საფრანგეთთან 22 მარტს გასამართი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩისთვის საქართველოს ნაკრებში გამოძახებული რამდენიმე ფეხბურთელის ვინაობა გაირკვა
საფრანგეთთან 22 მარტს გასამართი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩისთვის საქართველოს ნაკრებში  თემურ ქეცბაიას მიერ გამოძახებულთა სია ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა რამდენიმე ქართველი ლეგიონერის კლუბმა ფეხბურთელის ნაკრებში მიწვევის შესახებ ინფორმაცია უკვე გაავრცელა.

უკრაინულ საიტებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრებში არიან გამოძახებულნი ლვოვის "კარპატის" ლეგიონერები: ლევან ყენია და ბუბა დაუშვილი.

საქართველოს ნაკრებიდან მიწვევა მიიღო რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე "კრასნოდარის" მეკარე ნუკრი რევიშვილმა, ისევე, როგორც ამ კლუბიდან "კრილია სოვეტოვში" გადასულმა მცველმა ალეკო ამისულაშვილმა.

მანამდე ცნობილი გახდა ეროვნულ გუნდში გამოძახებულ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელთა ვინაობა. ქეცბაიამ ნაკრებში "დილადან" ირაკლი მაისურაძეს, დავით კვირკველიასა და გულვერდ თომაშვილს უხმო, ქუთაისის "ტორპედოდან" კი - ელგუჯა გრიგალაშვილს.

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაიამ ნაკრებში გორის "დილას" სამი ფეხბურთელი გამოიძახა

თემურ ქეცბაიამ ნაკრებში ელგუჯა გრიგალაშვილი გამოიძახა

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა