ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რა დროს დასასრულია - "ბარსელონა" ხელმეორედ დაიბადა!

რა დროს დასასრულია - "ბარსელონა" ხელმეორედ დაიბადა!

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი
ეს უკვე სხვა საქმეა: "ნოუ კამპზე" სულ სხვა, მოსალოდნელზე უკეთესი "ბარსელონა" ვნახეთ! "ბარსამ" არა მარტო ორბურთიანი ჩამორჩენა ამოქაჩა და გახდა პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც ეს შეძლო და თანაც ისე, რომ მეტოქეს ერთიც არ გაატანინა, არამედ ამ თამაშმა დაგვანახა რეალური განსხვავება ამ "ბარსელონასა" და ამ "მილანს" შორის.

კატალონიელებმა შთამბეჭდავად თავისუფლად, აგრესიულად, ვნებიანად ითამაშეს. ოდნავადაც არ ეტყობოდათ თავდაუჯერებლობა ან დეპრესია და შესაბამისად, "ბარსას" კრიზისზე საუბარი ზედმეტია. ვინც ფიქრობდა, რომ კატალონიური გრანდის ამ თაობამ შესაძლებლობები ამოწურა (და ამას მართლა ბევრი ფიქრობდა), დარწმუნდა, რომ ასე არაა. ვინც ფიქრობდა, რომ ამ ფორმაციის "ბარსასგან" უკვე ყველაფერი მიიღო და ნახა, შეცდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია, "ბარსელონა" აბსოლუტური დომინანტია, ამ თაობას აკლდა ორრაუნდიან დუელში ისეთი შემობრუნება, როგორიც 12 მარტს "ნოუ კამპზე" ვნახეთ.

"მილანის" უკანა ხაზმა ვეღარ ითამაშა ისეთი წესრიგითა და მონდომებით, როგორც "სან სიროზე", რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში კატალონიელთა დამსახურებაა. მილანში განცდილმა მარცხმა "ბარსელონა" გააბრაზა და დაუბრუნა ის სიფაქიზე, მოტივაცია, აგრესია და სიფხიზლე, რაც ლეო მესის და კომპანიას არა მარტო "სან სიროზე", არამედ "რეალთან" ბოლო დუელებშიც აკლდათ.

12 მარტს სრულიად ახლებურად მოტივირებული, გამოცოცხლებული "ბარსა" ვნახეთ და ეს ყველაფერი კატალონიელთა თითოეულ პასში, ნებისმიერ მოძრაობაში იგრძნობდა. მოკლედ, "ბარსამ" ისევ განუმეორებელი ფეხბურთი ითამაშა და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ისევ ნომერ პირველი ფავორიტია.

რეაქციები

ჟორდი რუორა ("ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი): "სან სიროზე" წაგების შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლი დაგვატყდა და ურთულესი ამოცანის წინაშე ვიდექით. ფეხბურთელებმა კრიტიკოსებს საკადრისი პასუხი გასცეს. ვამაყობ იმით, რომ ამ გუნდის მწვრთნელი ვარ."

დავიდ ვილია (ბარსელონა): "გულშემატკივრებმა იცოდნენ, რომ "მილანის" სასურველი ანგარიშით დამარცხება შეგვეძლო და ჩვენ ეს სწორედ მათთვის გავაკეთეთ. ეს ისეთი საღამო იყო, რომელიც ყველა საშინელ საღამოს დაგვავიწყებს."

ჟერარდ პიკე (ბარსელონა): "სწრაფი გოლი ძალიან დაგვეხმარა. ხომ ვამბობდი, თუ ანგარიშს მალე გავხსნით, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა-მეთქი?! "მილანს" პირველიდან ბოლო წუთამდე ვჯობდით და ეს გოლების რაოდენობაშიც ავსახეთ. კარგია, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა."

მასიმილიანო ალეგრი (მილანი): "სამწუხაროდ, "ბარსელონას" გაგდება ვერ მოვახერხეთ. არადა, ასეთ ისტორიულ წარმატებასთან მართლა ძალიან ახლოს ვიყავით. 0:4-ის შემდეგ ასეთი განცხადება ბევრს, ალბათ, სასაცილოდ მოეჩვენება, მაგრამ ჩვენ მართლა გვქონდა "ბარსას" ბარიერის დაძლევის შანსი. თუმცა ეს კატასტროფა არ არის. ამ საღამომ ჩვენ უნდა გაგვზარდოს."

შემადგენლობები

"ბარსას" ბოლო მომენტში კარლეს პუიოლი დააკლდა, რომელიც დაცვის ცენტრში ხავიერ მასკერანომ შეცვალა. პირველი მატჩისგან განსხვავებით, ძირითადში ვეღარც სესკ ფაბრეგასი ვიხილეთ, რაც რუორას მხრიდან ლოგიკური გადაწყვეტილება იყო, რადგან სესკი "სან სიროზე" აბსოლუტურად უმაქნისი გახლდათ.

სამაგიეროდ, სასტარტოში იყო დავიდ ვილია, რაც ასევე სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან პირველ მატჩში გამოჩნდა, რომ "ბარსელონას" ცენტრფორვარდის როლის შემსრულებელი სჭირდებოდა.

პირველი მატჩისგან "მილანის" სასტარტო შემადგენლობა ორ პოზიციაზე განსხვავდებოდა: ტრავმირებული ჯამპაოლო პაცინი თავდასხმის ცენტრში 18 წლის ნიანგმა შეცვალა, ნახევარდაცვაში კი, მუნტარის ნაცვლად ფლამინი ვიხილეთ. თუკი ნიანგის გამწესება იძულებითი ნაბიჯი იყო, გაუგებარია, რატომ თქვა ალეგრიმ უარი მუნტარიზე, რომელიც "სან სიროზე" ერთ-ერთი საუკეთესო იყო და გოლიც გაიტანა.

გოლები

1:0 მესი (5): იდეალური დასაწყისი "ბარსელონასთვის" - მესიმ ბურთი აბიატის კარიდან 20 მეტრში მიიღო, ჩავისთან გაითამაშა და ძლიერი, უზუსტესი და "უგემრიელესი" დარტყმით ანგარიში გახსნა. ეს გახლდათ თამაშიდან გატანილი მესის პირველი გოლი იტალიური კლუბის კარში.

2:0 მესი (40): შეტევის წამოწყებისას ამბროზინიმ ბურთი დაკარგა. ინიესტამ მესი იპოვა, რომელმაც ერთი მოძრაობით მოიშორა მექსე და ბურთი 20 მეტრიდან აბიატის კარის მარჯვენა დაბალ კუთხეში შეაძვრინა.

3:0 ვილია (55): ჩავის უზუსტესი პასი ვილიასკენ, კონსტანტი სიცარიელეში გასრიალდა, დავიდმა კი აბიატის კარის შორეული კუთხე აიღო.

4:0 ალბა (92): კატალონიელთა კონტრშეტევა სანჩესმა ხორდი ალბას მისამართით გაკეთებული პასით გააგრძელა. ამ უკანასკნელმა კი აბიატის ბურთი ფეხებშუა გაუტარა.

გმირი

ლიონელ მესი (ბარსელონა)

მატჩის წინ არგენტინელს აკრიტიკებდნენ და სამართლიანადაც, რადგან მესიმ არა მარტო "სან სიროზე" ითამაშა ცუდად, არამედ იტალიური კლუბის კარში თამაშიდან არც ერთი გოლი არ ჰქონდა გატანილი. ლეომ კრიტიკოსები პირველ ტაიმში შესრულებული დუბლით, ორი განუმეორებელი გოლით დაადუმა. ოდნავ უკან დახეული მესი შეუდარებელი იყო.

ანტიგმირი

მასიმო ამბროზინი (მილანი)

"მილანის" გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველი პირველ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, "ნოუ კამპზე" კი "როსონერის" დაცვის ხაზის წინ წესრიგი ვერაფრით დაამყარა. მილანელებს ზონური დაცვა პირველ ტაიმში თითქმის საერთოდ არ გამოსდიოდათ, ამბროზინი კი ერთ-ერთი უსუსტესი წერტილი იყო და ამიტომაც შეცვალა ალეგრიმ მე-60 წუთზე.

მსაჯი

ვიქტორ კასაის ძალიან ემოციური და საკმაოდ აგრესიული მატჩის განსჯა მოუხდა. მე-11 და 21-ე წუთებზე კატალონიელები თერთმეტმეტრიანებს ითხოვდნენ, მაგრამ მსაჯის სასტვენი სამართლიანად დუმდა. კევინ-პრინს ბოატენგის გაფრთხილებისას ოდნავ გადაამეტა, საერთო ჯამში კი ნორმალურად იმსაჯა.

მწვრთნელები

გააანალიზა რა პირველი მატჩი, რომელშიც "ბარსელონელებს" აბსოლუტურად არაფერი გამოუვიდათ, რუორამ მესი უკან დახია. ამ გადაადგილებამ შედეგი გამოიღო: ლეო გაცილებით ეფექტური და სახიფათო გახლდათ, რაც გოლებშიც ასახა.

სწორედ "სან სიროზე" მარცხის კარგად გაანალიზების შედეგი გახლდათ ისიც, რომ "ბარსას" ძირითადში დავიდ ვილია ვიხილეთ. მართალია, ეს უკანასკნელი უმეტესად უბურთოდ იყო და განსაკუთრებით პირველ ტაიმში იშვიათად ჩანდა, მაგრამ მისგან ხეირი იყო ისიც, რომ "მილანის" ცენტრალურ მცველებს წნეხის ქვეშ ამყოფებდა და მექსეს აღარ მისცა იმის საშუალება, რომ, პირველი მატჩის დარად, ხშირად აწეულიყო წინ და საყრდენებს მიხმარებოდა. ამით "როსონერის" ნახევარმცველებს დამხმარე მოაკლდათ, რაც ჩავიმ, ინიესტამ და მესიმ შესანიშნავად გამოიყენეს.

მოკლედ, რუორამ დაამტკიცა, რომ მწვრთნელია - თუ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მისი ანალიზის შედეგი იყო.

მასიმილიანო ალეგრიმ ტაქტიკური სქემა არ შეცვალა და გუნდი ისევ 4-3-3-ით ათამაშა, რომელშიც ელ შაარავი და ბოატენგი უკანახაზელებს ხშირად ეხმარებოდნენ, აი, ნიანგი კი, პაცინისგან განსხვავებით, ნახევარმცველებს და მცველებს ვერ ეხმარებოდა. მეორე ტაიმში ალეგრიმ ნიანგი ფლანგზე გადასწია, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო.

"მილანის" თამაშში გარდატეხა ვერც შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა, მუნტარიმ და რობინიომ შეიტანეს.

რაც თვალში მოგვხვდა

- სწრაფმა გოლმა "მილანი" დააბნია და დააქცია - პირველ 20 წუთში იტალიელები ძალიან აჭრილები იყვნენ. ამბროზინის გარშემო აწყობილ სამკაციან ნახევარდაცვას, რაც პირველ მატჩში მიღწეული წარმატების უმთავრესი გარანტი გახლდათ, "ნოუ კამპზე" სერიოზული პრობლემები შეექმნა, რაც ბარსელონელთა დამსახურებაა, რომლებიც გაცილებით აგრესიულად და უდიდესი მონდომებით კომბინირებდნენ.

- უკან დახეული მესი გაცილებით სახიფათო იყო, ვიდრე პირველ მატჩში.

- "ბარსელონას" პრესინგი და კომბინაციური ფეხბურთი განსაკუთრებით სრულყოფილად პირველი ტაიმის პირველ ნახევარში ფუნქციონირებდა. მილანელები იძულებულები ხდებოდნენ, ბურთი თავიანთ მოედანზევე დაეკარგათ, შეტევების ფორმირებას კი ვერაფრით ახერხებდნენ.

- ელ შაარავი და ბოატენგი მეტწილად ინდივიდუალური ოსტატობით ცდილობდნენ ფონს გასვლას, თუმცა ეს არაა მათი ბრალი, რადგან უმეტესად არავინ ეხსნებოდათ.

- "ბარსას" ფლანგის მცველები უმეტესად შეტევებით იყვნენ დაკავებულები. დანი ალვეში და ხორდი ალბა უფრო დამატებითი გარემარბები იყვნენ, ვიდრე ფლანგის მცველები. ეს განსაკუთრებით ალვეშზე ითქმის.

- "მილანს" პაცინი ძალიან დააკლდა. ნიანგი ვერც ბურთს ანაწილებდა და უკანახაზელებსაც ვერ მიეხმარა. ამასთან, მან რეალური საგოლე მომენტიც ვერ გამოიყენა, როცა ვალდესთან პირისპირ გასულმა ბურთი "ბარსას" კარის ძელს მოარტყა. არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ნიანგს ანგარიში რომ გაეთანაბრებინა. შეგახსენებთ, რომ მესიმ მეორე გოლი ამ მომენტიდან რამდენიმე წამში გაიტანა.

- მეორე ტაიმში "მილანმა" მნიშვნელოვნად უკეთ შეუტია, მაგრამ იტალიელთა იერიშებში სტრუქტურა არ ჩანდა.

დასკვნა

"ნოუ კამპზე" ნათლად გამოჩნდა, რომ "ბარსას" "სან სიროზე" განცდილი მარცხი ძალიან ეტკინა. განრისხებულმა კატალონიელებმა იტალიელებს გადაურბინეს და დაამტკიცეს, რომ ეპოქის დასასრულზე საუბარი ჯერ ადრეა.

ბარსელონა-მილანი 4:0 (0:2)

გოლები: 1:0 მესი (5), 2:0 მესი (40), 3:0 ვილია (55), 4:0 ალბა (92)

ბარსელონა (4-2-1-3): ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო (77. პუიოლი), ხორდი ალბა - ბუსკეტსი, ჩავი - მესი - პედრო (84. ადრიანო), დავიდ ვილია (75. სანჩესი), ინიესტა.

მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე, მექსე, საპატა, კონსტანტი - მონტოლივო, ამბროზინი (60. მუნტარი), ფლამინი (74. ბოიანი) - კ. პ. ბოატენგი, ნიანგი (60. რობინიო), ელ შაარავი.

გაფრთხილება: პედრო - კ. პ. ბოატენგი, ფლამინი, მექსე

მაყურებელი: 94 944

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბარსელონა-მილანი 4:0 - "მილანი" ნიანგის ცრემლებით ატირეს [VIDEO]

ჟორდი როურა: მესი განსაკუთრებულია და ეს გამარჯვებაში გვეხმარება

მასიმილიანო ალეგრი: ფეხბურთში სანტიმეტრებსაც მნიშვნელობა აქვს

[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება

[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა

"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა