საქართველოს 20-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრები თურქეთშია, სადაც სპარინგ-მატჩებს მართავს. 4 და 5 ივლისს

საქართველოს 20-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრები თურქეთშია, სადაც სპარინგ-მატჩებს მართავს. 4 და 5 ივლისს მიხეილ ბერუაშვილისა და ზაზა გაბისონიას გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი უკვე გამართა და ორივე დიდი სხვაობით წააგო მასპინძელთა ნაკრებთან. პირველი სპარინგი ჩვენებმა 53:78 დათმეს, მეორე კი - 53:80.

პირველ თამაშში ქართველმა ახალგაზრდებმა პირველი მეოთხედი 7 ქულის სხვაობით დათმეს, ტაიმი კი - 10 ქულით, შემდეგ თურქთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და საბოლოოდ 25-ქულიან ნიშნულზე გაჩერდა. ჩვენებურთა მონაგარი ასეთი იყო: დვალიშვილი (11), ხმელიძე (9), მაჭავარიანი (8), ბაქრაძე (7), ლეჟავა (4), ჩიკვილაძე (4), ლომოური (4), კვეტენაძე (3), ჩაჩანიძე (3), ნანიტაშვილი, რევაზიშვილი, ბექაური.

მეორე მატჩში თურქებმა ყველა პრობლემა თავიდანვე გადაწყვიტეს, პირველი მეოთხედი 22:10 მოიგეს. ამ მატჩში ჩვენებურთა შედეგიანობა ასეთია: დვალიშვილი (15), ლომოური (7), რევაზიშვილი (7), მაჭავარიანი (6), ხმელიძე (5), ჩიკვილაძე (5), ბაქრაძე (3), ბექაური (3), ნანიტაშვილი (2), კვეტენაძე, ჩაჩანიძე. ერთადერთი, ვისი გამორჩევაც შეგვიძლია 19 წლის რუსთაველი ცენტრფორვარდი აკაკი დვალიშვილია, რომელმაც ორივე მატჩში შეასრულა ორმაგი დუბლი, პირველში - 11 ქულა და 11 მოხსნა, მეორეში - 15 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი.

თურქეთა 20-წლამდელთა ნაკრები Aა დივიზიონის წარმომადგენელია და მათთან ეს ორი მარცხი არ იქნებოდა გასაკვირი, რომ არა მთავარი დეტალი - ეს იყო მუსტაფა დერინის გუნდი, რომელიც ვილნიუსში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და რომელიც... 18-წლამდელთა შორის გაიმართება. მუჰამეთ ბაიბული, უგურ დოკუიანი, მერცან იოზენი და სხვები ის კალათბურთელები გახლავან, რომლებიც ორი წლით უმცროსები არიან ქართველ მეტოქეებთან შედარებით. არადა, იმავე მუჰამეთ ბაიბულმა ორი მატჩის ჯამში 28 ქულა ჩაგვიგდო. ჩვენი ნაკრები კიდევ ერთი ამხანაგური მატჩის გამართვას აპირებს თურქეთში.

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა