წლეულს სუპერლიგაში ამ გუნდებმა ორჯერ ითამაშეს და ორივე შემთხვევაში ოვერტაიმი დაინიშნა
კალათბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელშიც თითო გუნდი 100 ქულამდე ადის. ასეთ დროს ძალიან დაბალია ალბათობა, 40 წუთის შემდეგ ორივე გუნდს ერთნაირი ქულები მოუგროვდეს.

ალბათობა, მისი თეორია და მათემატიკური ლოგიკა არ ეხება "ოლიმპსა" და "დინამოს", რომლებიც ერთმანეთში ყოველთვის თანაბრად თამაშობენ და ძირითადი დროც უმეტესად ფრედ მთავრდება.

გასულ სეზონს რომ თავი დავანებოთ, წლეულს სუპერლიგაში ამ გუნდებმა ორჯერ ითამაშეს და ორივე შემთხვევაში ოვერტაიმი დაინიშნა.

ლოგიკა ვახსენეთ და ისიც უნდა ითქვას, რომ 13 მარტის შეხვედრაში, ბოლო წუთების ლოგიკით, დამატებითი დრო არ უნდა დანიშნულიყო, 40 წუთი "დინამოს" გამარჯვებისთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კალათბურთისთვის დამახასიათებელი თვისება სწორედ მოვლენების ელვისებური ცვლილებაა... ასე რომ, ნურავის ეგონება, "ოლიმპმა" საბოლოოდ დაუმსახურებლად მოიგოო.

კონკრეტულზე გადავიდეთ. მიუხედავად იმისა, რომ "ოლიმპი" 37-ე წუთზე 4 ქულით დაწინაურდა, ბექა ჩიკვილაძისა და შოთა გელაზონიას ხუთი ქულის წყალობით "დინამომ" ანგარიში გაათანაბრა (შუალედში ოლიმპელმა ლევან ფაცაციამ ერთი ჯარიმა გამოიყენა) - 79:79.

სირენამდე 35 წამით ადრე დინამოელთა ამერიკელმა გამთამაშებელმა ლამარ კარიმმა ისეთი სამქულიანი ჩააგდო, ოქროსას რომ უწოდებენ...

ოღონდ ოქროსი იმ შემთხვევაშია, თუ მისი გუნდი თამაშს იგებს, რასთანაც "დინამო" ძალიან ახლოს იყო: მომდევნო შეტევა "ოლიმპმა" უშედეგოდ დაასრულა, ბურთი ახალგაზრდა გელაზონიას ჩაუვარდა ხელთ და მასზე უმალ დაჯარიმდნენ.

24 წამით ადრე მას ორიდან ერთი ტყორცნაც რომ გამოეყენებინა, "დინამო" 4 ქულით დაწინაურდებოდა და "ოლიმპს" ერთი შორეული ტყორცნა ანგარიშის გასათანაბრებლად აღარ ეყოფოდა. შოთას ორივე საჯარიმო აუცდა და დიღმელთა სამქულიანი უპირატესობა ძალაში დარჩა (82:79).

საოცარი სანახავი გამოდგა ოლიმპელთა მომდევნო იერიში: ერთბაშად სამმა კალათბურთელმა სტყორცნა სამქულიანი და მიზანს მესამის, კოკა ტომარაძის სროლამ მიაღწია - 82:82.

დარჩენილ 6 წამში დინამოელებმა ბურთი თამაშში ხეირიანად ვერ შეიტანეს, დაკარგეს და კინაღამ ძირითად დროშივე დამარცხდნენ: ბოლო ტყორცნა აკაკი დვალიშვილმა ითავა და მიზნამდე ცოტა დააკლდა.

ოვერტაიმში რა მოხდა, ამაზე ნათელ წარმოდგენას დინამოელი ირაკლი კეიდიას კომენტარი გვაძლევს: "დამატებით ხუთწუთეულში ძალები აღარ გვეყო. მეტოქეს უფრო გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს.

ამას დაერთო ჯარიმების ლიმიტი - ხუთ-ხუთი ფოლის გამო მატჩი სამმა კალათბურთელმა ვერ დაასრულა" (თავად ირაკლი კეიდიამ, სოსო ლეჟავამ და მილან ოლუიჩმა).

ოვერტაიმი "ოლიმპმა" 10:0 მოიგო.

ძირითადი დროის ბოლო წუთის შესახებ ბევრი დავწერეთ, არაფერი გვითქვამს შეხვედრის ხასიათზე. "ოლიმპს" გამოუჯანმრთელდა ლიდერი მეფარე სტევან მილოშევიჩი.

მისი და აკაკი დვალიშვილის კარგი გარჯის შედეგად გია კაზანჯიანის შეგირდებმა მოხსნებში 57:35 იმარჯვეს.

ასევე დიდი უპირატესობა ჰქონდათ ფარქვეშიდან მოგროვილ ქულებში: 40 წუთში მათ სამწამიანი ზონიდან 42 ქულა მიითვალეს, მაშინ, როცა მეტოქე ამავე ადგილიდან 24 ქულას შესწვდა.

თავის მხრივ, "დინამოსაც" ახლად გამოჯანმრთელებული ცენტრი მილან ოლუიჩი ჰყავდა, რომელიც ფარქვეშ ბევრს კი შრომობდა, მაგრამ სროლას საკუთარ თავზე ხშირად ვერ იღებდა, რადგან ჯერ სათანადო ფორმაში არ არის.

სამაგიეროდ, ირაკლი ხოშტარიას შეგირდები პერიმეტრიდან უტევდნენ შედეგიანად. პირველ ტაიმში 8 სამიანი გამოიყენეს (სულ კი 10 ჩააგდეს).

გია კაზანჯიანი ("ოლიმპის" მწვრთნელი):

"ისეთივე საინტერესო მატჩი გამოდგა, როგორიც წინა ტურში "სოხუმსა" და "რუსთავს" შორის იყო. "დინამოსთან" ყოველთვის დაძაბული თამაშები გვაქვს. გასული წლის პლეი-ოფშიც ოვერტაიმმა გამოავლინა გამარჯვებული. ჩვენს გუნდში ისევ პრობლემებია - ამ შეხვედრაში ტრავმა მიიღო თენეიშვილმა, მილოშევიჩს კი დრო სჭირდება ფორმაში შესასვლელად. მომდევნო ტურამდე 2 კვირაა და ამ დროს მაქსიმალურად გამოვიყენებთ დაცვაში თამაშის გასაუმჯობესებლად".

მამუკა ტურაშვილი ("დინამო", ასისტენტი):

"მოხსნებში მეტოქემ 22-ით გვაჯობა, რაც ძალიან ბევრია. ამ მიმართულებით სამუშაო გვაქვს. ტრავმები ისევ სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის. ქიენ კარტერი ინდივიდუალურად ვარჯიშობს და იმედი გვაქვს, მარტის ბოლოს დაგვეხმარება".

კოკა ტომარაძე ("ოლიმპის" ფორვარდი):

"დაცვაში დიდი ხარვეზები გვაქვს. მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხეთ მოგება. საინტერესო შეხვედრა გამოვიდა და ვფიქრობ, გულშემატკივარმა ისიამოვნა".

13 მარტის დანარჩენ სამ შეხვედრაში ისეთი შედეგები დაფიქსირდა, რომელსაც სენსაციურს ვერ დავარქმევთ.

პლეი ოფის საგზურის მაძიებელმა "ბათუმმა" ერთადერთი მოგების მქონე "სამედიცინო" დაამარცხა.

აჭარელთა უშუალო კონკურენტმა (მეოთხედფინალისთვის ბრძოლაში) "სოხუმმა" სტუ-ს აჯობა. "არმიამ" კი დაცვაზე იმუშავა და თსუ 45 ქულას დააჯერა.

ტურის საუკეთესო კალათბურთელის დასახელებას კი არ ვიჩქარებთ, რადგან მე-18 ტურის ბოლო შეხვედრა რუსთავში გაიმართება - 15 მარტს ქვემო ქართლში "ქუთაისი" ჩადის.

13 მარტი. თბილისი, სპორტის სასახლე

სამედიცინო-ბათუმი 73:81

სამედიცინო 16 16 14 27

ბათუმი 22 19 25 15

ოლიმპი-დინამო 92:82 ო.ტ.

ოლიმპი 27 20 22 13 10

დინამო 31 20 15 16 0

არმია-თსუ 109:45

არმია 18 28 29 34

თსუ 12 13 7 13

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ წ სხ ქ

1. შსს აკადემია 16 14 2 1331/1061 30

2. ოლიმპი 16 14 2 1423/1154 30

3. არმია 16 13 3 1467/1067 29

4. რუსთავი 16 12 4 1392/1175 28

5. დინამო 16 10 6 1256/1189 26

6. ქუთაისი 16 9 7 1284/1156 25

7. თსუ 17 6 11 1188/1379 23

8. სოხუმი 16 6 10 1244/1325 22

9. ბათუმი 17 4 13 1171/1398 21

10. სამედიცინო 16 1 15 1011/1470 17

11 სტუ 16 0 16 1023/1416 16

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

T.S
ვგულშემატკივრობ დინამოს და ვუსურვებ წარმატებებს...
ვსა-მ "ქუთაისი" დაამარცხა და თსუ ერთპიროვნულად გალიდერდა | "მარგვეთმა" რუსთავში იმარჯვა
X ტური უბრძოლველად დასრულდა: მარგვეთმა ორბი დაამარცხა, ივერიონმა დელტას მოუგო
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა