ფიბა-ევროპის ოფიციალურ ვებსაიტზე პერიოდულად ქვეყნდება ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის მონაწილეთა რეიტინგი
ფიბა-ევროპის ოფიციალურ ვებსაიტზე პერიოდულად ქვეყნდება ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის მონაწილეთა რეიტინგი.

პირველად საქართველოს ნაკრებს მე-14 ადგილი მიანიჭეს. მას მერე კიდევ სამჯერ გამოქვეყნდა განახლებული რეიტინგი და ჩვენი გუნდი კვლავაც მეთოთხმეტეა.

უხეშად რომ ვიანგარიშოთ, სექტემბერში გასამართ ევრობასკეტზე მე-14 ადგილი იმას ნიშნავს, რომ გუნდი პირველი ჯგუფური ეტაპის ბარიერს ვერ გადალახავს.

ცხადია, სლოვენიიდან რეალურად უკეთეს სურათს ველით, თუმცა ჯგუფის მეტოქეებიდან გამომდინარე, სერიოზული ბრძოლები გველის და სავარაუდოდ, გასვლა-ვერგასვლის ზღვარზე უნდა ვიყოთ.

აი, კიდევ რა წერია საქართველოს ნაკრების შესახებ ფიბა-ევროპის საიტზე: "იტალიიდან თურქეთში გადავიდა ქართველთა ერთ-ერთი ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილი. იგი "გალათასარაის" შემადგენლობაში ძლიერ ლიგაში ათამაშდა.

"გალა" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და სეზონის დასრულების შემდეგ მარკოიშვილი ნაკრებს, დიდი ალბათობით, მედლით შეუერთდება."

აქვე იმას გეტყვით, რომ საქართველოს მსგავსად, ფეხმოუცვლელადაა ესპანეთის ნაკრები, რომელიც რეიტინგში პირველია.

ყველაზე დიდი რეგრესი რუსეთმა განიცადა. თავიდან იგი მესამე პოზიციით იწონებდა თავს, ბოლო რეიტინგში კი მეშვიდეა.

ამის მიზეზად დასახელებულია მწვრთნელის, დევიდ ბლატის უარი ახალ კონტრაქტზე; ასევე, კირილენკოსა და კაუნის განცხადებები - ამ ევრობასკეტს გამოვტოვებთ, უნდა დავისვენოთო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა