უკვე მთელ მსოფლიოში მძლავრად გაიშალა მოძრაობა დევიზით - "შევინარჩუნოთ ჭიდაობა ოლიმპიადის პროგრამაში"

არა და არ ცხრება ხმაური ჭიდაობის მომავალთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი 2020 წლის ოლიმპიადის პროგრამიდან სპორტის ამ უძველესი სახეობის შესაძლო ამოღების თაობაზე.

უკვე მთელ მსოფლიოში მძლავრად გაიშალა მოძრაობა დევიზით - "შევინარჩუნოთ ჭიდაობა ოლიმპიადის პროგრამაში".

საერთო პროტესტს ახლახან აშშ-ის 33 შტატის გუბერნატორიც შეუერთდა, რომლებმაც ღია წერილით მიმართეს სოკ-ის პრეზიდენტ ჟაკ როგეს.

ცხადია, მასში საუბარია ჭიდაობის მნიშვნელობასა და ოლიმპიადების პროგრამაში მისი შენარჩუნების აუცილებლობაზე.

ამერიკელებს არც რუსები ჩამორჩნენ და თავიანთი პროტესტი იაკუტიის, ყალმუხეთისა თუ სხვა ავტონომიების პრეზიდენტებმაც დააფიქსირეს იქაური ცნობილი ფალავნების თანამონაწილეობით.

ჭიდაობის დასაცავად გამოვიდა სოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, სახელოვანი მძლეოსანი სერგეი ბუბკაც.

პარალელურად, კვლავ გრძელდება სახელოვან მოჭიდავეთა პროტესტიც, რომელიც ცოტა უცნაური ფორმით გამოიხატება - ოლიმპიური ოქროების უკან დაბრუნებით.

ოლიმპიურ ჩემპიონებს - რუს საგიდ მურთაზალიევსა და ბულგარელ ვალენტინ იორდანოვს მოგვიანებით პოლონელი ანჯეი სუპრონიც შეუერთდა, ახლა კი იგივე სურვილი რუსთა ჩეჩენმა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბუვაისა საიტიევმაც გამოთქვა!

ეს იმის მიუხედავად, რომ პროტესტის მსგავს ფორმას არც სპორტსმენთა უმეტესობა ამართლებს და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნენად ლალოვიჩმაც მოუწოდა ფალავნებს, არ გადადგან მსგავსი ნაბიჯი და არ მიმართონ პროტესტის ამ ფორმას.

მან ეს 7 მარტს ლოზანაში, სოკ-ის შტაბბინაში გამართული მისი და როგეს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯერ კიდევ ამ აუდიენციამდე ვწერდით, რომ სოკ-ის პოზიცია ადრინდელზე ბევრად შერბილებული იყო და მისი წარმომადგენლების სიტყვებში ჭიდაობის ოლიმპიადების პროგრამაში შენარჩუნების სურვილი უკვე აშკარად იგრძნობოდა, რასაც ლალოვიჩის ეს მოწოდება კიდევ ერთხელ ადასტურებს - ეტყობა, როგეს თხოვნაც იყო, მოჭიდავეებს თავი შეეკავებინათ ამგვარი ნაბიჯებისგან.

კაცმა რომ თქვას, ფალავნები პროტესტს სოკ-ს კი არა, FILA-ს უნდა უფიქსირებდნენ, რადგან მან მიიყვანა ჭიდაობა ამ უფსკრულამდე და არა სოკ-მა.

ლალოვიჩისა და როგეს ზემოაღნიშნული შეხვედრა სულ ნახევარი საათი გაგრძელდა და კონსტრუქციულ, ურთიერთგაგების ვითარებაში ჩაიარა. მისი დეტალები უფრო ლალოვიჩმა გაამხილა და არა როგემ.

"საუბარი მე დავიწყე და როგეს ვუთხარი, რომ ჩვენთვის ძალიან ძნელია, რაც მოხდა. ეჭვიც არ მეპარება, ეს არაა მომგებიანი ბრძოლა ჭიდაობისთვის და ის საერთო საქმეს არ დაეხმარება-მეთქი. მან მიპასუხა, რომ ყველა სახეობამ თავისი შრომით უნდა მიიღოს კუთვნილი ადგილი. შედეგის გარდა, მე სხვა გზას ვერ ვხედავო" - განაცხადა ლალოვიჩმა.

ამასობაში გაირკვა FILA-ს კონგრესის გამართვის ზუსტი თარიღი, რომელზეც ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ - ის 18 მაისს მოსკოვში ჩატარდება. მანამდე, 11 დღით ადრე კი, FILA ჭიდაობის საჩვენებელ პრეზენტაციას გამართავს სოკ-ისთვის. ეს ღონისძიება დიდწილად განსაზღვრავს, დარჩება თუ არა ჭიდაობა ოლიმპიადის პროგრამაში.

ამ კონგრესთან დაკავშირებით საინტერესო ფრაზა წარმოთქვა რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გეორგი ბრიუსოვმა: " FILA-ს კონგრესზე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იქნება - ნენად ლალოვიჩი".

მისგან ეს უფრო გასაკვირია, რომ ამ არჩევნებთან და, ზოგადად, FILA-ს მომავალთან დაკავშირებით რუსები ფრიად აქტიურობენ, ხოლო მათი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრ კარელინი პრეზიდენტობის უმთავრეს კანდიდატებად მიიჩნეოდნენ.

ვერ გეტყვით, ბრიუსოვი მათ რატომ არ ახსენებს და რატომ მიაჩნია ლალოვიჩი უალტერნატივოდ, თუმცა სერბიც, არსებითად, მათი პრეტენდენტია - თავის დროზე მისი კანდიდატურა მამიაშვილმა წამოაყენა.

კულუარული ხმებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას FILA-ს ძველი მმართველი, უფრო სწორად კი, დამაქცევარი რაფაელ მარტინეტიც აპირებს. მას კი რუსები დიდი ხანია, ებრძვიან.

შესაძლოა, მათი კულუარული ომი ახლაც გრძელდება და ლალოვიჩზე ფსონის დადება ამითაც იყოს გამოწვეული. ისე კი, მოჭიდავეების ნაბიჯებს ვერავინ გათვლის - სადაც ტაილანდში გამართულ FILA-ს რიგგარეშე კონგრესზე მარტინეტიმ ბიუროს 21 წევრიდან 10 ხმა მიიღო და ლალოვიჩმა მაშინ მხოლოდ ერთით აჯობა, გასაკვირი აღარაფერია!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა