"ბარსელონას" ფორვარდი "მილანის" კარში გატანილი 2 გოლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე აღზევდა
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში "მილანის" განადგურებაზე ისაუბრა.

სტუმრად მილანში განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ კატალონიელებმა 12 მარტს გამართულ საპასუხო შეხვედრაში მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. დუბლი არგენტინელმა მიითვალა.

"დღეს ყველაზე მეტად სწორედ ეს გვჭირდებოდა. მნიშვნელოვანი არამარტო მეოთხედფინალში გასვლა, მილანური შედეგის დავიწყებაც იყო.

ყველაფერი ბრწყინვალედ გამოვიდა. მეხუთე წუთის შემდეგ, როდესაც ძალიან საჭირო გოლი გავიტანეთ, "მილანს" სულის მოთქმის საშუალება აღარ მივეცით.

გატანა თავიდანვე მხოლოდ იმიტომ კი არ გვეჩქარებოდა, რომ ანგარიშში სხვაობა სწრაფად შეგვემცირებინა, იმიტომაც, რომ გულშემატკივრებს იმედი მისცემოდათ.

ჩვენ წლებია ამ დონის ფეხბურთს ვაჩვენებთ. შესაძლოა ბოლო მატჩებში ცოტა ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა ამავდროულად ვიცოდით, შემდეგ რაუნდში გასვლისთვის რა იყო საჭირო. უბრალოდ, ჩვენი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა.

კარგად ვიცოდით, რა მოგვეთხოვებოდა და როგორ უნდა მიგვეღწია მიზნისთვის.

ეს სწორედ იმ "ბარსელონას" თამაში იყო, რომელსაც მატჩიდან მატჩამდე ველოდით ჩვენც და გულშემატკივრებიც", - აქვეყნებს მესის ნათვამს უეფას ოფიციალური საიტი.

"მილანთან" კარში შესრულებული დუბლის წყალობით, მესიმ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ბომბარდირთა დავაში 58 გატანილი გოლით მეორე ადგილზე აინაცვლა. პირველ ადგილზე კვლავაც მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი რაულია (71 გოლით). მესამე კი ჰოლანდიელი რუდ ვან ნისტელროი (57).

"უბრალოდ სასწაულია, რომ ამ გოლებმა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილი მომიტანა. ეს თავისთავად დიდი მიღწევაა, მაგრამ ყველაზე მთავარი "ბარსელონას" მეოთხედფინალში გასვლაა. დღეს ხომ ყველანი ამისთვის ვიბრძოდით", - დასძინა არგენტინელმა.

ასევე იხილეთ:

ბარსელონა-მილანი 4:0 - "მილანი" ნიანგის ცრემლებით ატირეს [VIDEO]

DATO
მეორე ადგილზე ფილიპო ინძაგია
giorgi
პელეს და მარადონას უკვე ჯობია მესი. არც შეილება შედარება. პელეს მარადონა ჯობია.
giorgi
ვუყურე! რაღა კომენტარი შეიძლებაა გააკეთო!!! მესი კი მალე ფეხბურთის ისტორიაში მეორე გახდება მარადონას მაგივრად. პელე? შეილება როდესმე მასაც გაეჯიბროს!
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა