ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა

ასტანაში 12 მარტს მოჭადრაკე ქალთა მე-4 გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი დამთავრდა
ასტანაში 12 მარტს დამთავრდა მოჭადრაკე ქალთა მე-4 გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც 10 ქვეყნის წარმომადგენლები წრიული სისტემით ეცილებოდნენ ერთმანეთს პირველობაში.

წინა სამი შეჯიბრებისგან (2007, 2009, 2011 წწ.) განსხვავებით, ამ ტურნირზე ფავორიტთა უმრავლესობამ შესუსტებული შემადგენლობით იასპარეზა: ჩინელებს მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი და მსოფლიო ათეულის მოთამაშე ჟაო სიუე აკლდათ, რუსებს დები ნადეჟდა და ტატიანა კოსინცევები, რომლებმაც კაპიტან რუბლიოვსკისთან უთანხმოების გამო თქვეს ნაკრებში თამაშზე უარი; ინდოელებს - მსოფლიო რეიტინგით მესამე ადგილზე მყოფი ჰამფი კონერუ, ასევე, ჰარიკა დრონავალი და ტანია საჩდევი; ფრანგებს - ევროპის ჩემპიონი ელმირა სკრიპჩენკო და მარი სებაგი...

ერთი სიტყვით, იმის თქმა გვინდა, რომ წინა ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორ საქართველოს ნაკრებს ჩემპიონობის რეალური შანსი მიეცა, იმის მიუხედავად, რომ ასპარეზობის რეიტინგფავორიტი უკრაინის ნაკრების სპორტულ ღირსებას მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ანა უშენინა, ორგზის ევროპის ჩემპიონი კატერინა ლაგნო და ევროპის პირველი ჩემპიონი ნატალია ჟუკოვა იცავდნენ.

თუმცა დაიწყო ჩემპიონატი და ნათელი გახდა, რომ ჩვენი დიდოსტატები საჩემპიონო თამასის ასაღებად მზად არ იყვნენ, შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ და დებიუტებში მოპოვებულ უპირატესობას ანიავებდნენ.

თავად განსაჯეთ: ჩინეთთან, ფაქტობრივად, მოგებული მატჩი დათმეს, რუსები 4:0 უნდა დაემარცხებინათ და ბოლოს ფრეს დასჯერდნენ, რასაც ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა "ღვთით ბოძებული ზავი" უწოდეს; ინდოეთის მეორე შემადგენლობასთანაც იმდენი მოახერხეს, რომ ქულა გაიყვეს...

მესმის, რომ ქართველთაგან ჩემპიონატზე ოქროს მედლების მოპოვება თუ ვინმეს უნდოდა, უპირველესად, ცხადია, თვით გუნდის წევრებს, მაგრამ ამდენი ლაფსუსი?! თუნდაც 12 მარტის ბოლო ტური ავიღოთ.

საქართველოს ნაკრები საშუალო რეიტინგით მეცხრე ნომერ ყაზახეთს დაუპირისპირდა. მასპინძელთა გუნდში ერთადერთი დიდოსტატი თამაშობდა - გულისკან ნახბაიევა, რომლის რეიტინგი 2344 პუნქტს არ აღემატება.

პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძემ (2554) იგი 31-ე სვლაზე დაამარცხა და თავისი გუნდი დააწინაურა.

ბელა ხოტენაშვილსაც (2499) უნდა მოეგო გულმირა დაულეტოვასთვის (2265), მაგრამ როცა უპირატესობას მიაღწია, სწორედ მაშინ შეცდა და მეტოქეს მუდმივი ქიშისა და პარტიის გადარჩენის შანსი მისცა.

ნინო ხურციძე (2437) 13 წლის ჟანსაია აბდუმალიკს (2187) ვერ გაუმკლავდა და 48-ე სვლაზე საათი გააჩერა.

ჩვენს გუნდს გამარჯვების ქულა ლელა ჯავახიშვილმა (2464) მოუტანა: 68-ე სვლაზე აიძულა მადინა დავლეტბაიევა (2272), დანებებულიყო.

საქართველოს ნაკრებმა მოიგო 2.5:1.5 და 12 გუნდური ქულით, როგორც 2007 და 2009 წლებში, მე-4 ადგილი დაიკავა.

ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზა უკრაინის ნაკრებმა. 12 მარტს იგი რუსეთის გუნდს შეხვდა.

რადგანაც აღმოსავლეთ სლავების ორივე მხარეს ფრე ხელს აძლევდა, მეტოქეები ოფიციალური 30 სვლის შემდეგ დაზავდნენ. ყაიმზე შეთანხმდნენ: ვალენტინა გუნინა-კატერინა ლაგნო, ანა უშენინა-ნატალია პოგონინა, ალისა გალიამოვა-მარია მუზიჩუკი, ნატალია ჟუკოვა-ოლგა გირია.

სამგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ჩინელებმა ცზიუ ვენძიუნის მოგების წყალობით აჯობეს ინდოელებს - 2.5:1.5. ვენძიუნმა ეიშა კარავადეს სძლია. მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს: რუთ პადმინი-ჰუან ძიანი, თან ჟონი-მერი გომესი, სვამინათან სოუმია-გუო ძი. დანარჩენი ორი შეხვედრა ასე დამთავრდა: საფრანგეთი-თურქეთი 3.5:0.5, აშშ-რუმინეთი 2:2.

საბოლოოდ ჩემპიონატში ადგილები ასე განაწილდა: უკრაინა 16 (საერთო მონაგარი 24,5 ქულა), ჩინეთი 15 (25,5), რუსეთი 13 (24), საქართველო 12 (21,5), ინდოეთი 9 (18), აშშ 8 (15,5), ყაზახეთი 6 (16,5), რუმინეთი 6 (14,5), საფრანგეთი 4 (12), თურქეთი 1 (9).

ჩემპიონატზე, ტრადიციულად, მედლები გათამაშდა დაფების მიხედვითაც. ჩვენებურთაგან სათადარიგო მოთამაშეთა შორის სალომე მელიამ ექვსი შეხვედრიდან 4 ქულით ვერცხლი მოიპოვა, ხოლო ლელა ჯავახიშვილს მესამე დაფაზე ბრინჯაო ერგო.

ტურნირზე თავი გამოიჩინა უკრაინიდან ამერიკაში გადასახლებულმა და ახლა ოკეანისგაღმელთა სახელით მოასპარეზე ირინა კრუშმა. მან მე-2 დაფაზე არა მარტო ოქროს მედალი დაიმსახურა, არამედ ზედიზედ ორ ტურში სახელოვანი დიდოსტატები დაამარცხა: მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) და მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ანა უშენინა.

I დაფა. 1. ცზიუ ვენძიუნი (7 ქულა 9 შესაძლებლიდან, ჩინეთი), 2. კატერინა ლაგნო (5,5 8, უკრაინა), 3. ვალენტინა გუნინა (5 8, რუსეთი)... 5. ნანა ძაგნიძე (4,58).

II დაფა. 1. ირინა კრუში (79, აშშ), 2. ანა უშენინა (68, უკრაინა), 3. ალექსანდრა კოსტენიუკი (4,57, რუსეთი)... 5. ბელა ხოტენაშვილი (4,58).

III დაფა. 1. თან ჟონი (79, ჩინეთი), 2. მარია მუზიჩუკი (5,58, უკრაინა), 3. ლელა ჯავახიშვილი (4,57).

IV დაფა. 1. ნატალია ჟუკოვა (68, უკრაინა), 2. გუო ძი (68, ჩინეთი), 3. მერი გომესი (6,59, ინდოეთი)... 5. ნინო ხურციძე (47).

V დაფა. 1. ოლგა გირია (6,58, რუსეთი), 2. სალომე მელია (46), 3. სვამინათან სოუმია (58, ინდოეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• sano

რა ცუდია ზეპირი ანალიზი,სწორედ იმ პარტიებში არ მიურიათ დებიუტში უპირატესობა

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო