბევრი მაქვს, მაგრამ ცუდიც არანაკლები იყო. მთელი კარიერა აღმასვლისა და ჩავარდნებისგან შედგებოდა. ბედნიერება მქონდა, ასოციაციის თასი თავს ზემოთ ამეწია. ამ გრძნობას მხოლოდ ინგლისის ნაკრებში თამაშს შევადარებდი. ტრავმებს თუ არ ჩავთვლით, განვლილი კარიერით კმაყოფილი ვარ.

- "სან სიროზე" "მილანთან" გატანილ გოლზე (1999 წლის 26 ოქტომბერი. რედ) რას იტყვით?

- დიდებული იყო. იმ დღეს ჩვენს გულშემატკივარს კარგი საღამო ვაჩუქეთ. ფანები დღემდე იხსენებენ იმ ბურთს და მღერიან რობისა და ჯანფრანკოზე. ჩვენ ერთი ოჯახივით ვცხოვრობდით. გულშემატკივარს ჯერ კიდევ ვუყვარვართ.

- თანამედროვე ფეხბურთი ძალიან შეიცვალა?

- რა თქმა უნდა, შეცვლილია. ტემპი გაიზარდა, ფეხბურთელები კი ტექნიკურები გახდნენ. მათ ახლა უფრო განათლებული ფიზიოთერაპევტები და დიეტოლოგები ემსახურებიან, თანამედროვე ტექნოლოგიებიც მათ სამსახურშია. თამაშისთვის მომზადება კი გართულდა. მოთამაშეებს ყველაფერს უწვრილეს დეტალებში უხსნიან.

- თქვენ გინდათ თქვათ, რომ კობემის ბაზის კომფორტს ჰარლინგტონში "ჩელსის" ძველ საწვრთნელ ცენტრზე გაცვლიდით?

- ჰარლინგტონში ჩემს შვილს თამაში ხშირად უწევს. ვუყურებ იქაურობას და ცვლილებებს ვერ ვატყობ. იქაურობა ძველებურად ქარიანია, განსაკუთრებით, როცა თვითმფრინავები მოძრაობენ. კობემშიც ვყოფილვარ და მინდა ვთქვა, რომ რაც იქ გაკეთდა, ფანტასტიკურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
ერიკ ტენ ჰაგი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება