ფედერაციის თასზე ამერიკის ქალთა ნაკრების კაპიტანმა მერი ჯო ფერნანდესმა იტალიასთან მომავალი ფინალისთვის წინასწარი შემადგენლობა დაასახელა.

ფედერაციის თასზე ამერიკის ქალთა ნაკრების კაპიტანმა მერი ჯო ფერნანდესმა იტალიასთან მომავალი ფინალისთვის წინასწარი შემადგენლობა დაასახელა.

სეზონის გადამწყვეტი მატჩისთვის განაცხადში მოხვდნენ: ბეტანი მატეკ-სანდსი (მსოფლიოს მე-60 ნომერი), მელანი ოუდინი (68), კოკო ვანდევეგე (115) და WTA-ის წყვილთა რეიტინგის პირველი ნომერი ლიზელ ჰუბერი. შეგახსენებთ, რომ ფინალში თამაშს აპირებდა მსოფლიოს მეორე ჩოგანი სერენა უილიამსი, მაგრამ ტრავმის გამო გამოეთიშა სეზონს. იგივე მიზეზით ვერ ვიხილავთ ვენუს უილიამსსაც.

2010 წლის ფედერაციის ფინალი 6-7 ნოემბერს სან დიეგოში გაიმართება. აშშ და იტალია შარშანაც გადამწყვეტ მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ გამარჯვება აპენინელებს დარჩათ.

ამასობაში, დევისის თასზე ამერიკის ვაჟთა ნაკრებს ახალი კაპიტანი დაუნიშნეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს საპატიო პოსტი მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა ჯიმ კურიემ ჩაიბარა. მან პატრიკ მაკინროი შეცვალა, რომელიც ბოლო 10 წელი ხელმძღვანელობდა აშშ-ის ნაკრებს და ცოტა ხნის წინ გამოაცხადა გადადგომის შესახებ.

ATP-ის 23 ტურნირის მომგები კურიე ორჯერ იყო დევისის თასის გამარჯვებული. 40 წლის ჯიმის დებიუტი ამ გუნდურ ჩემპიონატში 4-6 მარტს შეგება, როცა ამერიკა მსოფლიოს ჯგუფის პირველი წრის შეხვედრას გამართავს ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის