მწვრთნელი თავს მშვიდად გრძნობს
იტალიურ სპორტულ პრესაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეა სტრამაჩონის შესაძლო გათავისუფლებაა. მომდევნო უქმეებზე, სერია A-ს ეგიდით, ლომბარდიული გრანდი "სამპდორიას" ესტუმრება და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, წარუმატებლობა ახალგაზრდა მწვრთნელს პოსტის დაკარგვად დაუჯდება. ამ თემაზე სტრამაჩონიმ კომენტარი გააკეთა:

"ვფიქრობ, ჩემი მუშაობა სეზონის ბოლოს შეფასდება და არა ერთ ან ორ კვირაში. კლუბის მესვეურებისგან ნდობას ვგრძნობ და ვიცი, რომ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას უახლოეს მომავალში არ აპირებენ. სეზონის ბოლომდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს და უმჯობესია, არ გავუსწროთ წინ მოვლენებს.

ევროპის ლიგაზე "ტოტენჰემთან" დიდი ანგარიშით დავმარცხდით, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი არ დაგვიკარგავს. მილანში აუცილებლად შევუტევთ და თუ ცოტა იღბალიც გადმოგვხედავს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მოკლედ, ჩემს მომავალზე არ ვშიშობ და საქმეზე ვარ კონცენტრირებული".

ვინ იქნება ბოსი?

ამასობაში იტალიური მედია დიდი ამბით განიხილავს ანდრეა სტრამაჩონის სავარაუდო მემკვიდრის საკითხს. ყველაზე ხშირად "შახტარის" თავკაც მირჩა ლუჩესკუს და სინიშა მიჰაილოვიჩს ასახელებენ. "კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, სტრამაჩონიმ აუცილებლად უნდა მოიპოვოს ჩემპიონთა ლიგის საგზური, რომ თანამდებობა შეინარჩუნოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ინტერის" პრეზიდენტის ფორმულა

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა