მსოფლიოს საკლუბო პირველობა 2010 წლის დეკემბერში არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გაიმართება
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა მილანის "ინტერმა" და ბრაზილიურმა "ინტერნასიონალმა", რომელიც ლიბერტადორესის თასის (ჩემპიონთა ლიგის ანალოგიური ტურნირი სამხრეთ ამერიკაში) მფლობელია, თავიანთი პოტენციური მეტოქეების შესახებ შეიტყვეს.

"ინტერმა" და "ინტერნასიონალმა" ნახევარფინალის საგზური პირდაპირ მიიღეს, მაშინ როდესაც მათი მეტოქეების ვინაობა წინა სტადიაში გაირკვევა. ამასთან, ჩემპიონატის ორი მონაწილე ჯერ კიდევ უცნობია: აზიისა და აფრიკის საკონტინენტო ტურნირების ფინალები ნოემბერში გაიმართება. 13 ნოემბერს აზიის ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამხრეთ კორეული "სონა" და ირანული "ზობ ახანი" დაუპირისპირდებიან. იმავე დღეს ჩატარდება აფრიკის ჩემპიონთა ლიგის ფინალიც, კონგოს "მაზემბესა" და ტუნისის "ესპერანსოს" შორის.

აფრიკული კლუბი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მექსიკის "პაჩუკას" შეხვდება. ამ მატჩში გამარჯვებული კი "ინტერნასიონალს" დაუპირისპირდება.

მეორე ნახევარფინალში "ინტერის" მეტოქე ან აზიის წარმომადგენელი კლუბი იქნება, ან ოკეანეთის ჩემპიონი, რომელიც ახალი გვინეის "ჰეკარი იუნაიტედსა" და არაბეთის "ალ ვაჰდას" შორის მატჩში გამოვლინდება.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი პირველად 2000 წელს ჩატარდა, 2005 წლიდან კი ყოველწლიურად იმართება. ბოლო სამი წლის განმავლობაში ტურნირის გამარჯვებული ევროპული კლუბები ხდებოდნენ. 2009 წელს მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთის "ბარსელონა" გახდა.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა