საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ნაკრებმა 9-10 მარტს ისრაელის ქალაქ ელათში, გამართულ ევრაზიის საერთაშორისო ტურნირში თავი ისახელა
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ნაკრებმა თავი ისახელა 9-10 მარტს ისრაელის ქალაქ ელათში, გამართულ ევრაზიის საერთაშორისო ტურნირში.

ტურნირში მონაწილეობდნენ ევრაზიის რეგიონის საუკეთესო გუნდები. საქართველოს კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა ტურნირზე ინდივიდუალურ წონით კატეგორიებში 1 ოქროს - ჰენრი ვეკუა (75 კგ), 1 ვერცხლის მედალი - ირაკლი ტყებუჩავა (67) მოიპოვა, შოთა გორელაშვილი (75) მეორე ადგილზე გავიდა, დავით ტყებუჩავა (60) - მესამეზე.

"მთავარი ჯილდო - "ევრაზიის თასი" გუნდურ კუმიტეში ჩვენმა ნაკრებმა დაისაკუთრა. საქართველოს გუნდმა ფინალში მასპინძელი ისრაელის ნაკრები დაამარცხა. ევრაზიის თასის გათამაშება ერთობ პოპულარული ტურნირია მსოფლიოს კარატეს სამყაროში და ამიტომაც ეს შეჯიბრება, სპეციალურად დაამთხვიეს ქალაქ ელათის დიდ დღესასწაულს. კარატეს ტურნირის გარდა, ჩატარდა მრავალი კულტურული ღონისძიება.

ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი მამუკა ქაცარავა შეხვდა ისრაელის სპორტისა და კულტურის ხელმძღვანელებს, სადაც შედგა მოლაპარაკება და მალე ხელშეკრულება გაფორმდება, რომელიც გაითვალისწინებს სპორტულ-კულტურული დელეგაციების გაცვლას და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას", - განაცხადა ისრაელიდან დაბრუნებულმა კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა